* * *

მინდა გითხრა, რომ მეზიზღები ადამიანო.
გაბრუებული რომ დადიხარ ფეხის არევით.
ძილი არ იცი, აღარც გღვიძავს და არ ინანო,
თუ გააფუჭებ ცხოვრებაში რამეს დალევით.

სასაცილო ხარ, ასე გეტყვი - სასაცილო ხარ,
ამდენ სათქმელს რომ გულში იკლავ, ხალხთან კი სდუმხარ.
ვეღარ აგიტან, ერთ დღეს მართლა ვეღარ აგიტან,
ვენებ დასერილს მდინარე კი გაღმა გაგიტანს.


07.02.21
დ.მარგიევი

No comments:

Post a Comment