ზღვისფერი

შენი თვალები ზღვის ფერი,
შენი თვალები თავად ზღვა.
შენთვის ნათქვამი სიტყვები
და არა, უფრო რაღაც სხვა...

რაღაც სხვა არის მემგონი,
უბრალო სიტყვებს არა ჰგავს.. 
ჩემი გონება დაღლილი,
ზღვის მეტი ფიქრი რომ არ აქვს.

შენზე ნაწერი ლექსები,
ფიქრებით ნათევი ღამე.
ციდან მიწაზე ვეშვები
და ვფიქრობ გითხრა რამე...

მაგრამ ვერ ვფიქრობ მე ბევრს სხვას,
ზღვის ფერი თვალები ზღვას გიგავს,
მღელვარე, ბობოქარ ზღვას, ზღვას,
რომლის ყურებაც ძალიან მიყვარს.

შენთვის ნათქვამი სიტყვები
და არა, უფრო რაღაც სხვა.
მე მთვარეულად ვიქცევი
და გადავცურავ მაგ ლურჯ ზღვას...

უკვე ბევრჯერ ვთქვი თვალები,
რომლებიც მღელვარ ზღვას გიგავს,
ლურჯი ცა, მსგავსი თვალები,
რატომღაც ძაან რომ მიყვარს…


28.08.19
დ.მარგიევი

***

და რა არის სიყვარული?
რაღაც რთული სათქმელია…
ამ გრძნობებში, ამ ფიქრებში
ყველაფერი ამერია.

როგორია? - ღვთაებრივი.
ტვინი გადარეულია
ეს გრძნობები, ეს განცდები
არაამქვეყნიურია.

ყველაფერი გავიწყდება...
არ გადარდებს არაფერი,
მთავარია კარგად გყავდეს
ერთადერთი, საყვარელი.

რა თბილია, რა ტკბილია
და თან ისე ზრუნავს შენზე,
კვდება, აი მართლა კვდება
ინტერესით ყველაფერზე…

გიბრაზდება, გებუტება
მერე ისევ გირიგდება
და ხვდები, რომ სამუდამოდ,
სამუდამოდ გეყვარება.

ყველაფერი ლამაზია,
სიყვარულით აღსავსე,
ბედნიერი, თბილი, ტკბილი,
მზიანი და ვიტყვი აქვე:

ბოლოს თითქოს უცხოვდება,
აღარ გაქცევს ყურადღებას
და სულს გიკლავს… და სულ გიკლავს
მისი ნახვის მონდომებას.

მერე გნახავს ისე ცივად
(იფიქრებ, რომ სულ არ იცნობ…)
გაბრუნდება და ზურგს გაქცევს...
ამ დროს, ზუსტად ამ დროს იგრძნობ
თითქოს, წამში ჯვარზე გაცვეს.

ფიქრობ რა ქნა მაინც გიყვარს,
ფიქრობ რა და ან კი ვინ ხარ...
აღმოჩნდება, რომ არასდროს,
რომ არასდროს ყვარებიხარ...

დამიჯერე მეგობარო
არ ღირს არა შეყვარება.
ჩაიფიქრე, იოცნებე
და იქ მუდამ გეყვარება.

შეეჩვევი, შეგეჩვევა
და რაღაც დრო როცა გავა…
-შეეჩვიე საკუთარ თავს,
ბოლოს მაინც ყველა წავა.


17.07.19
დ. მარგიევი

***

არ ვარ მხატვარი, მაგრამ შენ გხატავ.
არ ვარ პოეტი, მაგრამ ლექსს გიწერ.
ფუნჯებს და კალამს დავიჭერ ხელში
და ჩემს სიყვარულს ასე აღგიწერ.

დაგხატავ ასჯერ, ასიათასჯერ.
ლექსებს დაგიწერ სულ სიყვარულზე,
გულში ჩაგწვდები, ფიქრებს გაგიმხელ.
სულს დაგიქარგავ ფუნჯებით გულზე.

კალმით მოვხატავ შენს ლამაზ სახეს,
ფუნჯით გავრითმავ შენზე ამ სტროფებს,
წითლად შევღებავ შენს ლამაზ ბაგეს,
მაგრამ რა ვუყო ღამით ამ შფოთვებს.

შეყვარებული სიყვარულს ვხატავ,
შეყვარებული სიყვარულზე ვწერ,
ნახატს ვინახავ, ლექსებსაც ვმალავ
და კვლავ თავიდან რითმებად ვიწერ.

ვრითმავ სიყვარულს შენზედ მოხატულს.
უსაზღვრო სითბოს, სულის სინაზეს.
ციმციმა თვალებს ჩემსკენ მომართულს,
ფუნჯით დატანილ შენს სილამაზეს.

არ ვარ მხატვარი, მაგრმ შენ გხატავ.
არც პოეტი ვარ, მაგრამ ლექსს გიძღვნი.
მე ხელში ვიჭერ ფუნჯებს და კალმებს
და ჩემს სიყვარულს მე ასე გიხსნი…

დ. მარგიევი
03.07.19

ყოველ წამს

სულ ყოველ წუთს, სულ ყოველ წამს
შენ გეყვარები, ამის მწამს...
შენი ნათქვამი სულ ყველა ბგერა
სიყვარულს ნიშნავს მე ამის მჯერა.
შენი შეხება, ყველაზე თბილი,
ის ჩახუტება და შენი ხიბლი.
ეგ მოციმციმე შენი თვალები,
რომ დამავიწყეს მე სხვა ქალები.
შენი ხელების ნაზი შეხება,
სხვა ვერაფერი რომ ვერ ედრება.
ძლიერი წვიმა, ელვის ნათება
და შენი უფრო ძლიერი ხვევნა
ის გამოვლილი სველი ქუჩები
და დაკოცნილი შენი ტუჩები...
როცა მიდიხარ ეს გულიც მიგაქვს.
იცი? შენი ყველაფერი მიყვარს...
შენი თვალები, გრძელი შავი თმა,
გულს რომ მიმშვიდებს შენი ნაზი ხმა...
შენი ტუჩების გემოს გაგება
და ჩვენ ორს შორის გრძნობის ანთება...
სულ ყოველ წუთს, სულ ყოველ წამს,
შენ გეყვარები, ამის მწამს.
და ყოველ წუთს, და ყოველ წამს,
რომ მეყვარები, ამის გწამს?


დ. მარგიევი
03.06.19

ყოველთვის დავწერ

ყოველთვის ვიტყვი, ვიტყვი რეალურს
ვიტყვი სიყვარულს, დიდ მონატრებას,
ვიტყვი ნაწილსაც არარეალურს
და მისით შექმნილს დღეს რეალობას.

ოცნებით დავწერ, სიყვარულს აღვწერ,
გული მთის ხელა რომ გამიხდება,
შავ რეალობას მე გვერდზე გავწევ
და მწამს ოცნება რომ ამიხდება.

რომ ამიხდება ის ყველაფერი
რაზეც ოდესმე ფიქრი მქონია:
ცა რომ გახდება სულ იისფერი,
ადამიანნი - როგორც მგონია.

მაშინაც დავწერ, არ გავჩერდები,
კვლავ ვიოცნებებ, კვლავ შევქმნი ჩემსას.
ახდენილსაც კი არ დავჯერდები,
ყველა გაიგებს ერთ დღესაც ჩემს ხმას.

ისევ გადმოვცემ ამ გულის სათქმელს,
ჩემს კვალს დავტოვებ და გეტყვით ყველას:
ავიღებ კალამს, ლექსებად დავწერ,
რითმებით გეტყვით: არ შევწყვეტ წერას!

08.04.19
დ. მარგიევი

მწვანე თვალები

სიზმრად ნანახი მწვანე თვალები,
სხვებისთვის ალბათ უბრალოდ ფერი,
ალბათ უბრალოდ უცხოს თვალები,
ჩემთვის კი ძალიან ბევრის მთქმელი...

სხვისთვის უბრალოდ ლამაზი თვალი,
არაფრის მეტყველი, უხეში, ცივი.
ჩემთვის კი ალბათ ოცნების ქალი,
უკუნ წყვიდადში ნათელი სხივი.

ცხადად ვიგრძენი მათი სინაზე,
უსიზმრო ძილში მათი სინათლე,
სიბნელით მოცულ უმთვარო ცაზე
და ამ თვალებში სულის სიმაღლე.

სიზმრად ნანახ იმ მწვანე თვალებში,
იმ ღამით მქონდა მე ის განცდა, რომ
რაც ვერ ვიგრძენი მე სხვა ქალებში…
მათში მოჩანდა მთელი სამყარო.


დ. მარგიევი
01.04.19

***


მე მაოცებენ შენი თვალები,
მათი მზისებრი გამონათება,
მთვარევით სადა, ვარსკვლავთ ციმციმა
და ამ ჩემს გულში ცეცხლის ანთება.

შენი ღიმილი მაგიჟებს სრულად,
გადავირიე ერთი შეხედვით.
შენი სურნელი, საოცრად ტკბილი
და დატყვევება ერთი შეხებით.

შენი თმის ფერი, საოცრად მსგავსი
შემოდგომის დროს ფოთლების ცვენის,
შენი თვალები მწველ ზაფხულივით.
ნეტავ გესმოდეს ამ გულის ცემის.

ნეტავ გესმოდეს ჩემი გულის თქმა,
ჩემი გულიდან ამოძახილი,
გთხოვ წაიკითხე ან მომისმინე
ამ გულის ფეთქვა ლექსად თარგმნილი.

23.03.19
დავით მარგიევი

***

გულიდან ამოსულ სიტყვებს ვწერ,
გულიდან ამოსულ სიყვარულს.
გულში გარითმულ ლექსებს ვწერ,
ამით ვიმშვიდებს სულს და გულს.

რითმით გაჟღენთილ ლექსებს ვწერ,
გრძნობადატანილ ტაეპებს,
გრძნობებით მთვრალი გავაღებ
მე მისი გულის კარებებს.

სათქმელს მე ლექსად გადმოვცემ,
სიყვარულს ლექსით ავუხსნი
და ის თავის გულს არ მომცემს
როცა მე ჩემსას გავუხსნი?

ვერ შემიყვარებს მაშინაც,
თუ მას ვაჩუქე სამყარო?
არ შემიძლია ძმობილო
ფარ-ხმალი ამ დროს დავყარო.

რა? უარს ეტყვის სიყვარულს?
ლექსად წაკითხულ ჩემს გრძნობებს.
რომ დაინახავს დაჭრილ გულს,
მისთვის გამოვლილ ამ ბრძოლებს.

მისთვის მიძღვნილ ლექსს, უამრავს.
მისთვის მოწყვეტილ ვარსკვლავებს.
განა მე ამას ვუმალავ?
განა მე ჩემს თავს ვაწვალებ?

სიყვარულით ვარ დამწვარი,
მასთან მიფრინავს გონება,
სამყაროდან არს გამრქალი
და მეც დავარქვი ოცნება.

დავით მარგიევი
05.01.19

ლამაზი ქალი

რა ლამაზია, როგორი სათნო,
როგორ შეიძლება ასეთი დათმო.
რა სათუთია, როგორი თბილი,
თავისებური თან რომ აქვს ხიბლი.
როგორ უხდება გრძელი, შავი თმა,
როგორ მომინდა მისთვის ამის თქმა:
შენი თვალები სამყაროს მოიცავს,
შესაბამისად ჩემს გულსაც ხიბლავს.
თანაც შეხედეთ, როგორ იღიმის,
ჩემი გონება მისვლას არ იშლის,
საათი თითქოს წამებს მე მითვლის,
სიმღერა მინდა მასთან ცეკვისთვის.
ვუყურებ, ჩემს წინ ვხედავ ლამაზ ქალს,
ისეთ ლამაზს, რომ ვერ ვაშორებ თვალს.
ის შავი კაბა, ელეგანტური,
მის სილამაზეს გადმოკიდული.
სიცოცხლით სავსე ღიმილი წრფელი,
მასთან შეხვედრას ო როგორ ველი.
ის დახვეწილი, ლამაზი ქალი,
ვერ მოვაშორე იმ ღამეს თვალი.
ბოლოს ჩაირთო წყნარი სიმღერა,
მივუახლოვდი, ვთხოვე გვეცეკვა.
ნაზად წამოდგა, თამამი მიწოდა,
რომ მეშინოდა მან არ იცოდა.
შუა ცეკვის დროს მომეკრო ტანზე,
თავი დმადო უეცრად მხარზე,
მე კი გავშეშდი, თავს ვერ ვშველოდი
და ჩამჩურჩულა: იცი?! გელოდი…

20.01.19
დავით მარგიევი

იქ, სადაც...

იქ, სადაც დაჰქრიან რაშები,
იქ, სადაც ფრინავენ მერცხლები,
იქ, სადაც მისმენენ ბავშვები
დავჯდები და გავილექსები.

იქ, სადაც ხმაურობს მდინარე,
იქ, სადაც თეთრია თვით მთები,
გავხედავ მსმენელ მთებს მღიმარე
და ალალ სიყვარულს მოვყვები.

იქ, სადაც სუფთაა ჰაერი,
იქ, სადაც ლაღია სიცოცხლე,
იქ, სადაც არ არის სხვა ერი
თავდახრით მშვიდობას ვილოცებ.

იქ, სადაც არარის ბოროტი,
იქ, სადაც ბატონობს სიკეთე,
ღმერთს მხოლოდ მე ამას შევნატრი:
დათესოს ჩვენს გულში სიკეთე.

იქ, სადაც ვიხსენებთ წინაპართ,
იქ, სადაც მელიან, და ბოლოს:
როგორი კარგია გინახავთ?
როგორი კარგია სამშობლო.

20.01.19
დავით მარგიევი

ზოგჯერ საჭიროა...

ზოგჯერ საჭიროა ვუთხრათ მიყვარხარ.
ზოგჯერ საჭიროა მივხვდეთ ვჭირდებით.
უბრალოდ დავფიქრდეთ მისთვის ვინა ვართ
და ვაგრძნობინოთ, მის გვერდით ვიქნებით.

ვიზიარებდეთ მის ტკივილს უნდა,
გვერდით დავუდგეთ როცა მას უჭირს,
გვახსოვდეს მისი ტკივილი მუდამ,
მიუხედავად ჩვენ როგორ გვიჭირს.

ზოგჯერ სულ ცოტა სითბო გვჭირდება,
ისეთი სიტყვა გულს რომ ჩაგვრჩება,
უბრალოდ გულწრფელი ჩახუტება
და მწუხარება უკან დაგვრჩება.

სულ ცოტა გვინდა ჩვენ მხარში დგომა,
გულშემატკივრის ქომაგი წრფელი.
სულ ცოტა ბედნიერებით თრობა,
ასე გავლიოთ ყოველი წელი.

გვჭირდება ვიგრძნოთ, რომ არ ვართ მარტო.
ვიცოდეთ, ვინმეს ვანაღვლებთ გულით?!
თუ გამოყენება უნდათ მარტო?
ამიტომ არიან მხოლოდ გვერდით.

უბრალოდ გვჭირდება კეთილი სიტყვა,
ისეთი სიტყვა, გულს რომ გაათბობს,
და თან მე თქვენთვის ეს უკვე მითქვამს:
უთხარით ერთურთს რაც გულს გაუთბობს…

დავით მარგიევი
17.01.19

ისევ ღამეა

ისევ დაღამდა, ისევ მარტო ვარ, მაგ შენმა მზერამ ისევ დამტოვა. ისევ ღამეა, ისევ სიბნელე და ჩემს ოცნებას სიზმრად მივწერე. პასუხს ვერ მომწერს, ნუ... რა თქმა უნდა, ფანტაზიის ხომ არის ნაყოფი, მაგრამ, ფიქრებში, როგორც მე მსურდა უამრავჯერ ვარ მასთან ნამყოფი: მდინარის პირას, ოკეანეში, მთის მწვერვალსა თუ შუა მინდორში,
ძლიერ ყინვასა თუ გინდ სიცხეში, რა ადგილას და გინდა რა დროში. გვერდს მიმშვენებდა ყველგან, ყოველთვის, სხეულს მითბობდა, სულს მიმშვიდებდა ის ჩახუტება, კოცნა, ალერსი. ამით სიყვარულს მაგრძნობიებდა. მაგრამ რა მოხდა?! მარტო დამტოვა... საკუთარ ფიქრში მან მიმატოვა... მას შემდეგ კიდევ ბევრჯერ დაღამდა და სიყვარულიც ასე  დამთავრდა. და კვლავ ღამეა… ისევ მარტო ვარ... ისევ და ისევ... ისევ და ისევ... და მარტოობას საზღვრების მიღმა სიყვარულისთვის დუელში ვიწვევ…
დავით მარგიევი 25.12.18

ნიკუშას ❤️

შენც გაგიტაცა ლექსებმა ვხედავ,
ხო და გილოცავ ახლა ამ ლექსით.
შენთვის ამ ლექსის დაწერას ვბედავ,
მადლობის მოხდას ლექსითვე ველი.😇


გილოცავ ძმაო დაბადების დღეს,
საუკეთესოს გისურვებ ყოველს.
წარმატებულ და ნათელ მომავალს,
რომ შეხვდე მალე საოცნებო ქალს.👸


მინდა რომ გქონდეს ის ყველაფერი,
რაზეც ოდესმე გიოცნებია.
ქუჩაში გასულს და დაბლა დახედულს
ყველა ფურცელი ფული გგონია,💵


მინდა გეშოვოს ფული იმდენი,
რომ არ იცოდე სად გადაყარო.💸
რაც შეეხება უნივერსიტეტს
წარმატებულად რომ დაამთავრო.🏥


მე გიდღეგრძელებ შენ იმ ყველაფერს
რაც დაგესახოს ოდესმე მიზნად,
თუ დახმარება დაგჭირდა რამეში
ხომ იცი ამას უთქმელად ვიზავ.😎


გილოცავ კიდევ დაბადების დღეს,
რაღა გისურვო მეტი არ ვიცი,
გეცხოვროს როგორც გაგიხარდება.
ლექსი დაწერე, აბა შენ იცი. ❤


დავით მარგიევი
28.12.17

მე შენ მიყვარხარ...

მე შენ მიყვარხარ, მინდა იცოდე:
შენზე ვოცნებობ მე ყოველ ღამე,
შენთან მომავალს ვფიქრობ ყოველ დღე.
თუ სურვილი გაქვს მითხარი რამე.

სიყვარულს აგიხსნი ასჯერ, ათასჯერ.
მე გეტყვი: მიყვარხარ. ათიათასჯერ.
უაზროდ ცოტას ვიკამათებთ და
კვლავ შეგიყვარებ მე მილიონჯერ…

გაჩუქებ უამრავ ლამაზ  ყვავილებს,
მოგიძღვნი ლექსებს გრძნობით დაწერილს.
ჩამოგიკრიფავ ციდან ვარსკვლავებს
და წაგიკითხავ ლექსად ჩაწერილს.

ვერ შეგადარებ ვარსკვლავს ციმციმას,
ვერ შეგადარებ ვერც მზის ნათებას
და ვერც განთიადს ვერ შეგადარებ,
ჩემში რომ იწვევს გრძნობის მატებას.

შესადარებლად ვერ ვნახე მსგავსი,
ვერც სილამაზე და ვერც სიმშვიდე,
ერთადერთი ხარ მინდა იცოდე,
ერთადერთი ხარ ჩემი სიმდიდრე.

და ხოო მინდა რომ კიდევ გითხრა,
რომ შენზე ვზრუნავ ჩემს თავზე მეტად,
რომ ჩემს მომავალს შენსაზე ვაგებ
და რომ გაქციე შენ ჩემს ქალღმერთად.

სიყვარულია საწყისი ყოვლის,
დამწყნარებელი ბობოქარი ზღვის
და ცივ ზამთარში გამდნობი თოვლის...
სურნელი მიყვარს შენი ნაზი თმის.

სიხარულია შენი დანახვა,
ბედნიერება - შენს გვერდით ყოფნა,
სიამოვნება - შენი შეხება
და სიყვარული შენდამი გრძნობა.

არ შემიძლია მე შენთვის მოვკვდე,
ეს ხომ ძალიან მარტივი იქნება,
სწორედ ამიტომ მე შენთან ყოფნა
და მე შენთვისვე სიცოცხლე მინდება…

ბოლოს კი მინდა გითხრა მიყვარხარ,
სულ მეყვარები მე სამუდამოდ,
მინდა იცოდე გულში მიზიხარ
და აქ დარჩები შენ უსასრულოდ.

ეს ლექსი არის სრუილიად გულწრფელი,
მე უკვე გითხარი შენ ჩემთვის ვინა ხარ...
ახლა კი მიდი და შენც წარმოთქვი
ეს სამი სიტყვა: მე შენ მიყვარხარ…





დავით მარგიევი
14.05.2018

***

მიყვარს რომანტიკა,
ლამაზი ღამე,
შენ რომ განათებს
ამღამეს მთვარე.
მიყვარს სანაპირო,
მღელვარე ზღვა,
შენი თვალებივით
მოლურჯო ცა.
მიყვარს ვარსკვლავი,
ციმციმა წერტილი,
შენ რომ გამოგზავნე
გულთბილი წერილი.
მიყვარს ჩანჩქერი,
მდინარის ვარდნა,
რომ გაგაწითლა
ნაჩუქარ ვარდმა.
მიყვარს ზამთარი,
ფანტელთა თოვა,
შენი ნაზი ხმა,
ჩემთან რომ მოვა.
მიყვარს შენი თმა,
ქერა, ხვეული,
შენი მხურვალე,
ნაზი სხეული.
მიყვარს წითელი
შენი ტუჩები,
ჩაბნელებული
ფართო ქუჩები.
მიყვარს სიყვარული,
მიყვარხარ შენ,
ერთმანეთს რომ ვუმღერთ
ლამაზად ჩვენ.

დავით მარგიევი
24.12.18.