მაგრამ, ვერ შევძლებ მგონი.
ვერ შევარჩიე სიტყვა,
ვერ შევარჩიე ტონი.
შენთან მინდოდა მოსვლა,
ჩაგხუტებოდი მსურდა.
ამ დროს ლექსს რითმით ვმოსავ,
ასეც იქნება მუდამ.
შენთან მინდოდა ცეკვა.
ომიც მინდოდა შენთან.
შენთვის მინდოდა მეთქვა:
შენს სახეს ვხედავ გველგან.
შენი თვალები ცაზე,
შენი სურნელი ქარში.
ლექსებს აღარ ვწერ სხვაზე,
შენ ვერ გიპოვნი სხვაში.
შენთვის მინდოდა მზე და
შენთვის მინდოდა მთვარეც.
გულზე მომფინე სევდა,
ტკბილიც მაგემე, მწარეც.
მაგრამ შენთვის მსურს მაინც,
ლექსი, შემკული რითმებით
და თუნდ მომკვეთონ თავიც,
მე წავალ შენზე ფიქრებით.
02.05.20
დ. მარგიევი
No comments:
Post a Comment