ოდესღაც შეგხვდები,
თვალებში ჩაგხედავ,
გვერდით გაგიყვან
და ალბათ გავბედავ...
გავბედავ გითხრა
როგორ მჭირდები.
გავბედავ გითხრა
შენზე ვგიჟდები.
ვგიჟდები მაგ შენს
ლამაზ თვალებზე,
ერთადერთი ხარ
ამ ქვეყანაზე.
მაგიჟებს შენი
თმების სურნელი.
შენს წინაშე ვარ
სრულად გულწრფელი.
ჟრუანტელი მგვრის
როცა მეხები,
სიყვარულს ვიზრდი
შენ რომ გეხები.
ვოცნებობ ია
ჩაგიკრა თმაში...
ვოცნებობ კურტკა
მოგხვიო ქარში.
ვოცნებობ ღამით
სანთლების შუქზე
წამოგაწვინო
გაკოცო ტუჩზე...
რომ დაგაძინო
შენ ჩემს მკლავებში,
ლექსი მოგიძღვნა
რაღაც წამებში,
რომ სიყვარული
აგიხსნა წრფელად
და შენც გაქციო
ამ ამბის მქმნელად...
ამბის რომელსაც
არ უჩანს ბოლო,
სამარადისოდ
არს უსასრულო.
ძგერას არ შეწყვეტს
ეს ჩემი გული.
უსასრულოა ეს
სიყვარული…
დავით მარგიევი
20.11.18
No comments:
Post a Comment