თუ გააფუჭებ ცხოვრებაში რამეს დალევით.
ვენებ დასერილს მდინარე კი გაღმა გაგიტანს.
წამო გალაქტიკა დავიპყროთ და მერე ვარსკვლავებთან გეცეკვები... ფერად გალაქტიკის ნისლეულში ნაზად ტუჩებზე რომ შეგეხები,
მერე ვარსკვლავები აფეთქდება
და ჩვენ ვიქნებით დასაწყისი...
ამ დროს შავი ხვრელიც გათეთრდება,
დარდიც არ გვექნება არავისი.
წამო გალაქტიკა მოვირბინოთ,
გავცდეთ სამყაროს, უსასრულობას...
მე შენ მოგიძღვნი ციურ სიყვარულს,
მე შენ დაგარქმევ უსასრულობას...
წამო, ვარსკვლავებთან გეცეკვები.
წამო, გავაჩერებ წუთებს, წამებს.
ნაზად, ტკბილ ტუჩებზე შეგეხები
და შენც კოსმიურად შემიყვარებ…
21.06.20
დ.მარგიევი
მეფიქრები...
მაგრამ, მაინც, არ იქნები ჩემი.
მე ვგიჟდები...
მაგრამ, მაინც, სხვას არავის ველი.
მე მჭირდები...
მაგრამ, მაინც, მიჭირს მე თქმა ამის.
მეღიმები...
და მიჩნდება მე სურვილი ხატვის.
მენატრები...
მაგრამ, მაინც, არ ყოფილხარ ჩემთან.
მელანდები...
მაგრამ, მაინც, მე თქმას ვერა ვბედავ.
ასე გრძნობით გიწერ ლექსებს.
ასე ჩუმად, ჩემთვის გხატავ.
ეს თვალები ყველგან გეძებს
და ვფიქრობ, რომ მალე გნახავ.
შენზე ფიქრები მოჰქონდა წვიმას.
ჰქროდა და მაინც მათბობდა ქარი.
კვლავ გულის კარებს გიტოვებ ღიას,
ვერ დავანებე ამ ფიქრებს თავი.
მე ვერ შეგეშვი, დღესაც მაფიქრებ,
იმ მომავალზე, რომელიც არ მაქვს.
ისევ მაფიქრებ, ისევ მაგიჟებ...
შენზე ოცნება სულ გულით დამაქვს.
ჭექაქუხილი და ეს წვიმები
ისევ მახსენებს ამ ღამით შენს თავს
და გაცვეთილი, შენზე ფიქრებით
ეს გულიც ისევ იმ გრძნობით ფეთქავს.
31.08.20
დ. მარგიევი