***

სიყვარულს სჭირდება გიჟური ფერები,
საზღვრების გახსნა და ლამაზი ბგერები

სიყვარულს არ უნდა კამათი გრძნობებზე,
თუკი ის დადუმდა, უჩქმიტე ლოყებზე.

ნუ ჩამოადენ თვალებზე ცრემლებს,
გაუფრთხილდი და გაჩუქებს ფერებს,

ლამაზ ფერებს,
ფერად ბგერებს,
რითმულ ლექსებს,
ვარსკვლავთ ცვენებს,

გჩუქნის, გჩუქნის არ ჩერდება,
მისი გრძნობაც არ ნელდება.

გჩუქნის, გიძღვნის, შენთვის სუნთქავს.
ისეთს გეტყვის, სხვას არ უთქვამს.

ჩაიკარი მიდი გულში
და ჩახედე მერე სულში...

შენთვის სუნთქავს თურმე, ხედავ?
თან შენც მაზე როგორ ღელავ...

ჩაეხუტე, მოეფერე
და ეს გრძნობა მოგცემთ ფერებს.

11.03.20
დავით მარგიევი

***

შავი სინათლე ფიქრებს აბნელებს,
გასულ დღეების ნათელ ფერებს და
ეს უფერული ღამე საათებს
ისევ აჩერებს, აღარ თენდება.

და უსასრულოდ გაწელილ ღამით
ამ მოზღვავებულ ბნელ ფიქრებს ვიტან,
და ვფიქრობ, თუნდაც სულ ერთი წამით
გულის გადაშლა შემეძლოს. - ვისთან?!

ისევ მარტო ვარ ამ მკვლელ ღამესთან.
ერთი იდეა... ბევრი ვერსია...
სულ მიტრიალევს სხვა ბნელ აზრებთან.
ათასი ფიქრის ბოლო ერთია.

03.03.20
დავით მარგიევი

***

წამოდი ვირბინოთ წვიმაში, წამოდი სამყარო შევშალოთ. წვიმის წვეთების ხმაურში რითმა ბგერებით შევყაროთ.
წვიმაში ვიცეკვოთ ქარებთან, ბავშვივით ვიხტუნოთ გუბეში.
სითბო ვაჩუქოთ ერთმანეთს,
სევდა გავუშვათ ღრუბლებში. ლურჯ ცას ვაჩუქოთ ამბავი ორ შეშლილსა და წვიმაზე. ლექსში ჩავწეროთ მზის სხივით ეს სიგიჟე და სინაზე. წვეთებს მოვუხმოთ მიწაზე, ან ჩვენ გავფრინდეთ იქ, ცაში, და მივუტანოთ სინაზე, ცეკვა ვასწავლოთ იმ ქარში. წამოდი ვირბინოთ წვიმაში, სამყარო შევშალოთ ჩვენსავით. ღამეს ვაჩუქოთ ფერები, გავხადოთ ნათელი დღესავით.

01.03.20 დავით მარგიევი