ისევ დაღამდა, ისევ მარტო ვარ,
მაგ შენმა მზერამ ისევ დამტოვა.
ისევ ღამეა, ისევ სიბნელე
და ჩემს ოცნებას სიზმრად მივწერე.
პასუხს ვერ მომწერს, ნუ... რა თქმა უნდა,
ფანტაზიის ხომ არის ნაყოფი,
მაგრამ, ფიქრებში, როგორც მე მსურდა
უამრავჯერ ვარ მასთან ნამყოფი:
მდინარის პირას, ოკეანეში,
მთის მწვერვალსა თუ შუა მინდორში,
ძლიერ ყინვასა თუ გინდ სიცხეში,
რა ადგილას და გინდა რა დროში.
გვერდს მიმშვენებდა ყველგან, ყოველთვის,
სხეულს მითბობდა, სულს მიმშვიდებდა
ის ჩახუტება, კოცნა, ალერსი.
ამით სიყვარულს მაგრძნობიებდა.
მაგრამ რა მოხდა?! მარტო დამტოვა...
საკუთარ ფიქრში მან მიმატოვა...
მას შემდეგ კიდევ ბევრჯერ დაღამდა
და სიყვარულიც ასე დამთავრდა.
და კვლავ ღამეა… ისევ მარტო ვარ...
ისევ და ისევ... ისევ და ისევ...
და მარტოობას საზღვრების მიღმა
სიყვარულისთვის დუელში ვიწვევ…
დავით მარგიევი
25.12.18
No comments:
Post a Comment