* * *

შენი თვალების ფერია ცა,
შენს ხასიათს ჰგავს მღელვარე ზღვა,
შენი თმასავით გრძელია გზა,
ამ ერთმა სტროფმაც კი ბევრი თქვა.

შენი თმის ფერი შემოდგომაა,
შენი კანივით ნაზია ია,
შენზე ოცნების პროცესში კი მე
ვერ შემაჩერებს ვერცერთი ტყვია.

შენს გაბრაზებას ვადარებ ვულკანს,
ქარიშხალს, ავდარს, ტორნადოსაც კი.
არ გამიბრაზდე ერთგულ ბიჭუნას
და ის უთქმელი სამი სიტყვა თქვი...

შენს გამოხედვას ვადარებ მთისას,
მის ქედმაღლობას და სიამაყეს
შენს ტკბილ ხმასა ჰგავს მერცხლის გალობა,
რომელთაც მიყვარხარ გალობით მითხრეს.

შენსავით ნაზი სურნელი ასდის
აყვავებისას თვით იასამანს.
მიყვარს შენი თმა მდინარის მსგავსი,
მაგ ლამაზ სახეს სულ რომ გიფარავს.

მინდა, რომ მუდამ ჩემს გვერდით იყო
და არ მოგშორდე როცა გეხები.
მინდა წვიმაში გარეთ გავიდეთ
და გვასველებდნენ წვიმის წვეთები.



დავით მარგიევი
01.12.2018

No comments:

Post a Comment