ფიქრების თოვა

როცა ფიქრები დაიწყებს თოვას,
გადაათეთრებს გონებას დაღლილს,
ტვინი დაიწყებს გულისთვის თხოვნას,
რომ შეჩერდიო, ეს ამად არ ღირს.

გადათეთრებულს გავყვები ქუჩებს,
გალურჯებული ხელებით, უხმოდ,
ჩუმად ვიხსნებ შენს წითელ ტუჩებს
და თოვლის ფიფქებს ჩვენს ამბებს ვუთხრობ.

ირგვლივ ყინვაა, სუსხი უხეში.
სხეულს მიყინავს რატომღაც მკაცრად.
ცეცხლი მინთია გულის ბუდეში,
გადავიქეცი დათოვლილ მხატვრად.

ფუნჯების ნაცვლად გაყინულ თითებს,
მოლბერტის ნაცვლად ორთქლიან მინას,
მომავლის ფერად მე თოვლის ფიფქებს
და მწუხარებად ვიყენებ მიწას.

ჯერ რეალობას შავ მიწის ფონზე,
შემდეგ მის სახეს მწუხარე ფერად,
ბოლოს ფიფქებით მწუხარე შავზე,
სიყვარულია მომავლის ველად.

თვალებს რომ ვხუჭავ… რაღაც წამებში,
მომელანდება მომავლის რწმენად,
ბუნდოვნად ვხედავ მე სხვის თვალებში
სიყვარულია მგონი იმედად.


30.09.19
დ.მარგიევი

***

ვგრძნობ, გულში თითქოს რაღაც დაგროვდა,
განსხვავებული, რაღაც რთულია.
ზიზღი, ტკივილი, თუ მწუხარება,
არა, ეს უფრო სიყვარულია...

გულის სიღრმეში ღრმად ჩამარხული
არ ეკარება არავის თითქოს.
ღამენათვი, აჩქარებული,
რაღაც ძველისძველ სითბოს რომ ითხოვს.

სულ მარტო არის, გადაგდებული,
ალბათ ეჩვევა, ან კიდევ ვერა...
დაცემულია, დაშავებული
და დაბრუნების მას აღარ სჯერა.

არც ახლის სჯერა მგონი არაფრის,
მისთვის ტყუილი, ანდაც რთულია.
მასში ჩაწვდომას არვის არ აცდის,
მაგრამ მას სითბო მაინც სწყურია.

25.09.19
დ. მარგიევი