შენზე ფიქრები

ჩემი ფიქრები შენით იწყება,
შენზე გრძელდება, შენით მთავრდება.
შენზე ფიქრებით ეს დღე იწყება,
შენზე ფიქრებით ისევ ღამდება.

შენზე ფიქრები მუდამ იქნება.
შენზე ფიქრია ჩემი ცხოვრება.
შენზე მეფიქრა - ღმერთმა ინება,
შენზე ფიქრებით გული ხორცდება.

შენზე ფიქრებით დილა თენდება.
შენზე ფიქრები აღარ მთავრდება.
შენზე ოცნება მე არ მბეზრდება
და მუდამ ასე, შენით ღამდება.

20.04.20
დ. მარგიევი

No comments:

Post a Comment