წვიმაში ვიცეკვოთ ქარებთან,
ბავშვივით ვიხტუნოთ გუბეში.
სითბო ვაჩუქოთ ერთმანეთს,
სევდა გავუშვათ ღრუბლებში.
ლურჯ ცას ვაჩუქოთ ამბავი
ორ შეშლილსა და წვიმაზე.
ლექსში ჩავწეროთ მზის სხივით
ეს სიგიჟე და სინაზე.
წვეთებს მოვუხმოთ მიწაზე,
ან ჩვენ გავფრინდეთ იქ, ცაში,
და მივუტანოთ სინაზე,
ცეკვა ვასწავლოთ იმ ქარში.
წამოდი ვირბინოთ წვიმაში,
სამყარო შევშალოთ ჩვენსავით.
ღამეს ვაჩუქოთ ფერები,
გავხადოთ ნათელი დღესავით.
01.03.20
დავით მარგიევი
No comments:
Post a Comment