ფიქრში ნაპოვნი

ღამის წყვდიადში გზა აბნეული დღის სინათლე ხარ.
ოკეანეში დანთებული ხარ ცეცხლის ალი.
ვაზის მტევნებში გამოზრდილი ტკბილი მარწყვი ხარ,
და როგოც ღვინით, ყოველ ღამით ვარ შენით მთვრალი.

წვიმის წვეთებში გამორჩეული თეთრი ფიფქი ხარ.
ზამთრის ყინვაში მოღუშული სითბოს ხარ გუნდა.
ათას წითელში გამოკვეთილი შავი ვარდი ხარ.
ლექსის წერისას მოფრენილი ჩემი ხარ მუზა.

ღამით სიზმარში დანახული ხარ რეალობა.
დეპრესიის დროს მოზღვავებული ხარ სიხარული,
და როცა ყველაფერს ლეწავს უსიყვარულობა,
ფიქრში ნაპოვნი ერთადერთი ხარ სიყვარული…


დავით მარგიევი
03.12.18

No comments:

Post a Comment