ყოველთვის ვიტყვი, ვიტყვი რეალურს
ვიტყვი სიყვარულს, დიდ მონატრებას,
ვიტყვი ნაწილსაც არარეალურს
და მისით შექმნილს დღეს რეალობას.
ოცნებით დავწერ, სიყვარულს აღვწერ,
გული მთის ხელა რომ გამიხდება,
შავ რეალობას მე გვერდზე გავწევ
და მწამს ოცნება რომ ამიხდება.
რომ ამიხდება ის ყველაფერი
რაზეც ოდესმე ფიქრი მქონია:
ცა რომ გახდება სულ იისფერი,
ადამიანნი - როგორც მგონია.
მაშინაც დავწერ, არ გავჩერდები,
კვლავ ვიოცნებებ, კვლავ შევქმნი ჩემსას.
ახდენილსაც კი არ დავჯერდები,
ყველა გაიგებს ერთ დღესაც ჩემს ხმას.
ისევ გადმოვცემ ამ გულის სათქმელს,
ჩემს კვალს დავტოვებ და გეტყვით ყველას:
ავიღებ კალამს, ლექსებად დავწერ,
რითმებით გეტყვით: არ შევწყვეტ წერას!
08.04.19
დ. მარგიევი