დღესაც უშენოდ დაღამდა

დღესაც უშენოდ დაღამდა,
დღესაც შენზე მაქვს ფიქრები,
ვიტყვი უშენოდნ გათენდა,
ხვალაც უშენოდ ვიქნები.

ვიცი ძალიან შორს რომ ხარ,
შორიდან შემიყვარდები.
ვიცი შენ ჩემთან არ მოხვალ,
უშენოდ შენით გავთბები.

შენამდე ფიქრებს მოვყავარ,
შენს სხეულს ფიქრში ვეხები,
ალბათ შენ გატაცება ხარ,
მაგრამ მე ამდენს ვერ ვხვდები.

დღესაც უშენოდ დაღამდა,
ხვალაც უშენოდ ვიქნები,
ახლაც ნერვები დამაწყდა
და მანადგურებს ფიქრები...

ალბათ შენ ახლა სხვა გიყვარს,
ალბათ შენ ახლა სხვასთან ხარ,
მე შენზე ოცნება მიყვარს,
რადგან სხვა ქალებს არ გავხარ.

მე შენზე მიყვარს ოცნება,
რადგან ძალიან მიყვარხარ.
ჩემი ცხოვრება მოკვდება,
როცა სხვას ეტყვი - მიყვარხარ...

დღესაც უშენოდ დაღამდა,
ისევ შენზე მაქვს ფიქრები,
ვიტყვი უშენოდნ გათენდა
და სულ უშენოდ ვიქნები.


დავით მარგიევი
16.12.18.

* * *

შენი თვალების ფერია ცა,
შენს ხასიათს ჰგავს მღელვარე ზღვა,
შენი თმასავით გრძელია გზა,
ამ ერთმა სტროფმაც კი ბევრი თქვა.

შენი თმის ფერი შემოდგომაა,
შენი კანივით ნაზია ია,
შენზე ოცნების პროცესში კი მე
ვერ შემაჩერებს ვერცერთი ტყვია.

შენს გაბრაზებას ვადარებ ვულკანს,
ქარიშხალს, ავდარს, ტორნადოსაც კი.
არ გამიბრაზდე ერთგულ ბიჭუნას
და ის უთქმელი სამი სიტყვა თქვი...

შენს გამოხედვას ვადარებ მთისას,
მის ქედმაღლობას და სიამაყეს
შენს ტკბილ ხმასა ჰგავს მერცხლის გალობა,
რომელთაც მიყვარხარ გალობით მითხრეს.

შენსავით ნაზი სურნელი ასდის
აყვავებისას თვით იასამანს.
მიყვარს შენი თმა მდინარის მსგავსი,
მაგ ლამაზ სახეს სულ რომ გიფარავს.

მინდა, რომ მუდამ ჩემს გვერდით იყო
და არ მოგშორდე როცა გეხები.
მინდა წვიმაში გარეთ გავიდეთ
და გვასველებდნენ წვიმის წვეთები.



დავით მარგიევი
01.12.2018

წვიმის წვეთები

წვიმის წვეთები ასველებს
შენს ლამაზ, ტკბილ და ნაზ ტუჩებს.
ხელჩაკიდული მივყვებიდთ
რომანტიკულად ბნელ ქუჩებს...

წვიმის წვეთები ასველებს
ოქროსფრად მბზინავ გაშლილ თმებს.
მინდა იცოდე შენს იქით
მე ვეღარ ვხედავ ვერსად სხვებს.

წვიმის წვეთები ასველებს
შენს მხრებზე დამთბარ ჩემს მანტოს.
ერთი ოცნებით ვცოცხლობ მე,
რომ არ დამტოვებ შენ მარტოს.

წვიმის წვეთები ასველებს
ჩვენ რომ ვსეირნობთ იმ ქუჩას.
მინდა იცოდე ლამაზო
ჩვენს გრძნობას ბოლო არ უჩანს.

წვიმის წვეთები ასველებს
ჩვენს ლამაზ ბეჭდებს თითებზე.
კმაყოფილებას ვხედავ მე
მთვარის ვერცხლისფერ ღიმილზე.

წვიმის წვეთები ასველებს
შენს ლამაზ, ტკბილ და ნაზ ტუჩებს,
ნელი სიო კი თმას გიშლის...
რა დამავიწყებს ამ წუთებს.

დავით მარგიევი
29.11.18

***

ულევი რითმებით
უსაზღვრო ღამეში.
ფიქრებით შენს გვერდით
პატარა კაფეში.

უწინ გამიცანი
არ გსურდა გაგეშვი
და მეც სიყვარულის
სიღრმეში ჩავეშვი.

იმ ცივი დეკემბრის
სუსხიან ღამეში,
როდესაც ჩაგხედე
მაგ მწვანე თვალებში:

მე შემიყვარდი
სულ რაღაც წამებში,
შენც შეგიყვარდი
იმ ღამეს კაფეში,

როდესაც არ გსურდა
რომ სხვაგან გაგეშვი
და მეც რომ დავტყვევდი
შენს ლამაზ თვალებში...

ულევი რითმებით
უსაზღვრო ღამეში
შენი სიყვარულის
უფსკრულში ჩავეშვი…

დავით მარგიევი
09.12.18

სიცოცხლის მიზეზი


სიცოცხლე მიყვარს, მაგრამ არ მიღირს,
არ მიღირს ხალხლთა ქცევების გამო.
არ მიღირს სიკეთე, არც სიყვარული,
სიკვდილიც არ მიღირს მე ამათ გამო.


ქუჩაში გასული, ხალხის შემყურე
ვფიქრობ სიცოცხლის მიზანზე ამ დღეს
და რაა? რა არის ვითომ სიცოცხლე?
ან და რა იქნება ესეც რომ გაქრეს?


და რაა? უცებ რომ მოვკვდე, რა  შეიცვლება?..
არაფერი... არაფერიც არ შეიცვლება…


ვიღაცას ეწყინება, ვიღაც იტირებს,
ვიღაცის გულში დავრჩები
ვიღაც დამივიწყებს, ვიღაც მომიგონებს,
ვიღაცას მოვენატრები.


მაგრამ…


იცვლება ამით განა რაიმე?
ჩემი მიზეზით ვინმე მოკვდება?
განა იქცევა ამით ქვეყანა?
არა... არა, ეს არ მოხდება.


და რაა? რად მინდა მაშინ სიცოცხლე?
განა რა დამრჩა ამ ქვეყანაზე?
რომელიც სავსეა შურით და ზიზღით,
სადაც რომ ყიდიან ერთმანეთს ფულზე..


ანგარებით რომ არიან სავსე,
სიტყვა “სიკეთის” ახსნა იციან?
ვითომ სიკეთეს რომ აკეთებენ...
სანაცვლოდ ორმაგს ელოდებიან.


სიყვარული რომ მოდად აქციეს,
ვითომ უყვართ და თან რომ ჰკიდიათ,
სათადარიგო სიაში რომ ჰყავთ
ასეთი რამე სად გაგიგიათ?..


მარტო ამაში არ არის საქმე,
მარტო ეს მცირე არ ხდება ქვეყნად.
კიდევ ბევრია ის არასწორი,
რაზე ფიქრებიც მე მტკივა მეტად.
………………………………………………
ეს ფიქრები მგონი უკვე დაძველდა
ყველაფერი მე უბრალოდ მომბეზრდა,
თამაშიდან სამუდამოდ გავდივარ
დედამიწა გამიჩერეთ… ჩავდივარ...

დავით მარგიევი

06/02/18

გავბედავ

ოდესღაც შეგხვდები,
თვალებში ჩაგხედავ,
გვერდით გაგიყვან
და ალბათ გავბედავ...
გავბედავ გითხრა
როგორ მჭირდები.
გავბედავ გითხრა
შენზე ვგიჟდები.
ვგიჟდები მაგ შენს
ლამაზ თვალებზე,
ერთადერთი ხარ
ამ ქვეყანაზე.
მაგიჟებს შენი
თმების სურნელი.
შენს წინაშე ვარ
სრულად გულწრფელი.
ჟრუანტელი მგვრის
როცა მეხები,
სიყვარულს ვიზრდი
შენ რომ გეხები.
ვოცნებობ ია
ჩაგიკრა თმაში...
ვოცნებობ კურტკა
მოგხვიო ქარში.
ვოცნებობ ღამით
სანთლების შუქზე
წამოგაწვინო
გაკოცო ტუჩზე...
რომ დაგაძინო
შენ ჩემს მკლავებში,
ლექსი მოგიძღვნა
რაღაც წამებში,
რომ სიყვარული
აგიხსნა წრფელად
და შენც გაქციო
ამ ამბის მქმნელად...
ამბის რომელსაც
არ უჩანს ბოლო,
სამარადისოდ
არს უსასრულო.
ძგერას არ შეწყვეტს
ეს ჩემი გული.
უსასრულოა ეს
სიყვარული…



დავით მარგიევი
20.11.18

ზამთრის სონატა

მალე დაკარგა დიდმა მზემ ძალა,
როცა ფიფქებმა დაიწყეს თოვა.
დაკარგულს ვერვინ ვეღარ აბრუნებს,
მაგრამ მზის სითბო აქ მაინც მოვა…

ფიფქები მოდის, გუნდებად იკვრება,
ზოგიც დნება და სულ ერთ წამში ქრება.
ხელები მეყინება, სუნთქვა მეკვრება,
ფიფქის სიხარული წუხილში მეცვლება.

ბუხარში ცეცხლი აინთო, ოთახი თბება...
გაყინულ ფანჯარას თვალს ვერ ვაშორებ.
ფიფქები ქუჩას თეთრად ეფინება
და ეს სითეთრე თბილ ოთახს მაშორებს.

ბუხარი ათბობს ირგვლივ ყველაფერს,
მაგრამ მე მყინავს მზის ცივი მზერა.
ვერც ტანსაცმელი, ვერც თბილი წინდა
გაყინულ სხეულს ვერ ათბობს ვერა...

გაიღო კარი, გაისმა კითხვა:
ისევ მარტო ხარ და ისევ გცივა?
თავს ვუკრავ ჩუმად, თანხმობის ნიშნად.
ის იყო ვიღაც ვინც გულთან მივა…

ისევ აგრძელებს ფანტელი თოვას,
არ წყდება გრძელი ნაკადი ფიფქის.
ემჩნევა კვალი გაყინულ გრძნობას,
მაგრამ თოვლი კი უკვალოდ მიდის…

უეცრად გულში სითბომ იფეთქა,
როცა მან ხელი შემახო მხარზე:
მოდი წავიდეთ, გარეთ გავიდეთ
სულ ცოტა თოვლი დაგვადნეს თავზე...

ფიფქები ისევ ისე ცვიოდა,
ქურთუკს ხვდებოდა და ასველებდა.
კვლავ მეცემოდა და კვლავ ქრებოდა,
მაგრამ ამჯერად კვალსაც ტოვებდა...
………
“ანდაც როგორ შიეძლება რამე მოვიდეს, წავიდეს და კვალი არ დატოვოს…”

დავით მარგიევი
25.10.2018

აი ასეა

არა მეგობარო, აი ასეა:
ჩვენი ცხოვრება ტკივილით სავსეა.
ვიღაცა მოდის, ვიღაცა მიდის...
ამ საფასურს კი სულ ყველა იხდის.
სულ ყველას უწევს, დაკარგოს ვიღაც,
ვინც უყვარდა და უყვარდა ვისაც,
ვისი დანახვაც თვალს უხაროდა,
ვისაც ტუჩები ნაზად უგალობდა.
დაკაგოს მისთვის მნიშვნელოვანი
და წუხილს მისცეს თავისი თავი.
და რა? ამბობ რომ ნორმალურია?
და რა? იტყვი რომ ასე ჯობია?
შეიძლებ სჯობდეს, შეიძლებ არა
მაგრამ ამაზე არა ღირს დავა.
ჩვენ ვუშვებთ ისევ შეცდომას მრავალს,
და თან ამავ დროს ვერ ვხვდებით ამას.



დავით მარგიევი
07.10.2018

მთვარ'ეული


რითმა ლექსებიდან მეპარება,
რითმა ფიქრებშია გარეული,
თითქოს სიყვარულზე მემღერება,
მაგრამ სიტყვები მაქვს არეული.

თითქოს მარტო ყოფნა მეძალება,
მაგრამ ფიქრში ვიღაც არ მშორდება.
ალბათ ღამეც თეთრად გათენდება,
ალბათ მარტოობაც განმშორდება.

თითქოს სიყვარულზე მემღერება,
თეთქოს რითმები მაქვს არეული,
უკვე ეჭვი აღარ მეპარება
ლექსი იწერება მთვარეულის.

თითქოს მუზა ისევ მომიფრინდა,
ლექსის წერა ისევ გამებედა.
უსიყვარულოდ მე აღარ მინდა,
ეს მე უკვე აღარ განმშორდება.

თითქოს მთვარეს მორცხვად ეღიმება,
თითქოს ვარსკვლავების ერიდება.
მე კი ერთ გოგოზე მეფიქრება,
ნატვრით გულიანად მეღიმება.

ზეცას მგონი ცოტა ეტირება,
მზის სხივი მთვარის ღიმილს ეფინება.
მე კი მთვარის შუქზე მეფიქრება,
მთვარეს ჩემს ლექსებზე ეღიმება.

რითმა ლექსებიდან იპარება,
ლექსი იწერება მთვარეულის,
თითქოს სიყვარულზე მემღერება,
გულში ცოტა სევდა გარეული.


დავით მარგიევი
04.06.18






მიყვარხარო

ყინვამ დაამუნჯა სხეულში სითბო…
მაგრამ სხეულმა სიცოცხლე იგრძნო...
როგორ მოხდა ეს? - რომ არ იკითხოთ,
ამ ისტორიას მე ლექსად გითხრობთ:

კვლავ ზამთარია, ისევ აცივდა.
ხეებს ფოთლები ისევ გასცვივდა.
ძარღვებში სისხლიც ცოტა გაცივდა.
უხეშმა ყინვამ სითბოს დასცინა...

ძველ ქოხსაც თოვლი ნაზად დაედო,
ბუხარში ცეცხლი რბილად აენთო,
სითეთრე ირგვლივ ყოველს დაეტყო,
ზამთარი გარეთ ცოტა გაერთო...

ერთი ბიჭუნა ქუჩის ბოლოში
ცივ ზამთარს სულაც არ უშინდება,
საჭმელს იმზადებს რაღაც კოლოფში,
სიყვარულს გულით სულ უფრთხილდება...

ზამთარი უკვე როლებში იჭრება
და ნელ-ნელა უკვე მზეც იყინება.
ბიჭუნას სითბო სულ უფრო სჭირდება,
ამ დროს ყინვაში საშიშად ბინდდება...

პატარა ბიჭუნას სითბო არ ჰყოფნის..
უკვდება ოცნება: ცხოვრება ჰქონოდა...
როცა დრო იყო იმედის დაკარგვის,
სადღაც კუთხეში გამოჩნდა გოგონა...

ირგვლივ გაბატონდა უხეში ყინვა
და მან დაამუნჯა სხეულში სითბო
და როცა გაისმა ის ერთი სიტყვა,
სხეულმა სიცოცხლე სხვაგვარად იგრძნო…





დავით მარგიევი
19.10.18

ოცნება




ცაზე ვარსკვლავებს ვუყურებ,
თვალებს რომ ვხუჭავ შენ გხედავ,
ჰორიზონტს თვალს რომ ვაყოლებ
შენ გახსენებ და თან ვბედავ...


ვბედავ ვიფიქრო შენზე ამ ღამეს.
ვბედავ ფიქრებში მოგიახლოვდე.
მაგრამ შენ გავხარ გაყინულ მთვარეს,
არ შემეხოვო ოღონდ არ მთხოვდე.


ვბედავ გაკოცო, ჩაგიკრა გულში,
ვბედავ ჩაგკიდო კვლავ ხელი ხელში,
ვცდილობ გავიგო რა ხდება სულში,
რომ კაშკაშებდა ოდესღაც მკერდში


მინდა გაჩუქო ათასი ვარდი,
რომ დაგიმტკიცო ჩემო ოცნებავ
მთელი ცხოვრებით რომ შემიყვარდი
და დაიპყარი ჩემი გონება.


მინდა მოგიძღვნა ლექსი ათასი,
თუნდაც სულ ერთი ღიმილის ფასად
ყელზე დაგკიდო ლალი, ალმასი
და არ გაგიშვა შენ ჩემგან არსად.


მოგიძღვნი ლექსებს, გაჩუქებ ვარდებს,
შენთვის გავათევ მრავალჯერ ღამეს,
ალბათ ჩვენს ქოხთან თოვლიც კი დადებს
როცა ფანჯრიდან გავხედავთ მთვარეს.


არ მიყვარს ხშირად შენთვის დათრობა,
მაგრამ მე ამას არავინ მიშლის.
და თუ ვერ გახდი შენ რეალობა,
ჩემს ოცნებებში ვერავინ წაგშლის...




დავით მარგიევი
09.10.18

მიუწვდომელი




დავდივარ ჩემთვის შავბნელ ქუჩებში,
ოცნებით გკოცნი ლამაზ ტუჩებში,
ქუჩას გავდივარ, დავეხეტები,
თან შენზე ვფიქრობ და ვერ გეხები.


შენზე ოცნებას მე მაინც არ ვწყვეტ
ჩვენს შორის კავშირს ვერავინ გაწყვეტს.
შენ ჩემს ფიქრებში ვერავინ წაგშლის
და ამ სიხარულს ვერავინ დაშლის.


სიზმარში გხედავ თითქმის ყოველთვის,
ერთ სკვერში ვსხედვართ ჩვენ ორნი მხოლოდ.
შემოდგომაა, ირგვლივ ქარი ჰქრის
და სიცივესთან სხეულით ვომობთ.


მათრობს სურნელი შენი ნაზი თმის...
ხალხი გვიწოდებს საოცნებო წყვილს.
თვითონ შენი თმა, ფაფუკი, გრძელი,.
ყვითელი?!-თვით შემოდგომისფერი...


ზურმუხტს მიგიგავს თვალები მწვანე,
განა უბრალო… ხასხასა მწვანე.
ტუჩები წითელი, ალუბალს მგვანდება.
აი ისეთი, კოცნა რომ არ მომბეზრდება...


უხილავი ხარ, მაგრამ მიყვარხარ.
უხილავი ხარ, მაგრამ ლექსს გიძღვნი.
შენზე ოცნებას გულში ვინახავ
და რეალურად მე შენთვის ვიბრძვი...



დავით მარგიევი
14.11.18

წავიდეთ




მომეცი ხელი, წავიდეთ შორს… შევისხათ ფრთები, გავასწროთ დროს… სულს მივცეთ რაც სურს, რასაც კი გვთხოვს… გავჩერდეთ იქვე, სადაც სულ თოვს… ოცნებას ავიხდენთ, გავყვებით გზას... მომავალს შევცვლით, მოვხატავთ ცას... მთის სურნელს შევიგრძნობთ, დავთესავთ ვარდს… ვარსკვლავებს გადავთვლით, ღიმილს რომ ჰგავს… მთვარესაც გავათბობთ, გავყინავთ მზეს… აღმართს რომ შევხვდებით, გადავდგავთ მთებს… შენ თუ ჩამომრჩები, ჩაგკიდებ ხელს… ჩვენთვითონ შევიქმნით, ჩვენივე ბედს... სიყვარულს დავხტავთ, გამოწვდილ ხელს… გავკაფავთ ყოველს და გავიკვლევთ გზებს… ოცნებით ვიწყებ და ვწერ ამ ლექსს… ოცნებით მივაღწევ ძალიან ბევრს… ფიქრში ვაფერადებ მთელ სამყაროს… ამავე ფიქრში ისევ დამათოვს... ზამთარი მოდის, ისევ თოვს და თოვს... ისევ ცივა და ოცნება მათბობს… ……….. თითქოს უჩუმრად თბილ გრძნობად მათოვს ………. ისევ გიწვდი ხელს, წავიდეთ შორს თან მომაქვს ფუნჯები, ვაჩერებ დროს… და როცა ირგვლივ შავთეთრად თოვს, შენ აფერადებ მთელ ჩემ სამყაროს…
დავით მარგიევი

09.09.18