ისევ ფიქრები და ისევ შენზე,
ისევ უსაზღვროდ, ისევ ამ ღამეს.
ისევ მოდიან მუზები შენზე
და თითქოს მთვარე მე მითვლის წამებს.
მინდა მოვასწრო, ერთიც მოგიძღვნა.
ისევ გაჩუქო წითელი ვარდი.
შენზე დარდები წამით მოვიხსნა
და დაგაჯერო, რომ შემიყვარდი.
მინდა იცოდე პრინცესავ ჩემო,
ბოლო წამებში რომ შენზე ვფიქრობ,
მინდა ეს ლექსიც შენზე დავწერო,
ბოლო სუნთქვამდე მე ამას ვცდილობ.
მინდა გახსოვდე, მუდამ, ყოველთვის,
ცას რომ ახედავ ღამით მოწმენდილს,
საზღვრების მიღმა ციმციმა მნათობს,
იცოდე, შენი სამყარო ათბობს.
05.01.20
დ.მარგიევი
No comments:
Post a Comment