მთვარე ჩვენი დამნახველი, რომ გვიმხელდეს აზრებს.
ღამეს მთვარე გვინათებდეს ლურჯად, იყოს მწვანეც,
საუცხოო რომანტიკით აგაფრენდი ცამდეც.
გაიფურჩქნოს ყვავილები თებერვლის ამ ღამეს,
დაგახვედრებ თაიგულებს, რომ გაახელ თვალებს.
ცა ცისფერი აღარ იყოს, ჩვენ ვურჩევდეთ ფერებს,
როგორც ვურჩევ მე ამ ღამით შენზე რითმებს ლექსებს.
ყოველ შენს ჩაძინებაზე რომ ვიწყებდე წერას,
გასაფრენად ბარათაშვილს მოვპარავდეთ მერანს,
გალაკტიონს გადავუფრენთ, ხიდთან როცა ათოვს...
თოვლს შევღებავთ იის ფერად, ხომ ვიცით ეს ათრობს.
და მწუხარე მელოდიებს შევუცვლიდეთ გრანელს,
ნახე მთვარე სიყვარულს მწვანე სხივით ავლენს.
დავიხლიდი უფიქრელად ტიციანის ცამეტს,
ოღონდ გრძნობდე რასაც ვფიქრობ, არც ნაკლებს და არც მეტს…
07.02.20
დავით მარგიევი
No comments:
Post a Comment