***

ღამე ვეღარ ითვლის წუთებს,
დრო კი ნათენებ ღამეებს,
მთვარე ვეღარ უძლებს გრძნობებს
და გათენებას აგრძელებს.

წვიმა ასახავს განცდას,
ქარი კი სისხლის ჩქეფას.
მე არ ვაპირებ დაცდას,
გული საოცრად ფეთქავს.

ვიხეტიალებ წვიმაში
და გრძნობებს გამოვატან ქარს.
ღამით გეწვევი სიზმარში
და თვალებს არ გაახელ მწამს.

ღამე ვეღარ ითვლის წუთებს,
დრო კი ნათენებ ღამეებს.
შენსკენ მოვუყვები ქუჩებს
და კარს გამიღებ მწამს მე ეს.


29.12.19
დ.მარგიევი

***

ჩამოვხსნი ფანტაზიის ზღვრებს
და ფიქრებს ავხდი ფარდას.
გადმოვწერ საოცნებო გზებს,
გავაფერადებ შავ ცას.

სიტყვებს მივუჩენ ადგილს
ჩემი ლექსების გულში
და მოსაწყენი რა გჭირს,
ღიმილს გახატავ სულში.

შენ გამიღიმებ, იტყვი ცივაო.
ნახე, ლამაზი ფიქრები ცვივაო.
რითმებს დავარქმევთ ამ ფიქრის ფიფქებს,
ხელებს ჩაგკიდებ, გაგითბობ თითებს.

და კვალს დავტოვებთ რითმების სახით:
ღიმილით სავსე ლექსები იქნება
და გავჩუმდებით მრავალი წამით,
დავაკვირდებით, რომ ცა იხსნება:

ნელ-ნელა ცვივა წვეთები წვიმის.
ამ თეთრი მთვარის ვერცხლისფერ სხივებს.
გიჟი ვარ, გიჟი და ვითხოვ ღიმილს
და მეც სანაცვლოდ ღიმილი მიწევს.

ნახე, ვარსკვლავნი ბრწყინავენ როგორ?!
ერთი, ათი და ასი, ათასი.
შენ გინათებენ მაგ ღიმილს, გოგოვ,
ღიმილი ჩემსკენ და მზერა ცაში...

ამ ღამეს ფიქრებს ავხადე ფარდა
და ფანტაზიას მოვხსენი საზღვრები:
იყო წამები, ოცნებას ჰგავდა
და შევინახე მე ეს წამები…


დ.მარგიევი
18.12.19

რითმა არეული სიყვარული

უხმოდ უყურებ თვალებში,
ისიც იქცევა ასევე.
იტყვიან: ასე უხერხულია.
მაგრამ, ეს სიყვარულის ხმებია.

ნაზია, როგორც პეპლის ფრთებია,
რომ გვიყურებენ, სხვებიც ხვდებიან.
უსასრულობის მსგავსად ვრცელია,
მუდმივი მზერის რომ არ გრცხვენია.

არ სჭირდება სიტყვები
და არც ბევრი რითმები,
რომ სულ ერთად ვიქნებით
რომანტიკულ წვიმებით.

არც უნდა დაპირება,
არც ღამის გათენება.
სურს მხოლოდ შესრულება
და დიდი ერთგულება.

მარტივია გამოხატვა სიყვარულის ფერებით,
უნებურად რომ მიხვალ და თბილად მოეფერები.
უნებურად რომ კოცნი და ფიქრებიც მასზეა,
ამ დროს ხვდები, რომ გული სიყვარულით სავსეა.

მიყვარხარ! - როცა ამბობენ თვალები,
მაშინ ჩერდება ჩვენთვის წამები.
მჭირდები! - როცა იტყვიან ხელები,
მოდი და შევქმნათ მომავლის დღეები.
და, მენატრები! - რომ იტყვის სხეული,
საჭირო არის ჩახუტება, ჩვენთვის ჩვეული.

და იქ მთავრდება სიყვარული, ჩემი, ეული,
მისი თვალებიც რომ ხდებიან გადარეული.


დ.მარგიევი
16.12.19

***

მე დავიკარგე, დავიკარგე,
ხო, ვაღიარებ.
ჩემს ფიქრებში ვარ ჩაკეტილი
და დავიღალე.
ვერ ავიტანე, სიყვარული
ვერ ავიტანე,
რომ ვერ მიიღო სხვამ ვერავინ,
ვერ ავიტანე.

შიგნიდან რომ მჭამს კეთილი გრძნობა,
როგორც აფთარი.
მასთან ჭიდილში ჩემი დამხმარე
არსად არ არი.
მანადგურებენ მძიმე ფიქრები,
რომ ვერ ხვდებიან.
და განა ბევრს ვითხოვ? მარტოობა
ალბათ ბედია.

და ჩემში ცოცხლობს ეს გრძნობები.
ვისთვის? არ ვიცი…
ალბათ იქნება ვინც გაიგებს
და მისთვის ვიცდი.
ალბათ არსებობს, სადღაც ვიღაც,
ისიც ეული
და ველოდები გრძნობით სავსე,
რითმით ჩვეულით.


09.12.19
დ. მარგიევი

***

მე, უშენობა და თეთრი ღამე.
შენამდე ფიქრებს მინათებს მთვარე.
ჩემსავით მარტო, ეული, ცივი
მზის სიყვარულს რომ გულში კივის.

მას ვუზიარებ ჩემს ფიქრებს შენზე,
ისიც იგივეს ფიქრობს მის მზეზე.
მე მახსენდება შენთან შეხვედრა,
შენი პირველი, ნაზი შეხება.

ვიხსენებ შენზე, ვოცნებობ ჩვენზე.
ამ ფიქრებს ვუშვებ სხივების გზებზე.
ვოცნებობ ისევ შენს შეხებაზე,
შენი სიტყვების გაგონებაზე.

ისევ მინდება შენი თმით თამაში,
ორის ოცნება ახედვით შავ ცაში.
ისევ წვეთები, ელვის თანხლებით,
სველი სხეულის წელზე ხელებით.

შენი თვალების მეტყველი მზერა,
ჩემი ფიქრების მგონი არ მჯერა:
ის ჩახუტება მახსოვს, რომ წვიმდა.
არ ვიცი, ეს ღამე მე ისევ მინდა?!


08.12.19
დ. მარგიევი

***

იცი? ფიქრებად დამჩემდი,
შემომეჩვიე სიზმრებში.
აქამდე ვერსად გამჩნევდი
და ვერც გიპოვნე წიგნებში.

შენი ფიქრების სამყარო,
ჩემს ოცნებებში გვირილავ,
მინდა თესლებად ჩავყარო
და მეც შენს სიზმრებს ვიხილავ.

მინდა გაჩუქო ფიქრები,
მსგავსს რომ ვერავინ იფიქრებს.
მუდამ შენს გვერდით ვიქნები,
დრო კი სხვებისთვის იდინებს.

05.12.19
დ. მარგიევი

ჩემს სყაროში

ჩემს სამყაროში შენ ჩემი გქვია.
მიყვარხარ! - შენთვის ბევრჯერ მითქვია.

ჩემს სამყაროში მეც შენი მქვია.
ჩემს სამყაროში ჩვენ წყვილი გვქვია.

ჩემს სამყაროში სიყვარულს გიხსნი.
რეალობაში თავს მორცხვად გიხრი.

ჩემს სამყაროში ილუზიას ვქმნი.
რეალობაში ვერაფერი ვთქვი.

გჩუქნი ყვავილებს მრავალს და მრავალს,
გიშლი შეკრულ თმას, სწორსა და ლამაზს.

გჩუქნი სიყვარულს და გიძღვნი ლექსებს.
რეალობაშიც გავრისკავ ერთ დღეს.


დ.მარგიევი
17.09.19

გაწვიმდა

დავჯდები ჩემთვის, ვიფიქრებ მასზე,
ეს არის მხოლოდ რაც ახლა მინდა.
ლექსებსაც დავწერ იმ ღამის ფონზე,
შუა ქუჩაში როცა გაწვიმდა…

რომ მივდიოდით თითქოს ის და მე,
რომ გვასველებდა ხმაურით წვიმა,
ვდუმდით ჩვენ ორნი და დუმდა ღამე,
გზა გაგვინათა ჩვენ მთვარის სხივმა.

გავყევით თითქოს ჩვენს გზას, უცნაურს
და უცნაურად სულში ჩავხედე.
თავს ვერ ვაღწევდით სიჩუმის ხმაურს
და სიყვარულით კოცნა გავბედე.

თითქოს გაშეშდნენ წვიმის წვეთები,
ყველა საათი თითქოს გაჩერდა,
ჩვენ ვგრძნობდით - ტუჩებს ნაზად ვეხებით,
რომ სიყვარული თითქოს და შედგა.

და ვზივარ ახლა და ვფიქრობ ღამეს,
სურვილს ვუთქვამდით იმ ღამეს მთვარეს,
რომ ვაყვარებდით ერთმანეთს თავებს
და რომ ვუთვლიდით დროს ბოლო წამებს.


01.12.19
დ.მარგიევი

***

ხელები ჩამკიდე, გაგაფრენ ცაში,
მომავალს გაჩვენებ სულ რაღაც წამში.
დიდ ხანს ჩამხედე მოდი თვალებში,
სიყვარულს გჩუქნი ბოლო წამებში.
როდესაც სწყდება ლურჯ ცას წვეთები
დაუფიქრებლად თბილად გეხები.
როცა ღამდება, განათებს მთვარე.
შენთვის ვათენებ მე ყოველ ღამეს.
როცა ფანტელნი ნაზად გათოვენ,
ჩემი ლექსებიც მაშინ გათბობენ.
როცა გეხუტები და ირგვლივ თოვს,
ჩამეხუტე და ნუ უყურებ დროს.
როდესაც გჩუქნი დარჩენილ წუთებს,
მიდი და ხელი მოკიდე ფუნჯებს.
ხელს რომ ჩამკიდებ და გავფრინდებით,
სიყვარულს ვხატავთ ჩვენ ამ ფიქრებით.
ყვავილებს მოვფენთ ციდან მიწაზე,
მიდი და ახლა ერთიც ინაზე.
ღრუბლებს მოვხატავთ სიყვარულისფრად
და წვიმაც მოვა იასამნისფრად.
ხელები ჩამკიდე, მოდი გავფრინდეთ,
პალიტრა აიღე ფერებით წავიდეთ,
ხელს ნუ გამიშვებ და არ დავეცეთ,
შავ-თეთრ სამყაროს ერთად გავექცეთ.


დ.მარგიევი
18.11.19

***

არ ვიქნები ბანალური, არ წაგიყვან კაფეში.
დავამატებ რომანტიკას, გასეირნებ ღამეში.

ყავის ნაცვლად შევუკვეთავ წვიმას კოკისპირულს
და სამყაროს დაგანახებ ცოტა უფრო გიჟურს.

შევუკვეთავ სიცივეს და გაგითბობ ხელებს.
წყვდიად, უკუნ ღამეში ცისარტყელის ფერებს.

მოვინატრებ სინათლეს, ქუხილსა და ელვას.
დავამშვიდებ შენს თვალებში გამოჩენილ ღელვას.

წავალ უხმოდ და ამ ციდან მოვიპარავ მთვარეს,
შენ მოგიძღვნი ლექსებსა და ამ, ამ უცნაურ ღამეს.

შენ მოგიძღვნი სიყვარულს და ლექსად ნათქვამ გრძნობებს,
გავაქარწყლებ თუ გსმენია ჩემზე ყველა ჭორებს.

შენ მოგიძღვნი გულის ფეთქვას, ყვოველ ამოსუნთქვას,
შენ მჭირდები და შენთან ვარ, სხვამ რაც უნდა ის თქვას.


დ.მარგიევი
08.10.19

ფიქრების თოვა

როცა ფიქრები დაიწყებს თოვას,
გადაათეთრებს გონებას დაღლილს,
ტვინი დაიწყებს გულისთვის თხოვნას,
რომ შეჩერდიო, ეს ამად არ ღირს.

გადათეთრებულს გავყვები ქუჩებს,
გალურჯებული ხელებით, უხმოდ,
ჩუმად ვიხსნებ შენს წითელ ტუჩებს
და თოვლის ფიფქებს ჩვენს ამბებს ვუთხრობ.

ირგვლივ ყინვაა, სუსხი უხეში.
სხეულს მიყინავს რატომღაც მკაცრად.
ცეცხლი მინთია გულის ბუდეში,
გადავიქეცი დათოვლილ მხატვრად.

ფუნჯების ნაცვლად გაყინულ თითებს,
მოლბერტის ნაცვლად ორთქლიან მინას,
მომავლის ფერად მე თოვლის ფიფქებს
და მწუხარებად ვიყენებ მიწას.

ჯერ რეალობას შავ მიწის ფონზე,
შემდეგ მის სახეს მწუხარე ფერად,
ბოლოს ფიფქებით მწუხარე შავზე,
სიყვარულია მომავლის ველად.

თვალებს რომ ვხუჭავ… რაღაც წამებში,
მომელანდება მომავლის რწმენად,
ბუნდოვნად ვხედავ მე სხვის თვალებში
სიყვარულია მგონი იმედად.


30.09.19
დ.მარგიევი

***

ვგრძნობ, გულში თითქოს რაღაც დაგროვდა,
განსხვავებული, რაღაც რთულია.
ზიზღი, ტკივილი, თუ მწუხარება,
არა, ეს უფრო სიყვარულია...

გულის სიღრმეში ღრმად ჩამარხული
არ ეკარება არავის თითქოს.
ღამენათვი, აჩქარებული,
რაღაც ძველისძველ სითბოს რომ ითხოვს.

სულ მარტო არის, გადაგდებული,
ალბათ ეჩვევა, ან კიდევ ვერა...
დაცემულია, დაშავებული
და დაბრუნების მას აღარ სჯერა.

არც ახლის სჯერა მგონი არაფრის,
მისთვის ტყუილი, ანდაც რთულია.
მასში ჩაწვდომას არვის არ აცდის,
მაგრამ მას სითბო მაინც სწყურია.

25.09.19
დ. მარგიევი

ზღვისფერი

შენი თვალები ზღვის ფერი,
შენი თვალები თავად ზღვა.
შენთვის ნათქვამი სიტყვები
და არა, უფრო რაღაც სხვა...

რაღაც სხვა არის მემგონი,
უბრალო სიტყვებს არა ჰგავს.. 
ჩემი გონება დაღლილი,
ზღვის მეტი ფიქრი რომ არ აქვს.

შენზე ნაწერი ლექსები,
ფიქრებით ნათევი ღამე.
ციდან მიწაზე ვეშვები
და ვფიქრობ გითხრა რამე...

მაგრამ ვერ ვფიქრობ მე ბევრს სხვას,
ზღვის ფერი თვალები ზღვას გიგავს,
მღელვარე, ბობოქარ ზღვას, ზღვას,
რომლის ყურებაც ძალიან მიყვარს.

შენთვის ნათქვამი სიტყვები
და არა, უფრო რაღაც სხვა.
მე მთვარეულად ვიქცევი
და გადავცურავ მაგ ლურჯ ზღვას...

უკვე ბევრჯერ ვთქვი თვალები,
რომლებიც მღელვარ ზღვას გიგავს,
ლურჯი ცა, მსგავსი თვალები,
რატომღაც ძაან რომ მიყვარს…


28.08.19
დ.მარგიევი

***

და რა არის სიყვარული?
რაღაც რთული სათქმელია…
ამ გრძნობებში, ამ ფიქრებში
ყველაფერი ამერია.

როგორია? - ღვთაებრივი.
ტვინი გადარეულია
ეს გრძნობები, ეს განცდები
არაამქვეყნიურია.

ყველაფერი გავიწყდება...
არ გადარდებს არაფერი,
მთავარია კარგად გყავდეს
ერთადერთი, საყვარელი.

რა თბილია, რა ტკბილია
და თან ისე ზრუნავს შენზე,
კვდება, აი მართლა კვდება
ინტერესით ყველაფერზე…

გიბრაზდება, გებუტება
მერე ისევ გირიგდება
და ხვდები, რომ სამუდამოდ,
სამუდამოდ გეყვარება.

ყველაფერი ლამაზია,
სიყვარულით აღსავსე,
ბედნიერი, თბილი, ტკბილი,
მზიანი და ვიტყვი აქვე:

ბოლოს თითქოს უცხოვდება,
აღარ გაქცევს ყურადღებას
და სულს გიკლავს… და სულ გიკლავს
მისი ნახვის მონდომებას.

მერე გნახავს ისე ცივად
(იფიქრებ, რომ სულ არ იცნობ…)
გაბრუნდება და ზურგს გაქცევს...
ამ დროს, ზუსტად ამ დროს იგრძნობ
თითქოს, წამში ჯვარზე გაცვეს.

ფიქრობ რა ქნა მაინც გიყვარს,
ფიქრობ რა და ან კი ვინ ხარ...
აღმოჩნდება, რომ არასდროს,
რომ არასდროს ყვარებიხარ...

დამიჯერე მეგობარო
არ ღირს არა შეყვარება.
ჩაიფიქრე, იოცნებე
და იქ მუდამ გეყვარება.

შეეჩვევი, შეგეჩვევა
და რაღაც დრო როცა გავა…
-შეეჩვიე საკუთარ თავს,
ბოლოს მაინც ყველა წავა.


17.07.19
დ. მარგიევი

***

არ ვარ მხატვარი, მაგრამ შენ გხატავ.
არ ვარ პოეტი, მაგრამ ლექსს გიწერ.
ფუნჯებს და კალამს დავიჭერ ხელში
და ჩემს სიყვარულს ასე აღგიწერ.

დაგხატავ ასჯერ, ასიათასჯერ.
ლექსებს დაგიწერ სულ სიყვარულზე,
გულში ჩაგწვდები, ფიქრებს გაგიმხელ.
სულს დაგიქარგავ ფუნჯებით გულზე.

კალმით მოვხატავ შენს ლამაზ სახეს,
ფუნჯით გავრითმავ შენზე ამ სტროფებს,
წითლად შევღებავ შენს ლამაზ ბაგეს,
მაგრამ რა ვუყო ღამით ამ შფოთვებს.

შეყვარებული სიყვარულს ვხატავ,
შეყვარებული სიყვარულზე ვწერ,
ნახატს ვინახავ, ლექსებსაც ვმალავ
და კვლავ თავიდან რითმებად ვიწერ.

ვრითმავ სიყვარულს შენზედ მოხატულს.
უსაზღვრო სითბოს, სულის სინაზეს.
ციმციმა თვალებს ჩემსკენ მომართულს,
ფუნჯით დატანილ შენს სილამაზეს.

არ ვარ მხატვარი, მაგრმ შენ გხატავ.
არც პოეტი ვარ, მაგრამ ლექსს გიძღვნი.
მე ხელში ვიჭერ ფუნჯებს და კალმებს
და ჩემს სიყვარულს მე ასე გიხსნი…

დ. მარგიევი
03.07.19

ყოველ წამს

სულ ყოველ წუთს, სულ ყოველ წამს
შენ გეყვარები, ამის მწამს...
შენი ნათქვამი სულ ყველა ბგერა
სიყვარულს ნიშნავს მე ამის მჯერა.
შენი შეხება, ყველაზე თბილი,
ის ჩახუტება და შენი ხიბლი.
ეგ მოციმციმე შენი თვალები,
რომ დამავიწყეს მე სხვა ქალები.
შენი ხელების ნაზი შეხება,
სხვა ვერაფერი რომ ვერ ედრება.
ძლიერი წვიმა, ელვის ნათება
და შენი უფრო ძლიერი ხვევნა
ის გამოვლილი სველი ქუჩები
და დაკოცნილი შენი ტუჩები...
როცა მიდიხარ ეს გულიც მიგაქვს.
იცი? შენი ყველაფერი მიყვარს...
შენი თვალები, გრძელი შავი თმა,
გულს რომ მიმშვიდებს შენი ნაზი ხმა...
შენი ტუჩების გემოს გაგება
და ჩვენ ორს შორის გრძნობის ანთება...
სულ ყოველ წუთს, სულ ყოველ წამს,
შენ გეყვარები, ამის მწამს.
და ყოველ წუთს, და ყოველ წამს,
რომ მეყვარები, ამის გწამს?


დ. მარგიევი
03.06.19

ყოველთვის დავწერ

ყოველთვის ვიტყვი, ვიტყვი რეალურს
ვიტყვი სიყვარულს, დიდ მონატრებას,
ვიტყვი ნაწილსაც არარეალურს
და მისით შექმნილს დღეს რეალობას.

ოცნებით დავწერ, სიყვარულს აღვწერ,
გული მთის ხელა რომ გამიხდება,
შავ რეალობას მე გვერდზე გავწევ
და მწამს ოცნება რომ ამიხდება.

რომ ამიხდება ის ყველაფერი
რაზეც ოდესმე ფიქრი მქონია:
ცა რომ გახდება სულ იისფერი,
ადამიანნი - როგორც მგონია.

მაშინაც დავწერ, არ გავჩერდები,
კვლავ ვიოცნებებ, კვლავ შევქმნი ჩემსას.
ახდენილსაც კი არ დავჯერდები,
ყველა გაიგებს ერთ დღესაც ჩემს ხმას.

ისევ გადმოვცემ ამ გულის სათქმელს,
ჩემს კვალს დავტოვებ და გეტყვით ყველას:
ავიღებ კალამს, ლექსებად დავწერ,
რითმებით გეტყვით: არ შევწყვეტ წერას!

08.04.19
დ. მარგიევი

მწვანე თვალები

სიზმრად ნანახი მწვანე თვალები,
სხვებისთვის ალბათ უბრალოდ ფერი,
ალბათ უბრალოდ უცხოს თვალები,
ჩემთვის კი ძალიან ბევრის მთქმელი...

სხვისთვის უბრალოდ ლამაზი თვალი,
არაფრის მეტყველი, უხეში, ცივი.
ჩემთვის კი ალბათ ოცნების ქალი,
უკუნ წყვიდადში ნათელი სხივი.

ცხადად ვიგრძენი მათი სინაზე,
უსიზმრო ძილში მათი სინათლე,
სიბნელით მოცულ უმთვარო ცაზე
და ამ თვალებში სულის სიმაღლე.

სიზმრად ნანახ იმ მწვანე თვალებში,
იმ ღამით მქონდა მე ის განცდა, რომ
რაც ვერ ვიგრძენი მე სხვა ქალებში…
მათში მოჩანდა მთელი სამყარო.


დ. მარგიევი
01.04.19