და რა არის სიყვარული?
რაღაც რთული სათქმელია…
ამ გრძნობებში, ამ ფიქრებში
ყველაფერი ამერია.
როგორია? - ღვთაებრივი.
ტვინი გადარეულია
ეს გრძნობები, ეს განცდები
არაამქვეყნიურია.
ყველაფერი გავიწყდება...
არ გადარდებს არაფერი,
მთავარია კარგად გყავდეს
ერთადერთი, საყვარელი.
რა თბილია, რა ტკბილია
და თან ისე ზრუნავს შენზე,
კვდება, აი მართლა კვდება
ინტერესით ყველაფერზე…
გიბრაზდება, გებუტება
მერე ისევ გირიგდება
და ხვდები, რომ სამუდამოდ,
სამუდამოდ გეყვარება.
ყველაფერი ლამაზია,
სიყვარულით აღსავსე,
ბედნიერი, თბილი, ტკბილი,
მზიანი და ვიტყვი აქვე:
ბოლოს თითქოს უცხოვდება,
აღარ გაქცევს ყურადღებას
და სულს გიკლავს… და სულ გიკლავს
მისი ნახვის მონდომებას.
მერე გნახავს ისე ცივად
(იფიქრებ, რომ სულ არ იცნობ…)
გაბრუნდება და ზურგს გაქცევს...
ამ დროს, ზუსტად ამ დროს იგრძნობ
თითქოს, წამში ჯვარზე გაცვეს.
ფიქრობ რა ქნა მაინც გიყვარს,
ფიქრობ რა და ან კი ვინ ხარ...
აღმოჩნდება, რომ არასდროს,
რომ არასდროს ყვარებიხარ...
დამიჯერე მეგობარო
არ ღირს არა შეყვარება.
ჩაიფიქრე, იოცნებე
და იქ მუდამ გეყვარება.
შეეჩვევი, შეგეჩვევა
და რაღაც დრო როცა გავა…
-შეეჩვიე საკუთარ თავს,
ბოლოს მაინც ყველა წავა.
17.07.19
დ. მარგიევი