არ ვარ მხატვარი, მაგრამ შენ გხატავ.
არ ვარ პოეტი, მაგრამ ლექსს გიწერ.
ფუნჯებს და კალამს დავიჭერ ხელში
და ჩემს სიყვარულს ასე აღგიწერ.
დაგხატავ ასჯერ, ასიათასჯერ.
ლექსებს დაგიწერ სულ სიყვარულზე,
გულში ჩაგწვდები, ფიქრებს გაგიმხელ.
სულს დაგიქარგავ ფუნჯებით გულზე.
კალმით მოვხატავ შენს ლამაზ სახეს,
ფუნჯით გავრითმავ შენზე ამ სტროფებს,
წითლად შევღებავ შენს ლამაზ ბაგეს,
მაგრამ რა ვუყო ღამით ამ შფოთვებს.
შეყვარებული სიყვარულს ვხატავ,
შეყვარებული სიყვარულზე ვწერ,
ნახატს ვინახავ, ლექსებსაც ვმალავ
და კვლავ თავიდან რითმებად ვიწერ.
ვრითმავ სიყვარულს შენზედ მოხატულს.
უსაზღვრო სითბოს, სულის სინაზეს.
ციმციმა თვალებს ჩემსკენ მომართულს,
ფუნჯით დატანილ შენს სილამაზეს.
არ ვარ მხატვარი, მაგრამ შენ გხატავ.
არც პოეტი ვარ, მაგრამ ლექსს გიძღვნი.
მე ხელში ვიჭერ ფუნჯებს და კალმებს
და ჩემს სიყვარულს მე ასე გიხსნი…
დ. მარგიევი
03.07.19
No comments:
Post a Comment