***

ღამე ვეღარ ითვლის წუთებს,
დრო კი ნათენებ ღამეებს,
მთვარე ვეღარ უძლებს გრძნობებს
და გათენებას აგრძელებს.

წვიმა ასახავს განცდას,
ქარი კი სისხლის ჩქეფას.
მე არ ვაპირებ დაცდას,
გული საოცრად ფეთქავს.

ვიხეტიალებ წვიმაში
და გრძნობებს გამოვატან ქარს.
ღამით გეწვევი სიზმარში
და თვალებს არ გაახელ მწამს.

ღამე ვეღარ ითვლის წუთებს,
დრო კი ნათენებ ღამეებს.
შენსკენ მოვუყვები ქუჩებს
და კარს გამიღებ მწამს მე ეს.


29.12.19
დ.მარგიევი

***

ჩამოვხსნი ფანტაზიის ზღვრებს
და ფიქრებს ავხდი ფარდას.
გადმოვწერ საოცნებო გზებს,
გავაფერადებ შავ ცას.

სიტყვებს მივუჩენ ადგილს
ჩემი ლექსების გულში
და მოსაწყენი რა გჭირს,
ღიმილს გახატავ სულში.

შენ გამიღიმებ, იტყვი ცივაო.
ნახე, ლამაზი ფიქრები ცვივაო.
რითმებს დავარქმევთ ამ ფიქრის ფიფქებს,
ხელებს ჩაგკიდებ, გაგითბობ თითებს.

და კვალს დავტოვებთ რითმების სახით:
ღიმილით სავსე ლექსები იქნება
და გავჩუმდებით მრავალი წამით,
დავაკვირდებით, რომ ცა იხსნება:

ნელ-ნელა ცვივა წვეთები წვიმის.
ამ თეთრი მთვარის ვერცხლისფერ სხივებს.
გიჟი ვარ, გიჟი და ვითხოვ ღიმილს
და მეც სანაცვლოდ ღიმილი მიწევს.

ნახე, ვარსკვლავნი ბრწყინავენ როგორ?!
ერთი, ათი და ასი, ათასი.
შენ გინათებენ მაგ ღიმილს, გოგოვ,
ღიმილი ჩემსკენ და მზერა ცაში...

ამ ღამეს ფიქრებს ავხადე ფარდა
და ფანტაზიას მოვხსენი საზღვრები:
იყო წამები, ოცნებას ჰგავდა
და შევინახე მე ეს წამები…


დ.მარგიევი
18.12.19

რითმა არეული სიყვარული

უხმოდ უყურებ თვალებში,
ისიც იქცევა ასევე.
იტყვიან: ასე უხერხულია.
მაგრამ, ეს სიყვარულის ხმებია.

ნაზია, როგორც პეპლის ფრთებია,
რომ გვიყურებენ, სხვებიც ხვდებიან.
უსასრულობის მსგავსად ვრცელია,
მუდმივი მზერის რომ არ გრცხვენია.

არ სჭირდება სიტყვები
და არც ბევრი რითმები,
რომ სულ ერთად ვიქნებით
რომანტიკულ წვიმებით.

არც უნდა დაპირება,
არც ღამის გათენება.
სურს მხოლოდ შესრულება
და დიდი ერთგულება.

მარტივია გამოხატვა სიყვარულის ფერებით,
უნებურად რომ მიხვალ და თბილად მოეფერები.
უნებურად რომ კოცნი და ფიქრებიც მასზეა,
ამ დროს ხვდები, რომ გული სიყვარულით სავსეა.

მიყვარხარ! - როცა ამბობენ თვალები,
მაშინ ჩერდება ჩვენთვის წამები.
მჭირდები! - როცა იტყვიან ხელები,
მოდი და შევქმნათ მომავლის დღეები.
და, მენატრები! - რომ იტყვის სხეული,
საჭირო არის ჩახუტება, ჩვენთვის ჩვეული.

და იქ მთავრდება სიყვარული, ჩემი, ეული,
მისი თვალებიც რომ ხდებიან გადარეული.


დ.მარგიევი
16.12.19

***

მე დავიკარგე, დავიკარგე,
ხო, ვაღიარებ.
ჩემს ფიქრებში ვარ ჩაკეტილი
და დავიღალე.
ვერ ავიტანე, სიყვარული
ვერ ავიტანე,
რომ ვერ მიიღო სხვამ ვერავინ,
ვერ ავიტანე.

შიგნიდან რომ მჭამს კეთილი გრძნობა,
როგორც აფთარი.
მასთან ჭიდილში ჩემი დამხმარე
არსად არ არი.
მანადგურებენ მძიმე ფიქრები,
რომ ვერ ხვდებიან.
და განა ბევრს ვითხოვ? მარტოობა
ალბათ ბედია.

და ჩემში ცოცხლობს ეს გრძნობები.
ვისთვის? არ ვიცი…
ალბათ იქნება ვინც გაიგებს
და მისთვის ვიცდი.
ალბათ არსებობს, სადღაც ვიღაც,
ისიც ეული
და ველოდები გრძნობით სავსე,
რითმით ჩვეულით.


09.12.19
დ. მარგიევი

***

მე, უშენობა და თეთრი ღამე.
შენამდე ფიქრებს მინათებს მთვარე.
ჩემსავით მარტო, ეული, ცივი
მზის სიყვარულს რომ გულში კივის.

მას ვუზიარებ ჩემს ფიქრებს შენზე,
ისიც იგივეს ფიქრობს მის მზეზე.
მე მახსენდება შენთან შეხვედრა,
შენი პირველი, ნაზი შეხება.

ვიხსენებ შენზე, ვოცნებობ ჩვენზე.
ამ ფიქრებს ვუშვებ სხივების გზებზე.
ვოცნებობ ისევ შენს შეხებაზე,
შენი სიტყვების გაგონებაზე.

ისევ მინდება შენი თმით თამაში,
ორის ოცნება ახედვით შავ ცაში.
ისევ წვეთები, ელვის თანხლებით,
სველი სხეულის წელზე ხელებით.

შენი თვალების მეტყველი მზერა,
ჩემი ფიქრების მგონი არ მჯერა:
ის ჩახუტება მახსოვს, რომ წვიმდა.
არ ვიცი, ეს ღამე მე ისევ მინდა?!


08.12.19
დ. მარგიევი

***

იცი? ფიქრებად დამჩემდი,
შემომეჩვიე სიზმრებში.
აქამდე ვერსად გამჩნევდი
და ვერც გიპოვნე წიგნებში.

შენი ფიქრების სამყარო,
ჩემს ოცნებებში გვირილავ,
მინდა თესლებად ჩავყარო
და მეც შენს სიზმრებს ვიხილავ.

მინდა გაჩუქო ფიქრები,
მსგავსს რომ ვერავინ იფიქრებს.
მუდამ შენს გვერდით ვიქნები,
დრო კი სხვებისთვის იდინებს.

05.12.19
დ. მარგიევი

ჩემს სყაროში

ჩემს სამყაროში შენ ჩემი გქვია.
მიყვარხარ! - შენთვის ბევრჯერ მითქვია.

ჩემს სამყაროში მეც შენი მქვია.
ჩემს სამყაროში ჩვენ წყვილი გვქვია.

ჩემს სამყაროში სიყვარულს გიხსნი.
რეალობაში თავს მორცხვად გიხრი.

ჩემს სამყაროში ილუზიას ვქმნი.
რეალობაში ვერაფერი ვთქვი.

გჩუქნი ყვავილებს მრავალს და მრავალს,
გიშლი შეკრულ თმას, სწორსა და ლამაზს.

გჩუქნი სიყვარულს და გიძღვნი ლექსებს.
რეალობაშიც გავრისკავ ერთ დღეს.


დ.მარგიევი
17.09.19

გაწვიმდა

დავჯდები ჩემთვის, ვიფიქრებ მასზე,
ეს არის მხოლოდ რაც ახლა მინდა.
ლექსებსაც დავწერ იმ ღამის ფონზე,
შუა ქუჩაში როცა გაწვიმდა…

რომ მივდიოდით თითქოს ის და მე,
რომ გვასველებდა ხმაურით წვიმა,
ვდუმდით ჩვენ ორნი და დუმდა ღამე,
გზა გაგვინათა ჩვენ მთვარის სხივმა.

გავყევით თითქოს ჩვენს გზას, უცნაურს
და უცნაურად სულში ჩავხედე.
თავს ვერ ვაღწევდით სიჩუმის ხმაურს
და სიყვარულით კოცნა გავბედე.

თითქოს გაშეშდნენ წვიმის წვეთები,
ყველა საათი თითქოს გაჩერდა,
ჩვენ ვგრძნობდით - ტუჩებს ნაზად ვეხებით,
რომ სიყვარული თითქოს და შედგა.

და ვზივარ ახლა და ვფიქრობ ღამეს,
სურვილს ვუთქვამდით იმ ღამეს მთვარეს,
რომ ვაყვარებდით ერთმანეთს თავებს
და რომ ვუთვლიდით დროს ბოლო წამებს.


01.12.19
დ.მარგიევი