***

გაცრეცილი ფიქრებით
ცას ვუყურებ გაცრეცილს.
დამანგრეველ ქარებით
მომდის, ვწერ წერილს.

არავის არ მივუძღვნი,
ჩვეულებრივ დავიწყებ.
ცოტა რითმებს შევურევ,
ალბათ ვინმე გაიგებს.

ამ ღრუბლებს ვუყურებ და
როგორ გვანან ჩემს ფიქრებს:
საით მიდის? რა უნდა?
ვერავინ ვერ იფიქრებს.

მაგრამ, არის რაღაცა,
მარტივი მისახვედრად,
რასაც ერთხელ სულ ყველა
ნამდვილად ინანებდა.

27.04.20
დ. მარგიევი

No comments:

Post a Comment