ლექსები არ გატყუებენ!

ფიქრები მანადგურებენ.
ლექსები არ გატყუებენ!
მინდა დაიჯერო ეს:
მე შენში ვხედავ მზეს.
მინდა იწამო ჩემი,
არ ჩაიქნიო ხელი,
მომცე იმედი რამის.
ნახე, გათენდა ლამის.
მინდა წამომყვე შორს
და ნუ შეხედავ დროს.
მინდა გამიღო კარი
და მე მომანდო თავი.
მინდა  ჩამკიდო ხელები,
ღამეს ვაჩუქოთ ფერები.
ამ ღამეს მოგეფერები,
შემოვირბინოთ ველები.
მინდა წვიმაში დაგხატო,
ღამით ვნებებით დაგათრო.
მინდა გაჩვენო ოცნება
ნელ-ნელა როგორ ხორცდება.
მინდა მოგიძღვნა ცხოვრება,
რომ ამიხდინო ოცნება.

08.01.20
დავით მარგიევი

***

ისევ სიზმრებში მათოვს,
შენი გრძნობები მათბობს.
ალბათ არ იცი კარგო,
შენს მიმართ ღამით რას ვგრძნობ.

ალბათ ვერ ხვდები იმას,
როდესაც იწყებს წვიმას,
ლექსებს ვწერ მაშინ შენზე.
მე ვეღარ ვფიქრობ სხვებზე.

ალბათ არ იცი არც ის,
შევწყვიტე ძებნა განძის,
როცა სიზმარში გიხილე
და შენ რომ გულით მიღიმე.

ალბათ ვერ ნახე თვალები,
შენთან მოსული წვალებით.
იცი, შენს გვერდით მინდა,
ვფიქრობ, ეს არის წმინდა.

ალბათ ვერ ვხვდები ვერც მე,
რომ არ გჭირდება ეს შენ.
და არც ეს ვიცი ნათლად:
სიყვარულია მართლა?

08.01.20
დავით მარგიევი

***

კოცონია, მთვარე,
უჩვეულო ღამე.
ეს საღამოც შედგა,
აქ ვართ მე და შენ და
აქვე არის რითმები,
სიყვარულის ფიქრები.
აქვე სიო უბერავს,
ცეცხლს სიცივეს უბედავს.
აქვე ძველი ხეები,
ცისარტყელის ფერები,
ვარსკვლავები ცაზე,
არ ანათებს აქ მზე.
სიბნელეა ირგვლივ,
წუთებს აღარ ვითვლი,
ამბებს ვყვებით ჩვენზე,
სახელებს ვწერთ ხეზე.
აქვე ბედნიერება,
ჩვენი მიწიერება,
აქვე სიყვარულია,
ეს არც ისე რთულია:
კოცონია, მთვარე,
უჩვეულო ღამე.
აქ ვართ მე და შენ და
ეს საღამოც შედგა.

06.01.20
დავით მარგიევი

მოდი წავიდეთ

მოდი წავიდეთ, არ მკითხო - სად?
ჩვენ გავფრინდებით, იყავი მზად.
მოდი დავხატოთ, არ მკითხო - რა?
უბრალოდ იგრძენი სიცოცხლის სვლა.

მოდი წავიდეთ, გავუყვეთ გზას,
ფერები მივცეთ ღრუბლიან ცას.
მოდი დავწეროთ ჩვენი ოცნება,
წიგნად გამოვცეთ ვითომ მგოსნებმა.

მოდი წავიდეთ, ვეძებოთ მუზა.
ცაში გავცუროთ, ჩავუშვათ ღუზა.
მოდი ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი,
უკან დავტოვოთ რაც არის ძველი.

მოდი წავიდეთ, მოვხსნათ საზღვრები
და არ დავუშვათ ჩვენი აფრები.
ოცნება დავხატოთ ფერადი ლექსებით,
ანდაც ვიცხოვროთ ზღაპრული ფერებით.

მოდი წავიდეთ, ცხოვრება შევქმნათ.
ისე ვიცხოვროთ - ოცნება ვერ ვთქვათ.
მოდი და შევქმნათ ისეთი რამე,
რომ გააბრწყინოს უკუნი ღამე.

მოდი წავიდეთ, გავასწროთ სხივებს,
კვალ და კვალ დავყრი კაშკაშა მძივებს.
წამოდი მივცეთ სამყაროს შანსი,
იყოს ლამაზი სულ ყოველ წამში.

მოდი წავიდეთ, არ მკითხო - სად?
ჩვენ გავფრინდებით, იყავი მზად.
ნახე, ხელს გიწვდი, ჩამკიდე გთხოვ,
მოდი წავიდეთ, შევცვალოთ დრო.

05.01.20
დ. მარგიევი

***

ისევ ფიქრები და ისევ შენზე,
ისევ უსაზღვროდ, ისევ ამ ღამეს.
ისევ მოდიან მუზები შენზე
და თითქოს მთვარე მე მითვლის წამებს.

მინდა მოვასწრო, ერთიც მოგიძღვნა.
ისევ გაჩუქო წითელი ვარდი.
შენზე დარდები წამით მოვიხსნა
და დაგაჯერო, რომ შემიყვარდი.

მინდა იცოდე პრინცესავ ჩემო,
ბოლო წამებში რომ შენზე ვფიქრობ,
მინდა ეს ლექსიც შენზე დავწერო,
ბოლო სუნთქვამდე მე ამას ვცდილობ.

მინდა გახსოვდე, მუდამ, ყოველთვის,
ცას რომ ახედავ ღამით მოწმენდილს,
საზღვრების მიღმა ციმციმა მნათობს,
იცოდე, შენი სამყარო ათბობს.

05.01.20
დ.მარგიევი

***

ლექსებს რითმები არ ჰყოფნის,
სიყვარულს ჩვენი გრძნობები.
გამბედაობა არ მყოფნის,
რომ გითხრა გულის თხოვნები.

სტროფებს სტროფები აკლდება,
ტაეპი ტაეპს ვერ სწვდება,
გული ცრემლებად მაკლდება,
სული კი თითქოს მეწვება.

ბუნება ფერებს დაკარგავს,
ზღვა ამოშრება ერთ დღესაც.
მე ოქროს გვირგვინს დაგადგავ
და წაგიკითხავ ერთ ლექსსაც:

მზემ ზურგი როგორ გვაქცია
და სხვაგან მიმართა სხივი,
შენ ჩემი გრძნობა გაცვია,
მე შენი, მაგრამ ცივი.

მთვარე გვინათებს დღესაც
და გაგვინათებს ღამეს,
ჩაგეხუტები ერთსაც
და მოგიყვები რამეს:

დიახ მოვყვები გრძნობებს,
სიყვარულს კალმით ნაწერს
და ჩემს შენდამი გრძნობებს
მთვარე სხივებით აღწერს.


04.01.20
დ. მარგიევი

***

ნიავი მპარავს სიტყვებს,
რითმებად მოაქვს შენთან.
ისევ ვათენებ ღამეს
და შენ გადარებ მზესთან.

მთვარე მიყვება ამბებს,
რაც ახსოვს ყველა დროის
და რომანტიკა მომდის,
მიუხედავად თხოვნის.

მთვარე მიყვება კოცნას,
წვიმასთან ერთად შექმნილს.
იდეას მაწვდის მრავალს,
გრძნობა ვამხილო შენთვის.

იმ ჩახუტებას მღერის,
წვიმის წვეთების ფონზე,
რომ ანათებდა ელვით.
წვეთებს მითანხმებს ფსონზე.

მთვარე მიყვება ამბავს,
თუ როგორ უყვარს ამ მზეს.
არავინ არვის არ გავს
და მეც მოგიძღვნი ამ ლექსს.

აქ თავს ვერ ვუყრი აზრებს,
სათქმელი მგონი არც მაქვს,
მაგრამ იცოდე მინდა,
მართლა არავინ არ გგავს.


დ. მარგიევი
03.01.20

***

ღამე ვეღარ ითვლის წუთებს,
დრო კი ნათენებ ღამეებს,
მთვარე ვეღარ უძლებს გრძნობებს
და გათენებას აგრძელებს.

წვიმა ასახავს განცდას,
ქარი კი სისხლის ჩქეფას.
მე არ ვაპირებ დაცდას,
გული საოცრად ფეთქავს.

ვიხეტიალებ წვიმაში
და გრძნობებს გამოვატან ქარს.
ღამით გეწვევი სიზმარში
და თვალებს არ გაახელ მწამს.

ღამე ვეღარ ითვლის წუთებს,
დრო კი ნათენებ ღამეებს.
შენსკენ მოვუყვები ქუჩებს
და კარს გამიღებ მწამს მე ეს.


29.12.19
დ.მარგიევი

***

ჩამოვხსნი ფანტაზიის ზღვრებს
და ფიქრებს ავხდი ფარდას.
გადმოვწერ საოცნებო გზებს,
გავაფერადებ შავ ცას.

სიტყვებს მივუჩენ ადგილს
ჩემი ლექსების გულში
და მოსაწყენი რა გჭირს,
ღიმილს გახატავ სულში.

შენ გამიღიმებ, იტყვი ცივაო.
ნახე, ლამაზი ფიქრები ცვივაო.
რითმებს დავარქმევთ ამ ფიქრის ფიფქებს,
ხელებს ჩაგკიდებ, გაგითბობ თითებს.

და კვალს დავტოვებთ რითმების სახით:
ღიმილით სავსე ლექსები იქნება
და გავჩუმდებით მრავალი წამით,
დავაკვირდებით, რომ ცა იხსნება:

ნელ-ნელა ცვივა წვეთები წვიმის.
ამ თეთრი მთვარის ვერცხლისფერ სხივებს.
გიჟი ვარ, გიჟი და ვითხოვ ღიმილს
და მეც სანაცვლოდ ღიმილი მიწევს.

ნახე, ვარსკვლავნი ბრწყინავენ როგორ?!
ერთი, ათი და ასი, ათასი.
შენ გინათებენ მაგ ღიმილს, გოგოვ,
ღიმილი ჩემსკენ და მზერა ცაში...

ამ ღამეს ფიქრებს ავხადე ფარდა
და ფანტაზიას მოვხსენი საზღვრები:
იყო წამები, ოცნებას ჰგავდა
და შევინახე მე ეს წამები…


დ.მარგიევი
18.12.19

რითმა არეული სიყვარული

უხმოდ უყურებ თვალებში,
ისიც იქცევა ასევე.
იტყვიან: ასე უხერხულია.
მაგრამ, ეს სიყვარულის ხმებია.

ნაზია, როგორც პეპლის ფრთებია,
რომ გვიყურებენ, სხვებიც ხვდებიან.
უსასრულობის მსგავსად ვრცელია,
მუდმივი მზერის რომ არ გრცხვენია.

არ სჭირდება სიტყვები
და არც ბევრი რითმები,
რომ სულ ერთად ვიქნებით
რომანტიკულ წვიმებით.

არც უნდა დაპირება,
არც ღამის გათენება.
სურს მხოლოდ შესრულება
და დიდი ერთგულება.

მარტივია გამოხატვა სიყვარულის ფერებით,
უნებურად რომ მიხვალ და თბილად მოეფერები.
უნებურად რომ კოცნი და ფიქრებიც მასზეა,
ამ დროს ხვდები, რომ გული სიყვარულით სავსეა.

მიყვარხარ! - როცა ამბობენ თვალები,
მაშინ ჩერდება ჩვენთვის წამები.
მჭირდები! - როცა იტყვიან ხელები,
მოდი და შევქმნათ მომავლის დღეები.
და, მენატრები! - რომ იტყვის სხეული,
საჭირო არის ჩახუტება, ჩვენთვის ჩვეული.

და იქ მთავრდება სიყვარული, ჩემი, ეული,
მისი თვალებიც რომ ხდებიან გადარეული.


დ.მარგიევი
16.12.19

***

მე დავიკარგე, დავიკარგე,
ხო, ვაღიარებ.
ჩემს ფიქრებში ვარ ჩაკეტილი
და დავიღალე.
ვერ ავიტანე, სიყვარული
ვერ ავიტანე,
რომ ვერ მიიღო სხვამ ვერავინ,
ვერ ავიტანე.

შიგნიდან რომ მჭამს კეთილი გრძნობა,
როგორც აფთარი.
მასთან ჭიდილში ჩემი დამხმარე
არსად არ არი.
მანადგურებენ მძიმე ფიქრები,
რომ ვერ ხვდებიან.
და განა ბევრს ვითხოვ? მარტოობა
ალბათ ბედია.

და ჩემში ცოცხლობს ეს გრძნობები.
ვისთვის? არ ვიცი…
ალბათ იქნება ვინც გაიგებს
და მისთვის ვიცდი.
ალბათ არსებობს, სადღაც ვიღაც,
ისიც ეული
და ველოდები გრძნობით სავსე,
რითმით ჩვეულით.


09.12.19
დ. მარგიევი

***

მე, უშენობა და თეთრი ღამე.
შენამდე ფიქრებს მინათებს მთვარე.
ჩემსავით მარტო, ეული, ცივი
მზის სიყვარულს რომ გულში კივის.

მას ვუზიარებ ჩემს ფიქრებს შენზე,
ისიც იგივეს ფიქრობს მის მზეზე.
მე მახსენდება შენთან შეხვედრა,
შენი პირველი, ნაზი შეხება.

ვიხსენებ შენზე, ვოცნებობ ჩვენზე.
ამ ფიქრებს ვუშვებ სხივების გზებზე.
ვოცნებობ ისევ შენს შეხებაზე,
შენი სიტყვების გაგონებაზე.

ისევ მინდება შენი თმით თამაში,
ორის ოცნება ახედვით შავ ცაში.
ისევ წვეთები, ელვის თანხლებით,
სველი სხეულის წელზე ხელებით.

შენი თვალების მეტყველი მზერა,
ჩემი ფიქრების მგონი არ მჯერა:
ის ჩახუტება მახსოვს, რომ წვიმდა.
არ ვიცი, ეს ღამე მე ისევ მინდა?!


08.12.19
დ. მარგიევი

***

იცი? ფიქრებად დამჩემდი,
შემომეჩვიე სიზმრებში.
აქამდე ვერსად გამჩნევდი
და ვერც გიპოვნე წიგნებში.

შენი ფიქრების სამყარო,
ჩემს ოცნებებში გვირილავ,
მინდა თესლებად ჩავყარო
და მეც შენს სიზმრებს ვიხილავ.

მინდა გაჩუქო ფიქრები,
მსგავსს რომ ვერავინ იფიქრებს.
მუდამ შენს გვერდით ვიქნები,
დრო კი სხვებისთვის იდინებს.

05.12.19
დ. მარგიევი

ჩემს სყაროში

ჩემს სამყაროში შენ ჩემი გქვია.
მიყვარხარ! - შენთვის ბევრჯერ მითქვია.

ჩემს სამყაროში მეც შენი მქვია.
ჩემს სამყაროში ჩვენ წყვილი გვქვია.

ჩემს სამყაროში სიყვარულს გიხსნი.
რეალობაში თავს მორცხვად გიხრი.

ჩემს სამყაროში ილუზიას ვქმნი.
რეალობაში ვერაფერი ვთქვი.

გჩუქნი ყვავილებს მრავალს და მრავალს,
გიშლი შეკრულ თმას, სწორსა და ლამაზს.

გჩუქნი სიყვარულს და გიძღვნი ლექსებს.
რეალობაშიც გავრისკავ ერთ დღეს.


დ.მარგიევი
17.09.19

გაწვიმდა

დავჯდები ჩემთვის, ვიფიქრებ მასზე,
ეს არის მხოლოდ რაც ახლა მინდა.
ლექსებსაც დავწერ იმ ღამის ფონზე,
შუა ქუჩაში როცა გაწვიმდა…

რომ მივდიოდით თითქოს ის და მე,
რომ გვასველებდა ხმაურით წვიმა,
ვდუმდით ჩვენ ორნი და დუმდა ღამე,
გზა გაგვინათა ჩვენ მთვარის სხივმა.

გავყევით თითქოს ჩვენს გზას, უცნაურს
და უცნაურად სულში ჩავხედე.
თავს ვერ ვაღწევდით სიჩუმის ხმაურს
და სიყვარულით კოცნა გავბედე.

თითქოს გაშეშდნენ წვიმის წვეთები,
ყველა საათი თითქოს გაჩერდა,
ჩვენ ვგრძნობდით - ტუჩებს ნაზად ვეხებით,
რომ სიყვარული თითქოს და შედგა.

და ვზივარ ახლა და ვფიქრობ ღამეს,
სურვილს ვუთქვამდით იმ ღამეს მთვარეს,
რომ ვაყვარებდით ერთმანეთს თავებს
და რომ ვუთვლიდით დროს ბოლო წამებს.


01.12.19
დ.მარგიევი

***

ხელები ჩამკიდე, გაგაფრენ ცაში,
მომავალს გაჩვენებ სულ რაღაც წამში.
დიდ ხანს ჩამხედე მოდი თვალებში,
სიყვარულს გჩუქნი ბოლო წამებში.
როდესაც სწყდება ლურჯ ცას წვეთები
დაუფიქრებლად თბილად გეხები.
როცა ღამდება, განათებს მთვარე.
შენთვის ვათენებ მე ყოველ ღამეს.
როცა ფანტელნი ნაზად გათოვენ,
ჩემი ლექსებიც მაშინ გათბობენ.
როცა გეხუტები და ირგვლივ თოვს,
ჩამეხუტე და ნუ უყურებ დროს.
როდესაც გჩუქნი დარჩენილ წუთებს,
მიდი და ხელი მოკიდე ფუნჯებს.
ხელს რომ ჩამკიდებ და გავფრინდებით,
სიყვარულს ვხატავთ ჩვენ ამ ფიქრებით.
ყვავილებს მოვფენთ ციდან მიწაზე,
მიდი და ახლა ერთიც ინაზე.
ღრუბლებს მოვხატავთ სიყვარულისფრად
და წვიმაც მოვა იასამნისფრად.
ხელები ჩამკიდე, მოდი გავფრინდეთ,
პალიტრა აიღე ფერებით წავიდეთ,
ხელს ნუ გამიშვებ და არ დავეცეთ,
შავ-თეთრ სამყაროს ერთად გავექცეთ.


დ.მარგიევი
18.11.19

***

არ ვიქნები ბანალური, არ წაგიყვან კაფეში.
დავამატებ რომანტიკას, გასეირნებ ღამეში.

ყავის ნაცვლად შევუკვეთავ წვიმას კოკისპირულს
და სამყაროს დაგანახებ ცოტა უფრო გიჟურს.

შევუკვეთავ სიცივეს და გაგითბობ ხელებს.
წყვდიად, უკუნ ღამეში ცისარტყელის ფერებს.

მოვინატრებ სინათლეს, ქუხილსა და ელვას.
დავამშვიდებ შენს თვალებში გამოჩენილ ღელვას.

წავალ უხმოდ და ამ ციდან მოვიპარავ მთვარეს,
შენ მოგიძღვნი ლექსებსა და ამ, ამ უცნაურ ღამეს.

შენ მოგიძღვნი სიყვარულს და ლექსად ნათქვამ გრძნობებს,
გავაქარწყლებ თუ გსმენია ჩემზე ყველა ჭორებს.

შენ მოგიძღვნი გულის ფეთქვას, ყვოველ ამოსუნთქვას,
შენ მჭირდები და შენთან ვარ, სხვამ რაც უნდა ის თქვას.


დ.მარგიევი
08.10.19

ფიქრების თოვა

როცა ფიქრები დაიწყებს თოვას,
გადაათეთრებს გონებას დაღლილს,
ტვინი დაიწყებს გულისთვის თხოვნას,
რომ შეჩერდიო, ეს ამად არ ღირს.

გადათეთრებულს გავყვები ქუჩებს,
გალურჯებული ხელებით, უხმოდ,
ჩუმად ვიხსნებ შენს წითელ ტუჩებს
და თოვლის ფიფქებს ჩვენს ამბებს ვუთხრობ.

ირგვლივ ყინვაა, სუსხი უხეში.
სხეულს მიყინავს რატომღაც მკაცრად.
ცეცხლი მინთია გულის ბუდეში,
გადავიქეცი დათოვლილ მხატვრად.

ფუნჯების ნაცვლად გაყინულ თითებს,
მოლბერტის ნაცვლად ორთქლიან მინას,
მომავლის ფერად მე თოვლის ფიფქებს
და მწუხარებად ვიყენებ მიწას.

ჯერ რეალობას შავ მიწის ფონზე,
შემდეგ მის სახეს მწუხარე ფერად,
ბოლოს ფიფქებით მწუხარე შავზე,
სიყვარულია მომავლის ველად.

თვალებს რომ ვხუჭავ… რაღაც წამებში,
მომელანდება მომავლის რწმენად,
ბუნდოვნად ვხედავ მე სხვის თვალებში
სიყვარულია მგონი იმედად.


30.09.19
დ.მარგიევი

***

ვგრძნობ, გულში თითქოს რაღაც დაგროვდა,
განსხვავებული, რაღაც რთულია.
ზიზღი, ტკივილი, თუ მწუხარება,
არა, ეს უფრო სიყვარულია...

გულის სიღრმეში ღრმად ჩამარხული
არ ეკარება არავის თითქოს.
ღამენათვი, აჩქარებული,
რაღაც ძველისძველ სითბოს რომ ითხოვს.

სულ მარტო არის, გადაგდებული,
ალბათ ეჩვევა, ან კიდევ ვერა...
დაცემულია, დაშავებული
და დაბრუნების მას აღარ სჯერა.

არც ახლის სჯერა მგონი არაფრის,
მისთვის ტყუილი, ანდაც რთულია.
მასში ჩაწვდომას არვის არ აცდის,
მაგრამ მას სითბო მაინც სწყურია.

25.09.19
დ. მარგიევი

ზღვისფერი

შენი თვალები ზღვის ფერი,
შენი თვალები თავად ზღვა.
შენთვის ნათქვამი სიტყვები
და არა, უფრო რაღაც სხვა...

რაღაც სხვა არის მემგონი,
უბრალო სიტყვებს არა ჰგავს.. 
ჩემი გონება დაღლილი,
ზღვის მეტი ფიქრი რომ არ აქვს.

შენზე ნაწერი ლექსები,
ფიქრებით ნათევი ღამე.
ციდან მიწაზე ვეშვები
და ვფიქრობ გითხრა რამე...

მაგრამ ვერ ვფიქრობ მე ბევრს სხვას,
ზღვის ფერი თვალები ზღვას გიგავს,
მღელვარე, ბობოქარ ზღვას, ზღვას,
რომლის ყურებაც ძალიან მიყვარს.

შენთვის ნათქვამი სიტყვები
და არა, უფრო რაღაც სხვა.
მე მთვარეულად ვიქცევი
და გადავცურავ მაგ ლურჯ ზღვას...

უკვე ბევრჯერ ვთქვი თვალები,
რომლებიც მღელვარ ზღვას გიგავს,
ლურჯი ცა, მსგავსი თვალები,
რატომღაც ძაან რომ მიყვარს…


28.08.19
დ.მარგიევი