ცაზე ვარსკვლავნი ლექსებით ივსებიან
და მთვარეც ამ ლექსებს რითმად შეეწყობა.
სანამ დედამიწა მთვარეს სტუმრად იწვევს
და სანამ რითმები ღამეს აფერადებს,
ზღვა მშვიდი რატომღაც უკვე ღელვას იწყებს,
თან ისე, თან ისე თითქოს არ ადარდებს.
და სანამ მდინარე ტალღებს მიმოფანტავს,
და სანამ ფანტელნი რითმებს დაედება,
მთვარე გადმოგვაყრის თავზე მრავალ ნატვრას
და, და ეს ნატვრები მანამ არ შეწყდება,
მანამ არ შეწყდება, სანამ არ ახდება,
სანამ არ იტყვი - ნატვრა მინახავს.
ეს დღე რეალურად მანამ არ დადგება,
სანამ არ იტყვი - მე შენ მიყვარხარ.
13.01.20
დავით მარგიევი
No comments:
Post a Comment