ჩემი ლექსები

ჩემი ლექსები შენზე ფიქრია.
ჩემი ფიქრები რითმას იკიდებს
და ეს რითმები სიზმრად მიცდიან,
ჩემი გონება შენ ვერ გივიწყებს.

ჩემი ლექსები ოცნებად რჩება.
ეს... როგორ გითხრა, მგონი ვერ ვხვდები.
შენთვის დავარღვევ ათივე მცნებას
და ალბათ ის ხარ, ალბათ არ ვცდები.

ჩემი ლექსები - შენზე დარდია,
ჩემი რითმები - სულის სიკვდილი.
შენზე დარდები გულზე მატყვია,
როგორც შრამები და არ მივტირი.

შენზე ლექსები მაბედნიერებს,
შენზე ფიქრები ყველას მავიწყებს.
და ეს ფიქრები არ მაბედინებს,
როცა ამის თქამს შენთვის დავიწყებ.

09.01.20
დავით მარგიევი

No comments:

Post a Comment