მოდი წავიდეთ, არ მკითხო - სად?
ჩვენ გავფრინდებით, იყავი მზად.
მოდი დავხატოთ, არ მკითხო - რა?
უბრალოდ იგრძენი სიცოცხლის სვლა.
მოდი წავიდეთ, გავუყვეთ გზას,
ფერები მივცეთ ღრუბლიან ცას.
მოდი დავწეროთ ჩვენი ოცნება,
წიგნად გამოვცეთ ვითომ მგოსნებმა.
მოდი წავიდეთ, ვეძებოთ მუზა.
ცაში გავცუროთ, ჩავუშვათ ღუზა.
მოდი ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი,
უკან დავტოვოთ რაც არის ძველი.
მოდი წავიდეთ, მოვხსნათ საზღვრები
და არ დავუშვათ ჩვენი აფრები.
ოცნება დავხატოთ ფერადი ლექსებით,
ანდაც ვიცხოვროთ ზღაპრული ფერებით.
მოდი წავიდეთ, ცხოვრება შევქმნათ.
ისე ვიცხოვროთ - ოცნება ვერ ვთქვათ.
მოდი და შევქმნათ ისეთი რამე,
რომ გააბრწყინოს უკუნი ღამე.
მოდი წავიდეთ, გავასწროთ სხივებს,
კვალ და კვალ დავყრი კაშკაშა მძივებს.
წამოდი მივცეთ სამყაროს შანსი,
იყოს ლამაზი სულ ყოველ წამში.
მოდი წავიდეთ, არ მკითხო - სად?
ჩვენ გავფრინდებით, იყავი მზად.
ნახე, ხელს გიწვდი, ჩამკიდე გთხოვ,
მოდი წავიდეთ, შევცვალოთ დრო.
05.01.20
დ. მარგიევი
No comments:
Post a Comment