***


მე მაოცებენ შენი თვალები,
მათი მზისებრი გამონათება,
მთვარევით სადა, ვარსკვლავთ ციმციმა
და ამ ჩემს გულში ცეცხლის ანთება.

შენი ღიმილი მაგიჟებს სრულად,
გადავირიე ერთი შეხედვით.
შენი სურნელი, საოცრად ტკბილი
და დატყვევება ერთი შეხებით.

შენი თმის ფერი, საოცრად მსგავსი
შემოდგომის დროს ფოთლების ცვენის,
შენი თვალები მწველ ზაფხულივით.
ნეტავ გესმოდეს ამ გულის ცემის.

ნეტავ გესმოდეს ჩემი გულის თქმა,
ჩემი გულიდან ამოძახილი,
გთხოვ წაიკითხე ან მომისმინე
ამ გულის ფეთქვა ლექსად თარგმნილი.

23.03.19
დავით მარგიევი

***

გულიდან ამოსულ სიტყვებს ვწერ,
გულიდან ამოსულ სიყვარულს.
გულში გარითმულ ლექსებს ვწერ,
ამით ვიმშვიდებს სულს და გულს.

რითმით გაჟღენთილ ლექსებს ვწერ,
გრძნობადატანილ ტაეპებს,
გრძნობებით მთვრალი გავაღებ
მე მისი გულის კარებებს.

სათქმელს მე ლექსად გადმოვცემ,
სიყვარულს ლექსით ავუხსნი
და ის თავის გულს არ მომცემს
როცა მე ჩემსას გავუხსნი?

ვერ შემიყვარებს მაშინაც,
თუ მას ვაჩუქე სამყარო?
არ შემიძლია ძმობილო
ფარ-ხმალი ამ დროს დავყარო.

რა? უარს ეტყვის სიყვარულს?
ლექსად წაკითხულ ჩემს გრძნობებს.
რომ დაინახავს დაჭრილ გულს,
მისთვის გამოვლილ ამ ბრძოლებს.

მისთვის მიძღვნილ ლექსს, უამრავს.
მისთვის მოწყვეტილ ვარსკვლავებს.
განა მე ამას ვუმალავ?
განა მე ჩემს თავს ვაწვალებ?

სიყვარულით ვარ დამწვარი,
მასთან მიფრინავს გონება,
სამყაროდან არს გამრქალი
და მეც დავარქვი ოცნება.

დავით მარგიევი
05.01.19

ლამაზი ქალი

რა ლამაზია, როგორი სათნო,
როგორ შეიძლება ასეთი დათმო.
რა სათუთია, როგორი თბილი,
თავისებური თან რომ აქვს ხიბლი.
როგორ უხდება გრძელი, შავი თმა,
როგორ მომინდა მისთვის ამის თქმა:
შენი თვალები სამყაროს მოიცავს,
შესაბამისად ჩემს გულსაც ხიბლავს.
თანაც შეხედეთ, როგორ იღიმის,
ჩემი გონება მისვლას არ იშლის,
საათი თითქოს წამებს მე მითვლის,
სიმღერა მინდა მასთან ცეკვისთვის.
ვუყურებ, ჩემს წინ ვხედავ ლამაზ ქალს,
ისეთ ლამაზს, რომ ვერ ვაშორებ თვალს.
ის შავი კაბა, ელეგანტური,
მის სილამაზეს გადმოკიდული.
სიცოცხლით სავსე ღიმილი წრფელი,
მასთან შეხვედრას ო როგორ ველი.
ის დახვეწილი, ლამაზი ქალი,
ვერ მოვაშორე იმ ღამეს თვალი.
ბოლოს ჩაირთო წყნარი სიმღერა,
მივუახლოვდი, ვთხოვე გვეცეკვა.
ნაზად წამოდგა, თამამი მიწოდა,
რომ მეშინოდა მან არ იცოდა.
შუა ცეკვის დროს მომეკრო ტანზე,
თავი დმადო უეცრად მხარზე,
მე კი გავშეშდი, თავს ვერ ვშველოდი
და ჩამჩურჩულა: იცი?! გელოდი…

20.01.19
დავით მარგიევი

იქ, სადაც...

იქ, სადაც დაჰქრიან რაშები,
იქ, სადაც ფრინავენ მერცხლები,
იქ, სადაც მისმენენ ბავშვები
დავჯდები და გავილექსები.

იქ, სადაც ხმაურობს მდინარე,
იქ, სადაც თეთრია თვით მთები,
გავხედავ მსმენელ მთებს მღიმარე
და ალალ სიყვარულს მოვყვები.

იქ, სადაც სუფთაა ჰაერი,
იქ, სადაც ლაღია სიცოცხლე,
იქ, სადაც არ არის სხვა ერი
თავდახრით მშვიდობას ვილოცებ.

იქ, სადაც არარის ბოროტი,
იქ, სადაც ბატონობს სიკეთე,
ღმერთს მხოლოდ მე ამას შევნატრი:
დათესოს ჩვენს გულში სიკეთე.

იქ, სადაც ვიხსენებთ წინაპართ,
იქ, სადაც მელიან, და ბოლოს:
როგორი კარგია გინახავთ?
როგორი კარგია სამშობლო.

20.01.19
დავით მარგიევი

ზოგჯერ საჭიროა...

ზოგჯერ საჭიროა ვუთხრათ მიყვარხარ.
ზოგჯერ საჭიროა მივხვდეთ ვჭირდებით.
უბრალოდ დავფიქრდეთ მისთვის ვინა ვართ
და ვაგრძნობინოთ, მის გვერდით ვიქნებით.

ვიზიარებდეთ მის ტკივილს უნდა,
გვერდით დავუდგეთ როცა მას უჭირს,
გვახსოვდეს მისი ტკივილი მუდამ,
მიუხედავად ჩვენ როგორ გვიჭირს.

ზოგჯერ სულ ცოტა სითბო გვჭირდება,
ისეთი სიტყვა გულს რომ ჩაგვრჩება,
უბრალოდ გულწრფელი ჩახუტება
და მწუხარება უკან დაგვრჩება.

სულ ცოტა გვინდა ჩვენ მხარში დგომა,
გულშემატკივრის ქომაგი წრფელი.
სულ ცოტა ბედნიერებით თრობა,
ასე გავლიოთ ყოველი წელი.

გვჭირდება ვიგრძნოთ, რომ არ ვართ მარტო.
ვიცოდეთ, ვინმეს ვანაღვლებთ გულით?!
თუ გამოყენება უნდათ მარტო?
ამიტომ არიან მხოლოდ გვერდით.

უბრალოდ გვჭირდება კეთილი სიტყვა,
ისეთი სიტყვა, გულს რომ გაათბობს,
და თან მე თქვენთვის ეს უკვე მითქვამს:
უთხარით ერთურთს რაც გულს გაუთბობს…

დავით მარგიევი
17.01.19

ისევ ღამეა

ისევ დაღამდა, ისევ მარტო ვარ, მაგ შენმა მზერამ ისევ დამტოვა. ისევ ღამეა, ისევ სიბნელე და ჩემს ოცნებას სიზმრად მივწერე. პასუხს ვერ მომწერს, ნუ... რა თქმა უნდა, ფანტაზიის ხომ არის ნაყოფი, მაგრამ, ფიქრებში, როგორც მე მსურდა უამრავჯერ ვარ მასთან ნამყოფი: მდინარის პირას, ოკეანეში, მთის მწვერვალსა თუ შუა მინდორში,
ძლიერ ყინვასა თუ გინდ სიცხეში, რა ადგილას და გინდა რა დროში. გვერდს მიმშვენებდა ყველგან, ყოველთვის, სხეულს მითბობდა, სულს მიმშვიდებდა ის ჩახუტება, კოცნა, ალერსი. ამით სიყვარულს მაგრძნობიებდა. მაგრამ რა მოხდა?! მარტო დამტოვა... საკუთარ ფიქრში მან მიმატოვა... მას შემდეგ კიდევ ბევრჯერ დაღამდა და სიყვარულიც ასე  დამთავრდა. და კვლავ ღამეა… ისევ მარტო ვარ... ისევ და ისევ... ისევ და ისევ... და მარტოობას საზღვრების მიღმა სიყვარულისთვის დუელში ვიწვევ…
დავით მარგიევი 25.12.18

ნიკუშას ❤️

შენც გაგიტაცა ლექსებმა ვხედავ,
ხო და გილოცავ ახლა ამ ლექსით.
შენთვის ამ ლექსის დაწერას ვბედავ,
მადლობის მოხდას ლექსითვე ველი.😇


გილოცავ ძმაო დაბადების დღეს,
საუკეთესოს გისურვებ ყოველს.
წარმატებულ და ნათელ მომავალს,
რომ შეხვდე მალე საოცნებო ქალს.👸


მინდა რომ გქონდეს ის ყველაფერი,
რაზეც ოდესმე გიოცნებია.
ქუჩაში გასულს და დაბლა დახედულს
ყველა ფურცელი ფული გგონია,💵


მინდა გეშოვოს ფული იმდენი,
რომ არ იცოდე სად გადაყარო.💸
რაც შეეხება უნივერსიტეტს
წარმატებულად რომ დაამთავრო.🏥


მე გიდღეგრძელებ შენ იმ ყველაფერს
რაც დაგესახოს ოდესმე მიზნად,
თუ დახმარება დაგჭირდა რამეში
ხომ იცი ამას უთქმელად ვიზავ.😎


გილოცავ კიდევ დაბადების დღეს,
რაღა გისურვო მეტი არ ვიცი,
გეცხოვროს როგორც გაგიხარდება.
ლექსი დაწერე, აბა შენ იცი. ❤


დავით მარგიევი
28.12.17

მე შენ მიყვარხარ...

მე შენ მიყვარხარ, მინდა იცოდე:
შენზე ვოცნებობ მე ყოველ ღამე,
შენთან მომავალს ვფიქრობ ყოველ დღე.
თუ სურვილი გაქვს მითხარი რამე.

სიყვარულს აგიხსნი ასჯერ, ათასჯერ.
მე გეტყვი: მიყვარხარ. ათიათასჯერ.
უაზროდ ცოტას ვიკამათებთ და
კვლავ შეგიყვარებ მე მილიონჯერ…

გაჩუქებ უამრავ ლამაზ  ყვავილებს,
მოგიძღვნი ლექსებს გრძნობით დაწერილს.
ჩამოგიკრიფავ ციდან ვარსკვლავებს
და წაგიკითხავ ლექსად ჩაწერილს.

ვერ შეგადარებ ვარსკვლავს ციმციმას,
ვერ შეგადარებ ვერც მზის ნათებას
და ვერც განთიადს ვერ შეგადარებ,
ჩემში რომ იწვევს გრძნობის მატებას.

შესადარებლად ვერ ვნახე მსგავსი,
ვერც სილამაზე და ვერც სიმშვიდე,
ერთადერთი ხარ მინდა იცოდე,
ერთადერთი ხარ ჩემი სიმდიდრე.

და ხოო მინდა რომ კიდევ გითხრა,
რომ შენზე ვზრუნავ ჩემს თავზე მეტად,
რომ ჩემს მომავალს შენსაზე ვაგებ
და რომ გაქციე შენ ჩემს ქალღმერთად.

სიყვარულია საწყისი ყოვლის,
დამწყნარებელი ბობოქარი ზღვის
და ცივ ზამთარში გამდნობი თოვლის...
სურნელი მიყვარს შენი ნაზი თმის.

სიხარულია შენი დანახვა,
ბედნიერება - შენს გვერდით ყოფნა,
სიამოვნება - შენი შეხება
და სიყვარული შენდამი გრძნობა.

არ შემიძლია მე შენთვის მოვკვდე,
ეს ხომ ძალიან მარტივი იქნება,
სწორედ ამიტომ მე შენთან ყოფნა
და მე შენთვისვე სიცოცხლე მინდება…

ბოლოს კი მინდა გითხრა მიყვარხარ,
სულ მეყვარები მე სამუდამოდ,
მინდა იცოდე გულში მიზიხარ
და აქ დარჩები შენ უსასრულოდ.

ეს ლექსი არის სრუილიად გულწრფელი,
მე უკვე გითხარი შენ ჩემთვის ვინა ხარ...
ახლა კი მიდი და შენც წარმოთქვი
ეს სამი სიტყვა: მე შენ მიყვარხარ…





დავით მარგიევი
14.05.2018

***

მიყვარს რომანტიკა,
ლამაზი ღამე,
შენ რომ განათებს
ამღამეს მთვარე.
მიყვარს სანაპირო,
მღელვარე ზღვა,
შენი თვალებივით
მოლურჯო ცა.
მიყვარს ვარსკვლავი,
ციმციმა წერტილი,
შენ რომ გამოგზავნე
გულთბილი წერილი.
მიყვარს ჩანჩქერი,
მდინარის ვარდნა,
რომ გაგაწითლა
ნაჩუქარ ვარდმა.
მიყვარს ზამთარი,
ფანტელთა თოვა,
შენი ნაზი ხმა,
ჩემთან რომ მოვა.
მიყვარს შენი თმა,
ქერა, ხვეული,
შენი მხურვალე,
ნაზი სხეული.
მიყვარს წითელი
შენი ტუჩები,
ჩაბნელებული
ფართო ქუჩები.
მიყვარს სიყვარული,
მიყვარხარ შენ,
ერთმანეთს რომ ვუმღერთ
ლამაზად ჩვენ.

დავით მარგიევი
24.12.18.

უნდა მეთქვა

ჩემი გულის ხარ ფეთქვა
და ეს მე უნდა მეთქვა:
სიყვარული ხარ ჩემი.
შენგან იგივეს ველი.

ღამით მოხატული ცა ხარ,
ო... რა ლამაზი მყავხარ.
მე შენი დიდი მთა ვარ
და შენ მთის ყვავილს გავხარ.

დეკემბერი ვარ ცივი,
შენ ზაფხულივით თბილი.
მზის ნათელი ხარ სხივი,
ჩემს ფანჯარასთან დილით.

ჩემი ხარ თეთრი ვარდი,
ო… როგორ შემიყვარდი.
ცეცხლის ალი ხარ მწველი,
იცოდე გულით გელი...

ჩემი გულის ხარ რითმი...
ამას ათასჯერ ვიტყვი.
მე შენ მიყვარხარ ჩემო,
მინდა შენც დამიჩემო.

ჩემი გულის ხარ ფეთქვა
და ეს მე უნდა მეთქვა:
მე რომ მიყვარხარ  ახლა,
ამას რათ უნდა ახსნა…



დავით მარგიევი
04.12.18

ფიქრში ნაპოვნი

ღამის წყვდიადში გზა აბნეული დღის სინათლე ხარ.
ოკეანეში დანთებული ხარ ცეცხლის ალი.
ვაზის მტევნებში გამოზრდილი ტკბილი მარწყვი ხარ,
და როგოც ღვინით, ყოველ ღამით ვარ შენით მთვრალი.

წვიმის წვეთებში გამორჩეული თეთრი ფიფქი ხარ.
ზამთრის ყინვაში მოღუშული სითბოს ხარ გუნდა.
ათას წითელში გამოკვეთილი შავი ვარდი ხარ.
ლექსის წერისას მოფრენილი ჩემი ხარ მუზა.

ღამით სიზმარში დანახული ხარ რეალობა.
დეპრესიის დროს მოზღვავებული ხარ სიხარული,
და როცა ყველაფერს ლეწავს უსიყვარულობა,
ფიქრში ნაპოვნი ერთადერთი ხარ სიყვარული…


დავით მარგიევი
03.12.18

შენ სახელს დავარქმევ

შენ სახელს დავარქმევ ოდესღაც ამ ლექსს.
მინდა რომ შენი ხმა სულ, სულ თან გამყვეს.
შენს გვერდით გავათევ ოდესღაც ღამეს.
მინდა რომ ოცნება მთლიანად ახდეს…


მინდვრის ყვავილებს გაწნავდე თმაში,
ალიონს გავხედოთ ყოველთვის ერთად,
ნავით გავდიოდეთ უსაზღვრო ზღვაში
და შევიყვაროთ სიცოცხლე მეტად.


საღამოს გამოვიდეთ, კოცნით დავიწყოთ.
ბაღში ვისეირნოთ ჩვენ ყოველ ღამე.
ხელი ხელს ჩავკიდოთ, სითბო გავიყოთ.
ჩვენი სიყვარულით გავათბოთ მთვარე…


როცა აცივდება წავიდეთ სახლში
ბუხართან დავსხდეთ და ცეცხლი ავანთოთ.
მინდა, რომ ეს მოხდეს ოდესხაც ცხადში...
ჩვენი სიყვარულით სამყარო გავათბოთ.


შენს სახელს დავარქმევ ლურჯთვალა იას,
ბუნებას რომელსაც საოცრად ჰგავხარ,
შენს სახელს დავარქმევ ამ გულის წყვდიადს,
რომლის სიღრმეშიც, ჰო შენ თბილად, მყავხარ...


შენს სახელს დავარქმევ ოდესღაც სიყვარულს
და მე აღარ მინდა ამდენის დაცდა...
არასდროს დავარქმევ შენს სახელს სინანულს,
რადგან არ მიყვარს ამ გრძნობის განცდა.


შენ სახელს დავარქმევ ოდესღაც ამ ლექსს.
შენს გვერდით გავათევ მრავალჯერ ღამეს...
მინდა შენ თვითონ სულ ყველგან გამყვე
და ყოველ დილით ლოგინში დამხვდე.


დავით მარგიევი

09.12.18

დღესაც უშენოდ დაღამდა

დღესაც უშენოდ დაღამდა,
დღესაც შენზე მაქვს ფიქრები,
ვიტყვი უშენოდნ გათენდა,
ხვალაც უშენოდ ვიქნები.

ვიცი ძალიან შორს რომ ხარ,
შორიდან შემიყვარდები.
ვიცი შენ ჩემთან არ მოხვალ,
უშენოდ შენით გავთბები.

შენამდე ფიქრებს მოვყავარ,
შენს სხეულს ფიქრში ვეხები,
ალბათ შენ გატაცება ხარ,
მაგრამ მე ამდენს ვერ ვხვდები.

დღესაც უშენოდ დაღამდა,
ხვალაც უშენოდ ვიქნები,
ახლაც ნერვები დამაწყდა
და მანადგურებს ფიქრები...

ალბათ შენ ახლა სხვა გიყვარს,
ალბათ შენ ახლა სხვასთან ხარ,
მე შენზე ოცნება მიყვარს,
რადგან სხვა ქალებს არ გავხარ.

მე შენზე მიყვარს ოცნება,
რადგან ძალიან მიყვარხარ.
ჩემი ცხოვრება მოკვდება,
როცა სხვას ეტყვი - მიყვარხარ...

დღესაც უშენოდ დაღამდა,
ისევ შენზე მაქვს ფიქრები,
ვიტყვი უშენოდნ გათენდა
და სულ უშენოდ ვიქნები.


დავით მარგიევი
16.12.18.

* * *

შენი თვალების ფერია ცა,
შენს ხასიათს ჰგავს მღელვარე ზღვა,
შენი თმასავით გრძელია გზა,
ამ ერთმა სტროფმაც კი ბევრი თქვა.

შენი თმის ფერი შემოდგომაა,
შენი კანივით ნაზია ია,
შენზე ოცნების პროცესში კი მე
ვერ შემაჩერებს ვერცერთი ტყვია.

შენს გაბრაზებას ვადარებ ვულკანს,
ქარიშხალს, ავდარს, ტორნადოსაც კი.
არ გამიბრაზდე ერთგულ ბიჭუნას
და ის უთქმელი სამი სიტყვა თქვი...

შენს გამოხედვას ვადარებ მთისას,
მის ქედმაღლობას და სიამაყეს
შენს ტკბილ ხმასა ჰგავს მერცხლის გალობა,
რომელთაც მიყვარხარ გალობით მითხრეს.

შენსავით ნაზი სურნელი ასდის
აყვავებისას თვით იასამანს.
მიყვარს შენი თმა მდინარის მსგავსი,
მაგ ლამაზ სახეს სულ რომ გიფარავს.

მინდა, რომ მუდამ ჩემს გვერდით იყო
და არ მოგშორდე როცა გეხები.
მინდა წვიმაში გარეთ გავიდეთ
და გვასველებდნენ წვიმის წვეთები.



დავით მარგიევი
01.12.2018