ზამთრის სონატა

მალე დაკარგა დიდმა მზემ ძალა,
როცა ფიფქებმა დაიწყეს თოვა.
დაკარგულს ვერვინ ვეღარ აბრუნებს,
მაგრამ მზის სითბო აქ მაინც მოვა…

ფიფქები მოდის, გუნდებად იკვრება,
ზოგიც დნება და სულ ერთ წამში ქრება.
ხელები მეყინება, სუნთქვა მეკვრება,
ფიფქის სიხარული წუხილში მეცვლება.

ბუხარში ცეცხლი აინთო, ოთახი თბება...
გაყინულ ფანჯარას თვალს ვერ ვაშორებ.
ფიფქები ქუჩას თეთრად ეფინება
და ეს სითეთრე თბილ ოთახს მაშორებს.

ბუხარი ათბობს ირგვლივ ყველაფერს,
მაგრამ მე მყინავს მზის ცივი მზერა.
ვერც ტანსაცმელი, ვერც თბილი წინდა
გაყინულ სხეულს ვერ ათბობს ვერა...

გაიღო კარი, გაისმა კითხვა:
ისევ მარტო ხარ და ისევ გცივა?
თავს ვუკრავ ჩუმად, თანხმობის ნიშნად.
ის იყო ვიღაც ვინც გულთან მივა…

ისევ აგრძელებს ფანტელი თოვას,
არ წყდება გრძელი ნაკადი ფიფქის.
ემჩნევა კვალი გაყინულ გრძნობას,
მაგრამ თოვლი კი უკვალოდ მიდის…

უეცრად გულში სითბომ იფეთქა,
როცა მან ხელი შემახო მხარზე:
მოდი წავიდეთ, გარეთ გავიდეთ
სულ ცოტა თოვლი დაგვადნეს თავზე...

ფიფქები ისევ ისე ცვიოდა,
ქურთუკს ხვდებოდა და ასველებდა.
კვლავ მეცემოდა და კვლავ ქრებოდა,
მაგრამ ამჯერად კვალსაც ტოვებდა...
………
“ანდაც როგორ შიეძლება რამე მოვიდეს, წავიდეს და კვალი არ დატოვოს…”

დავით მარგიევი
25.10.2018

აი ასეა

არა მეგობარო, აი ასეა:
ჩვენი ცხოვრება ტკივილით სავსეა.
ვიღაცა მოდის, ვიღაცა მიდის...
ამ საფასურს კი სულ ყველა იხდის.
სულ ყველას უწევს, დაკარგოს ვიღაც,
ვინც უყვარდა და უყვარდა ვისაც,
ვისი დანახვაც თვალს უხაროდა,
ვისაც ტუჩები ნაზად უგალობდა.
დაკაგოს მისთვის მნიშვნელოვანი
და წუხილს მისცეს თავისი თავი.
და რა? ამბობ რომ ნორმალურია?
და რა? იტყვი რომ ასე ჯობია?
შეიძლებ სჯობდეს, შეიძლებ არა
მაგრამ ამაზე არა ღირს დავა.
ჩვენ ვუშვებთ ისევ შეცდომას მრავალს,
და თან ამავ დროს ვერ ვხვდებით ამას.



დავით მარგიევი
07.10.2018

მთვარ'ეული


რითმა ლექსებიდან მეპარება,
რითმა ფიქრებშია გარეული,
თითქოს სიყვარულზე მემღერება,
მაგრამ სიტყვები მაქვს არეული.

თითქოს მარტო ყოფნა მეძალება,
მაგრამ ფიქრში ვიღაც არ მშორდება.
ალბათ ღამეც თეთრად გათენდება,
ალბათ მარტოობაც განმშორდება.

თითქოს სიყვარულზე მემღერება,
თეთქოს რითმები მაქვს არეული,
უკვე ეჭვი აღარ მეპარება
ლექსი იწერება მთვარეულის.

თითქოს მუზა ისევ მომიფრინდა,
ლექსის წერა ისევ გამებედა.
უსიყვარულოდ მე აღარ მინდა,
ეს მე უკვე აღარ განმშორდება.

თითქოს მთვარეს მორცხვად ეღიმება,
თითქოს ვარსკვლავების ერიდება.
მე კი ერთ გოგოზე მეფიქრება,
ნატვრით გულიანად მეღიმება.

ზეცას მგონი ცოტა ეტირება,
მზის სხივი მთვარის ღიმილს ეფინება.
მე კი მთვარის შუქზე მეფიქრება,
მთვარეს ჩემს ლექსებზე ეღიმება.

რითმა ლექსებიდან იპარება,
ლექსი იწერება მთვარეულის,
თითქოს სიყვარულზე მემღერება,
გულში ცოტა სევდა გარეული.


დავით მარგიევი
04.06.18






მიყვარხარო

ყინვამ დაამუნჯა სხეულში სითბო…
მაგრამ სხეულმა სიცოცხლე იგრძნო...
როგორ მოხდა ეს? - რომ არ იკითხოთ,
ამ ისტორიას მე ლექსად გითხრობთ:

კვლავ ზამთარია, ისევ აცივდა.
ხეებს ფოთლები ისევ გასცვივდა.
ძარღვებში სისხლიც ცოტა გაცივდა.
უხეშმა ყინვამ სითბოს დასცინა...

ძველ ქოხსაც თოვლი ნაზად დაედო,
ბუხარში ცეცხლი რბილად აენთო,
სითეთრე ირგვლივ ყოველს დაეტყო,
ზამთარი გარეთ ცოტა გაერთო...

ერთი ბიჭუნა ქუჩის ბოლოში
ცივ ზამთარს სულაც არ უშინდება,
საჭმელს იმზადებს რაღაც კოლოფში,
სიყვარულს გულით სულ უფრთხილდება...

ზამთარი უკვე როლებში იჭრება
და ნელ-ნელა უკვე მზეც იყინება.
ბიჭუნას სითბო სულ უფრო სჭირდება,
ამ დროს ყინვაში საშიშად ბინდდება...

პატარა ბიჭუნას სითბო არ ჰყოფნის..
უკვდება ოცნება: ცხოვრება ჰქონოდა...
როცა დრო იყო იმედის დაკარგვის,
სადღაც კუთხეში გამოჩნდა გოგონა...

ირგვლივ გაბატონდა უხეში ყინვა
და მან დაამუნჯა სხეულში სითბო
და როცა გაისმა ის ერთი სიტყვა,
სხეულმა სიცოცხლე სხვაგვარად იგრძნო…





დავით მარგიევი
19.10.18

ოცნება




ცაზე ვარსკვლავებს ვუყურებ,
თვალებს რომ ვხუჭავ შენ გხედავ,
ჰორიზონტს თვალს რომ ვაყოლებ
შენ გახსენებ და თან ვბედავ...


ვბედავ ვიფიქრო შენზე ამ ღამეს.
ვბედავ ფიქრებში მოგიახლოვდე.
მაგრამ შენ გავხარ გაყინულ მთვარეს,
არ შემეხოვო ოღონდ არ მთხოვდე.


ვბედავ გაკოცო, ჩაგიკრა გულში,
ვბედავ ჩაგკიდო კვლავ ხელი ხელში,
ვცდილობ გავიგო რა ხდება სულში,
რომ კაშკაშებდა ოდესღაც მკერდში


მინდა გაჩუქო ათასი ვარდი,
რომ დაგიმტკიცო ჩემო ოცნებავ
მთელი ცხოვრებით რომ შემიყვარდი
და დაიპყარი ჩემი გონება.


მინდა მოგიძღვნა ლექსი ათასი,
თუნდაც სულ ერთი ღიმილის ფასად
ყელზე დაგკიდო ლალი, ალმასი
და არ გაგიშვა შენ ჩემგან არსად.


მოგიძღვნი ლექსებს, გაჩუქებ ვარდებს,
შენთვის გავათევ მრავალჯერ ღამეს,
ალბათ ჩვენს ქოხთან თოვლიც კი დადებს
როცა ფანჯრიდან გავხედავთ მთვარეს.


არ მიყვარს ხშირად შენთვის დათრობა,
მაგრამ მე ამას არავინ მიშლის.
და თუ ვერ გახდი შენ რეალობა,
ჩემს ოცნებებში ვერავინ წაგშლის...




დავით მარგიევი
09.10.18

მიუწვდომელი




დავდივარ ჩემთვის შავბნელ ქუჩებში,
ოცნებით გკოცნი ლამაზ ტუჩებში,
ქუჩას გავდივარ, დავეხეტები,
თან შენზე ვფიქრობ და ვერ გეხები.


შენზე ოცნებას მე მაინც არ ვწყვეტ
ჩვენს შორის კავშირს ვერავინ გაწყვეტს.
შენ ჩემს ფიქრებში ვერავინ წაგშლის
და ამ სიხარულს ვერავინ დაშლის.


სიზმარში გხედავ თითქმის ყოველთვის,
ერთ სკვერში ვსხედვართ ჩვენ ორნი მხოლოდ.
შემოდგომაა, ირგვლივ ქარი ჰქრის
და სიცივესთან სხეულით ვომობთ.


მათრობს სურნელი შენი ნაზი თმის...
ხალხი გვიწოდებს საოცნებო წყვილს.
თვითონ შენი თმა, ფაფუკი, გრძელი,.
ყვითელი?!-თვით შემოდგომისფერი...


ზურმუხტს მიგიგავს თვალები მწვანე,
განა უბრალო… ხასხასა მწვანე.
ტუჩები წითელი, ალუბალს მგვანდება.
აი ისეთი, კოცნა რომ არ მომბეზრდება...


უხილავი ხარ, მაგრამ მიყვარხარ.
უხილავი ხარ, მაგრამ ლექსს გიძღვნი.
შენზე ოცნებას გულში ვინახავ
და რეალურად მე შენთვის ვიბრძვი...



დავით მარგიევი
14.11.18

წავიდეთ




მომეცი ხელი, წავიდეთ შორს… შევისხათ ფრთები, გავასწროთ დროს… სულს მივცეთ რაც სურს, რასაც კი გვთხოვს… გავჩერდეთ იქვე, სადაც სულ თოვს… ოცნებას ავიხდენთ, გავყვებით გზას... მომავალს შევცვლით, მოვხატავთ ცას... მთის სურნელს შევიგრძნობთ, დავთესავთ ვარდს… ვარსკვლავებს გადავთვლით, ღიმილს რომ ჰგავს… მთვარესაც გავათბობთ, გავყინავთ მზეს… აღმართს რომ შევხვდებით, გადავდგავთ მთებს… შენ თუ ჩამომრჩები, ჩაგკიდებ ხელს… ჩვენთვითონ შევიქმნით, ჩვენივე ბედს... სიყვარულს დავხტავთ, გამოწვდილ ხელს… გავკაფავთ ყოველს და გავიკვლევთ გზებს… ოცნებით ვიწყებ და ვწერ ამ ლექსს… ოცნებით მივაღწევ ძალიან ბევრს… ფიქრში ვაფერადებ მთელ სამყაროს… ამავე ფიქრში ისევ დამათოვს... ზამთარი მოდის, ისევ თოვს და თოვს... ისევ ცივა და ოცნება მათბობს… ……….. თითქოს უჩუმრად თბილ გრძნობად მათოვს ………. ისევ გიწვდი ხელს, წავიდეთ შორს თან მომაქვს ფუნჯები, ვაჩერებ დროს… და როცა ირგვლივ შავთეთრად თოვს, შენ აფერადებ მთელ ჩემ სამყაროს…
დავით მარგიევი

09.09.18

ნიკას და მერის


მინდა პირველად ეს ლექსი გიძღვნათ,
ამ ლექსითა ვთქვა რაც თქვენთვის მინდა.
მე მსურს შეგაქოთ, ხოტბა შეგასხათ,
მინდა რომ გითხრათ რაც გულით მინდა.

ამ ლექსითა მსურს, რომ მოგილოცოთ,
ეს დღე ორივეს, შენ ცოტა გვიან.
ალბათ არ მიწყენ, რომ მოგილოცო
შენ ის დღე ერთი დღით გვიან.

გილოცავთ ამ დღეს და გუშინდელ დღეს,
ხომ არ გეწყინა გუშინ რომ არ ვთქვი?!
გილოცავთ მე თქვენს დაბადების დღეს,
ეს ლექსი მე თქვენს სადღეგრძელოდ ვთქვი.

ვზივარ და ვფიქრობ თქვენთვის ამ სტროფებს,
ვფიქრობ და ვფიქრობ, მაგრამ ვერ ვფიქრობ,
ვერ ვაწყობ თქვენთვის ამ ლამაზ სიტყვებს,
მაგრამ მე მაინც ვფიქრობ და ვფიქრობ.

მე შენ მიყვარხარ როგორც ძამიკო,
მეორე ძმა ხარ ოჯახის გარეთ,
შენ კი მიყვარხარ როგორც დაიკო,
პირველი და ხარ შენ ყველა სხვამდე.

საუკეთესო ხართ მეგობრები,
მხარში ყოველთვის ამომდგომები,
არც პირველები, არც ბოლოები,
მაგრამ მათ შორის კი სანდოები.

თქვენ ჩემთვისა ხართ როგორც ოჯახი,
მე თქვენ პატივს გცემთ როგორც ჩემს ოჯახს,
მე თქვენ მიყვარხართ როგორც ოჯახი,
მე თქვენ გენდობით როგორც ჩემს ოჯახს.

მე თქვენი მჯერა, რომ თქვენ ყოველთვის
ჩემთან იქნებით, არ მიმატოვებთ,
გასაჭირს მარტოს არ შემახვედრებთ,
ლხინში კი მუდამ ჩემთან იქნებით.

გისურვებთ წინსვლას და ჯანმრთელობას,
ბევრ სიხარულს და ბედნიერებას,
ღმერთმა გარიდოთ თქვენ ბოროტებას
და აგარიდოთ დიდ მწუხარებას.

მინდა რომ ლექსი იყოს სრულქმნილი,
მაგრამ მემგონი ეს არ გამომდის,
არ ვარ პოეტი და არც მწერალი,
მე ვწერ იმას რაც გულიდან მოდის.

ამ სიტყვებს გიძღვნით დაბადების დღეს,
ამ ლექსსა ვტოვებ თქვენთან სახსოვრად,
ალბათ ეს მუდამ გემახსოვრებათ,
ალბათ არასდროს დაგავიწღდებათ.

ლექსით მინდოდა მეთქვა სათქმელი,
მაგრამ ვერა ვთქვი მე ყველაფერი,
გითხარით უკვე რაც მე შევძელიმ
მაგრამ ვერა ვთქვი სულ ყველაფერი.     
      







                                                                                                                                                           

დავით მარგიევი

19.11.2016

ეძღვნება ნიკა მოდებაძის და მერი ქავთარაძის დაბადების დღეებს დავით მარგიევისგან.

მარტო


ზოგჯერ უბრალოდ გინდა რომ გაქრე,
ზოგჯერ გინდა რომ სულ მარტო დარჩე.
გინდა რომ გაქრეს ირგვლივ რაც ხდება,
გინდა რომ გაქრეს რაც კი გეხება.

მაგრამ როცა კი დარჩები მარტო,
შენ ვერ აიტან ამ სიმარტოვეს.
წამში გაჩნდება ყველაფრის ნდომა,
გული დაგწყდება რომ მიგატოვეს.

შეგიპყრობს შიში, რომ ეს ბოლოა,
იმ ცხოვრებისა, სადაც ცხოვრობდი.
სული გეწვება, ფიქრები ჩნდება,
რომ ყველაფერზე მცდარად ფიქრობდი.

მაგრამ ვერ შეძლებ წინასწარ მიხვდე,
თუ რა იქნება ცხოვრების ბოლოს.
ვერ გასჭვრეტ იმას როგორ მოკვდები
და ვინ იქნება შენს გვერდით ბოლოს.

ვერ გათვლი იმას, თუ რა მოხდება
და ბედისწერა რასაც გიმზადებს.
ყველა ნაბიჯი არისგათვლილი,
ვერ შეცვლი იმას რაც უნდა მოხდეს.

როცა იქნები ყველასგან ცალკე,
როცა დარჩები ფიქრებთან მარტო,
შენ დაფიქრდები თვალცრემლიანი
და გაიფიქრებ თუ - რატომ... რატომ?!

თვალწინ ჩაგივლის მთელი ცხოვრება
და შენ, სევდიანს მოგენატრება.
და მოგინდება იმის გაგება
ეს ყველაფერი თუ რატომ ხდება.

მაგრამ, ვერ შეძლებ რომ ეს გაიგო,
ვერ გაიხსენებ შენ იმ ყველაფერს,
რა მიზეზითაც დაგიდგა ეს დრო
და რა გიქრობდა შენ სულ ყველა ფერს.

როცა იქნები შენს თავთან მარტო,
რომ დაფიქრდები ამ ყველაფერზე,
გადაეშვები უფსკრულში მარტო,
აღარ იფიქრებ აღარაფერზე.
                                                               


 დავით მარგიევი
14.03.2017