ლამაზი ქალი

რა ლამაზია, როგორი სათნო,
როგორ შეიძლება ასეთი დათმო.
რა სათუთია, როგორი თბილი,
თავისებური თან რომ აქვს ხიბლი.
როგორ უხდება გრძელი, შავი თმა,
როგორ მომინდა მისთვის ამის თქმა:
შენი თვალები სამყაროს მოიცავს,
შესაბამისად ჩემს გულსაც ხიბლავს.
თანაც შეხედეთ, როგორ იღიმის,
ჩემი გონება მისვლას არ იშლის,
საათი თითქოს წამებს მე მითვლის,
სიმღერა მინდა მასთან ცეკვისთვის.
ვუყურებ, ჩემს წინ ვხედავ ლამაზ ქალს,
ისეთ ლამაზს, რომ ვერ ვაშორებ თვალს.
ის შავი კაბა, ელეგანტური,
მის სილამაზეს გადმოკიდული.
სიცოცხლით სავსე ღიმილი წრფელი,
მასთან შეხვედრას ო როგორ ველი.
ის დახვეწილი, ლამაზი ქალი,
ვერ მოვაშორე იმ ღამეს თვალი.
ბოლოს ჩაირთო წყნარი სიმღერა,
მივუახლოვდი, ვთხოვე გვეცეკვა.
ნაზად წამოდგა, თამამი მიწოდა,
რომ მეშინოდა მან არ იცოდა.
შუა ცეკვის დროს მომეკრო ტანზე,
თავი დმადო უეცრად მხარზე,
მე კი გავშეშდი, თავს ვერ ვშველოდი
და ჩამჩურჩულა: იცი?! გელოდი…

20.01.19
დავით მარგიევი

იქ, სადაც...

იქ, სადაც დაჰქრიან რაშები,
იქ, სადაც ფრინავენ მერცხლები,
იქ, სადაც მისმენენ ბავშვები
დავჯდები და გავილექსები.

იქ, სადაც ხმაურობს მდინარე,
იქ, სადაც თეთრია თვით მთები,
გავხედავ მსმენელ მთებს მღიმარე
და ალალ სიყვარულს მოვყვები.

იქ, სადაც სუფთაა ჰაერი,
იქ, სადაც ლაღია სიცოცხლე,
იქ, სადაც არ არის სხვა ერი
თავდახრით მშვიდობას ვილოცებ.

იქ, სადაც არარის ბოროტი,
იქ, სადაც ბატონობს სიკეთე,
ღმერთს მხოლოდ მე ამას შევნატრი:
დათესოს ჩვენს გულში სიკეთე.

იქ, სადაც ვიხსენებთ წინაპართ,
იქ, სადაც მელიან, და ბოლოს:
როგორი კარგია გინახავთ?
როგორი კარგია სამშობლო.

20.01.19
დავით მარგიევი

ზოგჯერ საჭიროა...

ზოგჯერ საჭიროა ვუთხრათ მიყვარხარ.
ზოგჯერ საჭიროა მივხვდეთ ვჭირდებით.
უბრალოდ დავფიქრდეთ მისთვის ვინა ვართ
და ვაგრძნობინოთ, მის გვერდით ვიქნებით.

ვიზიარებდეთ მის ტკივილს უნდა,
გვერდით დავუდგეთ როცა მას უჭირს,
გვახსოვდეს მისი ტკივილი მუდამ,
მიუხედავად ჩვენ როგორ გვიჭირს.

ზოგჯერ სულ ცოტა სითბო გვჭირდება,
ისეთი სიტყვა გულს რომ ჩაგვრჩება,
უბრალოდ გულწრფელი ჩახუტება
და მწუხარება უკან დაგვრჩება.

სულ ცოტა გვინდა ჩვენ მხარში დგომა,
გულშემატკივრის ქომაგი წრფელი.
სულ ცოტა ბედნიერებით თრობა,
ასე გავლიოთ ყოველი წელი.

გვჭირდება ვიგრძნოთ, რომ არ ვართ მარტო.
ვიცოდეთ, ვინმეს ვანაღვლებთ გულით?!
თუ გამოყენება უნდათ მარტო?
ამიტომ არიან მხოლოდ გვერდით.

უბრალოდ გვჭირდება კეთილი სიტყვა,
ისეთი სიტყვა, გულს რომ გაათბობს,
და თან მე თქვენთვის ეს უკვე მითქვამს:
უთხარით ერთურთს რაც გულს გაუთბობს…

დავით მარგიევი
17.01.19

ისევ ღამეა

ისევ დაღამდა, ისევ მარტო ვარ, მაგ შენმა მზერამ ისევ დამტოვა. ისევ ღამეა, ისევ სიბნელე და ჩემს ოცნებას სიზმრად მივწერე. პასუხს ვერ მომწერს, ნუ... რა თქმა უნდა, ფანტაზიის ხომ არის ნაყოფი, მაგრამ, ფიქრებში, როგორც მე მსურდა უამრავჯერ ვარ მასთან ნამყოფი: მდინარის პირას, ოკეანეში, მთის მწვერვალსა თუ შუა მინდორში,
ძლიერ ყინვასა თუ გინდ სიცხეში, რა ადგილას და გინდა რა დროში. გვერდს მიმშვენებდა ყველგან, ყოველთვის, სხეულს მითბობდა, სულს მიმშვიდებდა ის ჩახუტება, კოცნა, ალერსი. ამით სიყვარულს მაგრძნობიებდა. მაგრამ რა მოხდა?! მარტო დამტოვა... საკუთარ ფიქრში მან მიმატოვა... მას შემდეგ კიდევ ბევრჯერ დაღამდა და სიყვარულიც ასე  დამთავრდა. და კვლავ ღამეა… ისევ მარტო ვარ... ისევ და ისევ... ისევ და ისევ... და მარტოობას საზღვრების მიღმა სიყვარულისთვის დუელში ვიწვევ…
დავით მარგიევი 25.12.18