შენ სახელს დავარქმევ ოდესღაც ამ ლექსს.
მინდა რომ შენი ხმა სულ, სულ თან გამყვეს.
შენს გვერდით გავათევ ოდესღაც ღამეს.
მინდა რომ ოცნება მთლიანად ახდეს…
მინდვრის ყვავილებს გაწნავდე თმაში,
ალიონს გავხედოთ ყოველთვის ერთად,
ნავით გავდიოდეთ უსაზღვრო ზღვაში
და შევიყვაროთ სიცოცხლე მეტად.
საღამოს გამოვიდეთ, კოცნით დავიწყოთ.
ბაღში ვისეირნოთ ჩვენ ყოველ ღამე.
ხელი ხელს ჩავკიდოთ, სითბო გავიყოთ.
ჩვენი სიყვარულით გავათბოთ მთვარე…
როცა აცივდება წავიდეთ სახლში
ბუხართან დავსხდეთ და ცეცხლი ავანთოთ.
მინდა, რომ ეს მოხდეს ოდესხაც ცხადში...
ჩვენი სიყვარულით სამყარო გავათბოთ.
შენს სახელს დავარქმევ ლურჯთვალა იას,
ბუნებას რომელსაც საოცრად ჰგავხარ,
შენს სახელს დავარქმევ ამ გულის წყვდიადს,
რომლის სიღრმეშიც, ჰო შენ თბილად, მყავხარ...
შენს სახელს დავარქმევ ოდესღაც სიყვარულს
და მე აღარ მინდა ამდენის დაცდა...
არასდროს დავარქმევ შენს სახელს სინანულს,
რადგან არ მიყვარს ამ გრძნობის განცდა.
შენ სახელს დავარქმევ ოდესღაც ამ ლექსს.
შენს გვერდით გავათევ მრავალჯერ ღამეს...
მინდა შენ თვითონ სულ ყველგან გამყვე
და ყოველ დილით ლოგინში დამხვდე.
დავით მარგიევი
09.12.18
No comments:
Post a Comment