***

ნიავი მპარავს სიტყვებს,
რითმებად მოაქვს შენთან.
ისევ ვათენებ ღამეს
და შენ გადარებ მზესთან.

მთვარე მიყვება ამბებს,
რაც ახსოვს ყველა დროის
და რომანტიკა მომდის,
მიუხედავად თხოვნის.

მთვარე მიყვება კოცნას,
წვიმასთან ერთად შექმნილს.
იდეას მაწვდის მრავალს,
გრძნობა ვამხილო შენთვის.

იმ ჩახუტებას მღერის,
წვიმის წვეთების ფონზე,
რომ ანათებდა ელვით.
წვეთებს მითანხმებს ფსონზე.

მთვარე მიყვება ამბავს,
თუ როგორ უყვარს ამ მზეს.
არავინ არვის არ გავს
და მეც მოგიძღვნი ამ ლექსს.

აქ თავს ვერ ვუყრი აზრებს,
სათქმელი მგონი არც მაქვს,
მაგრამ იცოდე მინდა,
მართლა არავინ არ გგავს.


დ. მარგიევი
03.01.20

No comments:

Post a Comment