ზოგჯერ საჭიროა ვუთხრათ მიყვარხარ.
ზოგჯერ საჭიროა მივხვდეთ ვჭირდებით.
უბრალოდ დავფიქრდეთ მისთვის ვინა ვართ
და ვაგრძნობინოთ, მის გვერდით ვიქნებით.
ვიზიარებდეთ მის ტკივილს უნდა,
გვერდით დავუდგეთ როცა მას უჭირს,
გვახსოვდეს მისი ტკივილი მუდამ,
მიუხედავად ჩვენ როგორ გვიჭირს.
ზოგჯერ სულ ცოტა სითბო გვჭირდება,
ისეთი სიტყვა გულს რომ ჩაგვრჩება,
უბრალოდ გულწრფელი ჩახუტება
და მწუხარება უკან დაგვრჩება.
სულ ცოტა გვინდა ჩვენ მხარში დგომა,
გულშემატკივრის ქომაგი წრფელი.
სულ ცოტა ბედნიერებით თრობა,
ასე გავლიოთ ყოველი წელი.
გვჭირდება ვიგრძნოთ, რომ არ ვართ მარტო.
ვიცოდეთ, ვინმეს ვანაღვლებთ გულით?!
თუ გამოყენება უნდათ მარტო?
ამიტომ არიან მხოლოდ გვერდით.
უბრალოდ გვჭირდება კეთილი სიტყვა,
ისეთი სიტყვა, გულს რომ გაათბობს,
და თან მე თქვენთვის ეს უკვე მითქვამს:
უთხარით ერთურთს რაც გულს გაუთბობს…
დავით მარგიევი
17.01.19
17.01.19
No comments:
Post a Comment