საათსაც წიკწიკი, ვატყობ, ეზარება.
ღამე ცარიელი ოდნავ ჩემს სულს ჰგავს და
მე კი მზის სხივებზე მეტად მენატრება.
მთვარე არეული, ღრუბლებს გარეული,
ისევ რომანტიკოსს ღამეს მათევინებს.
ისევ დაბნეული, ცოტა დალეული,
შენზე ნაფიქრები, ლექსებს მაწერინებს.
ისევ ღამე არის, ისევ სიბნელე და
ისევ ფიქრებია რითმით შეკაზმული.
ასე გეხები და ისევ ასე გხედავ,
ლექსის ბოლო არის წერტილ ვერ დასმული.
ახლაც მენატრები, ისევ ისე ვდარდობ,
ისევ შენთან მინდა, გული ამიძგერდა,
მაგრამ ამის ნაცვლად ისევ არას ვამბობ.
მოდი დავამთავრებ, თორემ გამითენდა.
29.05.20
დ. მარგიევი
დ. მარგიევი