ღრუბლებს მიმოვფანტავ შენი გონებიდან.
შენთან მაინც მოვალ, თუნდაც სულ წამებით.
მხოლოდ შენ აგარჩევ ყველა ოცნებიდან.
მხოლოდ შენთან მინდა ღამე უსასრულო,
შენი თვალები და შენი ჩახუტება.
ისე ლამაზია იცი, სიყვარულო?!
ღამე, რომელიც შენით დასრულდება.
მხოლოდ შენთვის მინდა ჩემი სიცოცხლე და
შენთან ერთად მინდა დროის დამონება...
შენ ხარ გასაღები უსასრულობის და
ამით დაიპყარი გული და გონება...
მხოლოდ შენთვის მინდა მთელი სამყარო და
მარტო შენთან მინდა ყველა დღე და ღამე.
იცი? - უსასრულო ჩემი სამყარო ხარ.
რითმის, ლექსისა და გრძნობის სათავე.
14.06.2020
დავით მარგიევი
დავით მარგიევი
No comments:
Post a Comment