***

ანგელოზი ხარ მოვლენილი დედამიწაზე.
გზააბნეული დააბიჯებ გამხმარ მიწაზე.

ფრთები შეგაჭრეს უვიცებმა, ადამიანმან.
გზას ვეღარ იკვლევ შინისაკენ და დაგვიანდა.

ანგელოზი ხარ, დაკაეგული, ეძებ ალალ გულს,
ეძებ შენნაირს, ფრთებშეჭრილს და მასაც დაკარგულს.

მაგრამ სად არის? ანგელოზი ერთადერთი ხარ
და სათანადოდ ვერც ვერავის ვერ ყვარებიხარ.

მაგრამ გჯეროდეს, აგიხდება, ერთხელაც ნახავ
და მასთან ერთად ფრთებშესხმული შენს სახლში წახვალ.

21.06.20
დ.მარგიევი

წამო ვარსკვლავებთან

წამო გალაქტიკა დავიპყროთ და
მერე ვარსკვლავებთან გეცეკვები...
ფერად გალაქტიკის ნისლეულში
ნაზად ტუჩებზე რომ შეგეხები,

მერე ვარსკვლავები აფეთქდება
და ჩვენ ვიქნებით დასაწყისი...
ამ დროს შავი ხვრელიც გათეთრდება,
დარდიც არ გვექნება არავისი.

წამო გალაქტიკა მოვირბინოთ,
გავცდეთ სამყაროს, უსასრულობას...
მე შენ მოგიძღვნი ციურ სიყვარულს,
მე შენ დაგარქმრვ უსასრულობას...

წამო, ვარსკვლავებთან გეცეკვები.
წამო, გავაჩერებ წუთებს, წამებს.
ნაზად, ტკბილ ტუჩებზე შეგეხები
და შენც კოსმიურად შემიყვარებ…

21.06.20
დ.მარგიევი

***

ღამეს შენ გაჩუქებ თავის ვარსკვლავებით,
ღრუბლებს მიმოვფანტავ შენი გონებიდან.
შენთან მაინც მოვალ, თუნდაც სულ წამებით.
მხოლოდ შენ აგარჩევ ყველა ოცნებიდან.

მხოლოდ შენთან მინდა ღამე უსასრულო,
შენი თვალები და შენი ჩახუტება.
ისე ლამაზია იცი, სიყვარულო?!
ღამე, რომელიც შენით დასრულდება.

მხოლოდ შენთვის მინდა ჩემი სიცოცხლე და
შენთან ერთად მინდა დროის დამონება...
შენ ხარ გასაღები უსასრულობის და
ამით დაიპყარი გული და გონება...

მხოლოდ შენთვის მინდა მთელი სამყარო და
მარტო შენთან მინდა ყველა დღე და ღამე.
იცი? - უსასრულო ჩემი სამყარო ხარ.
რითმის, ლექსისა და გრძნობის სათავე.

14.06.2020
დავით მარგიევი