წამო გალაქტიკა დავიპყროთ და
მერე ვარსკვლავებთან გეცეკვები...
ფერად გალაქტიკის ნისლეულში
ნაზად ტუჩებზე რომ შეგეხები,
მერე ვარსკვლავები აფეთქდება
და ჩვენ ვიქნებით დასაწყისი...
ამ დროს შავი ხვრელიც გათეთრდება,
დარდიც არ გვექნება არავისი.
წამო გალაქტიკა მოვირბინოთ,
გავცდეთ სამყაროს, უსასრულობას...
მე შენ მოგიძღვნი ციურ სიყვარულს,
მე შენ დაგარქმრვ უსასრულობას...
წამო, ვარსკვლავებთან გეცეკვები.
წამო, გავაჩერებ წუთებს, წამებს.
ნაზად, ტკბილ ტუჩებზე შეგეხები
და შენც კოსმიურად შემიყვარებ…
21.06.20
დ.მარგიევი
No comments:
Post a Comment