მიყვარს ღიმილი, შენი ღიმილი.
შენი გაშლილი, სწორი, შავი თმა.
მიყვარს თვალები, მშვიდი, მეტყველი,
რომ არ სჭირდება ტუჩებს რამის თქმა.
ტუჩებიც მიყვარს, უცხო და ტკბილი.
შენი სხეული, სათუთი, რბილი.
თითები შენი, ნაზი და თბილი.
ეგ სილამაზე და შენი ხიბლი.
მიყვარს თვალები, შეყვარებული.
შენზე სიზმრები, შემოჩვეული.
მიყვარს ეგ მზერა, გაქვავებული.
შენზე ფიქრები, ჩემთვის ჩვეული.
მიყვარს ოცნების შენზე დაწყება,
ისევ ლექსების შენზე დაწერა.
შენზე ფიქრების ღვინით დაწყება
და ვარსკვალვების ცაზე დაწვენა.
და მიყვარს ლექსი გამოწვეული
შენზე გრძნობებით, რომელთაც არ ვთმობ
და შენ არ იცი, განაზებული
შენი ღიმილით მე როგორ მათრობ.
10.01.20
დავით მარგიევი