მწვანე თვალები

სიზმრად ნანახი მწვანე თვალები,
სხვებისთვის ალბათ უბრალოდ ფერი,
ალბათ უბრალოდ უცხოს თვალები,
ჩემთვის კი ძალიან ბევრის მთქმელი...

სხვისთვის უბრალოდ ლამაზი თვალი,
არაფრის მეტყველი, უხეში, ცივი.
ჩემთვის კი ალბათ ოცნების ქალი,
უკუნ წყვიდადში ნათელი სხივი.

ცხადად ვიგრძენი მათი სინაზე,
უსიზმრო ძილში მათი სინათლე,
სიბნელით მოცულ უმთვარო ცაზე
და ამ თვალებში სულის სიმაღლე.

სიზმრად ნანახ იმ მწვანე თვალებში,
იმ ღამით მქონდა მე ის განცდა, რომ
რაც ვერ ვიგრძენი მე სხვა ქალებში…
მათში მოჩანდა მთელი სამყარო.


დ. მარგიევი
01.04.19

No comments:

Post a Comment