გაწვიმდა

დავჯდები ჩემთვის, ვიფიქრებ მასზე,
ეს არის მხოლოდ რაც ახლა მინდა.
ლექსებსაც დავწერ იმ ღამის ფონზე,
შუა ქუჩაში როცა გაწვიმდა…

რომ მივდიოდით თითქოს ის და მე,
რომ გვასველებდა ხმაურით წვიმა,
ვდუმდით ჩვენ ორნი და დუმდა ღამე,
გზა გაგვინათა ჩვენ მთვარის სხივმა.

გავყევით თითქოს ჩვენს გზას, უცნაურს
და უცნაურად სულში ჩავხედე.
თავს ვერ ვაღწევდით სიჩუმის ხმაურს
და სიყვარულით კოცნა გავბედე.

თითქოს გაშეშდნენ წვიმის წვეთები,
ყველა საათი თითქოს გაჩერდა,
ჩვენ ვგრძნობდით - ტუჩებს ნაზად ვეხებით,
რომ სიყვარული თითქოს და შედგა.

და ვზივარ ახლა და ვფიქრობ ღამეს,
სურვილს ვუთქვამდით იმ ღამეს მთვარეს,
რომ ვაყვარებდით ერთმანეთს თავებს
და რომ ვუთვლიდით დროს ბოლო წამებს.


01.12.19
დ.მარგიევი

No comments:

Post a Comment