***

ლექსებს დაგიწერ ისევ ღამე, ისევ ქუჩაში,
ისევ წვიმის დროს, მთვარის შუქზე, როგორც აქამდე.
ვიხეტიალებ, ძველებურად, შენზე ფიქრებით
და კვლავ ვეცდები არასოდეს რომ  არ დაღამდე.

და ბოთლით ხელში ჩამოვუვლი ნაცნობ, ბნელ ქუჩებს
და გავიხსენებ შენს ნაზ სურნელს, ქარით გაშლილ თმას.
დავაკვირდები ჩემს ფიქრებში შენს მარწყვის ტუჩებს
და გავიგონებ ჩემებურად, როგორღაც შენს ხმას.

ისევ დავთვრები, დავცლი ერთსაც და დავწერ კიდევ:
შენი თვალების ციმციმს, კაშკაშს. - არ მავიწყდება.
ჩემს მოგონებებს შენს შესახებ ცივ ქარში ვიხვევ
და ვფიქრობ იმას, რაც ვიცი, რომ არ ამიხდება.

მაგრამ, ისევ ვწერ მთვარის შუქზე წვიმის წვეთებით
და რითმებს გჩუქნი ჩემებურად, როგორც აქამდე.
ვიხეტიალებ, ძველებურად, შენზე ფიქრებით
და კვლავ ვეცდები არასოდეს რომ  არ დაღამდე.

27.01.20
დავით მარგიევი

***

უა ღამეა ისევ,
მოკლე ისარი სამთან
და შენზე ფიქრებს ვიწყებ,
ფურცელი მიდევს თავთან.

შენზე ფიქრები მითრევს,
და ეს ჩათევა მიყვარს,
და ამ ფიქრის დროს ვხედავ
ცხადში ფერადად სიზმარს.

და ეს სიზმარი მათბობს,
გულს მუხტავს რაღაც ძალით,
რომ შეძლოს ძგერა მუდამ
და არ გაჩერდეს წამით.

შენზე ფიქრები დღისით,
შენზე სიზმრები ღამით...
ნეტავ შემეძლოს ყოფნა,
შენთან სულ ერთი წამით.

რას არ გავცემდი ნეტავ,
რას არ გავცემდი, ღმერთო.
შენ აქ ხარ, აქვე გულში,
შენ ჩემო ერთადერთო…

25.01.20
დავით მარგიევი

***

თოვა სხვანაირად მაფიქრებს,
რომ თოვს სხვანაირად მიყვარს,
ახლაც, ეს ფიქრები ვატყობ
ლექსის წერისაკენ მიმყავს.

სხვა გრძნობებს მიჩენს თოვლი,
სახელს ვერ ვარქმევ ამას.
ისევ ჩემს თავთან ვრჩები
და ისევ ვიწყებ კამათს.

ვერ ვარკვევ რას ვგრძნობ ახლა:
სიყვარული თუ არა...
და ვუმეორებ ჩემს თავს:
ამაზე ფიქრი კმარა!

კმარა, შეწყვიტე გთხოვ,
სიყვარულია მჯერა.
ნახე ლამაზად თოვს
და დაამთავრე წერა.

23.01.20
დავით მარგიევი

დაუვიწყარი

ისევ მახსოვს მაგ თვალების სიღრმე,
ვერ ვივიწყებ მაგ ტუჩების გემოს,
ისევ ფიქრში მოგონებებს ვიმღვრევ
და ვცდილობ, რომ გრძნობა დაიწეროს.

დღესაც მახსოვს მხიარული დღეები,
შენთან ერთად ვატარებდი იმ დროს.
შენზე იყო მთელი ჩემი ლექსები.
რომ დაბრუნდე, გული ისევ გინდობს.

როგორ მახსოვს, რომ იცოდე, ღიმილი...
ის ნათქვამი, ყველა თბილი სიტყვა.
ახლა ვატყობ, სხვანაირად იღიმი
და რაც იყო, ვფიქრობ უკვე ითქვა.

ისევ მახსოვს მაგ სხეულზე თამაში,
რაღაც გრძნობა არ მავიწყებს შენს თავს
და ვფიქრობ, რომ მუღამია ამაში:
მე გაგიშვი, მაგრამ კვლავ ვგრძნობ შენს ხმას.

ისევ მახსოვს შენი ნაზი ფერება,
ვერ ვივიწყებ ღამით კოცნას შენსას.
ჩემი გრძნობა შექმნეს შენმა ფერებმა
და ვფიქრობ, რომ დღეს შექმნიან ლექსსაც.

ახლაც მახსოვს ჩვენი ყველა ღამე,
როცა წვიმა გისველებდა სახეს,
სველ სახეს კი გინათებდა მთვარე,
რომ გკოცნიდი ვარსკვლავებმაც ნახეს.

მენატრება, იცი? - ჩახუტება.
მენატრება შენი შიში ელვის.
კვლავ მიყვარხარ, ვფიქრობ ასეც ხდება.
ამ სიყვარულს ბევრი სევდაც ერთვის.

20.01.20
დავით მარგიევი

***

სული გაათეთრა უკვე იანვარმა...
თუმცა მას რას ვერჩი, გრძნობების ბრალია.
რითმა სულ წალეკა ცრემლის ნიაღვარმა,
თან ისევ ქაოსი და ქარიშხალია.

სული გაათეთრა, გული გააჩერა,
გრძნობას აღარ მისცა უფლება გამოსვლის.
და თან ასე ვფიქრობ, მაგრამ არა მჯერა
ჩემი ვარსკვლავის დღისით ამოსვლის.

გული გააჩერა, სისხლი ამოაშრო,
მაგრამ ვერ უხერხებს ვერაფერს ამ გრძნობებს,
ჩემი ოცნება რომ ამ გულს ამოაძრო
და ისევ მინდა იმედი მქონდეს.

ფიქრებს აღარ ძალუძს ასე შორს გაფრენა.
ისევ დაუბერა გრძნობებს ცივმა ქარმა.
სული გაათეთრა, სული გაათეთრა...
სული გაათეთრა უკვე იანვარმა…

19.01.20
დავით მარგიევი

შენი სხეულის უსასრულობა

ცა დაგახატო მინდა სხეულზე,
თმები ღრუბლებად ეფინებოდეს
და ვარსკვლავები მწვანე თვალებზე
ვრცელ გალაქტიკას ემსგავსებოდეს.

ციდან მომავალ ჩანჩქერად ყელი
და ნაკადული იყოს მკერდს შორის.
ფერებით სავსე სხეული შენი
ამ ჩემს ფიქრებში რითმებად მოდის.

ლურჯი ზღვის ტალღას ვფიქრობ მუცელზე,
ფეხებზე ალბათ ოქროს ქვიშები,
ხოლო მდინარე იყოს თუნდ წელზე.
- ამ ყველაფერზე სულ მთლად ვიშლები.

ხელის მტევნები, როგორც ფესვები,
შენი სხეულის უსასრულობის.
ამ სილამაზეს სრულად ვერ ვწვდები,
მიკვირს სხეულის ამ მორთულობის.

და უმთავრესი, ბოლოს კი ფრთები,
შენი მხრებიდან გადმოშლილები,
გაჩერებული ეს საათები,
უსასრულობა, ჩვენ შეშლილები.

16.01.20
დავით მარგიევი

ანგელოზი

როცა ახალი ვარსკვლავი გაჩნდება
და ეს ვარსკვლავი შენს ღიმილს ნახავს.
ღამით ის ჩემთან ერთად დარჩება
და შემიფასებს ლექსსა და ნახატს.

როცა ჯადოსნურ თვალებში ჩაგხედავს
და დაინახავს თავის თავს, მცინარს.
შემდეგ ჩემს ნაჯღაბნ ლექსებს დახედავს,
შენით შეპყრობილს, ვფიქრობ, მე მკითხავს:

ანგელოზია? ღვთიურ ღიმილით
ციურ სხეულზე მეტად რომ ბრწყინავს.
მისი არ ყოფნა, თუნდაც ღიმილის,
მაგ თქვენს სამყაროს ალბათ გაყინავს.

მეც ვუპასუხებ - ანგელოზია,
მისი ღიმილი ყველაფერს ათბობს,
დღეებს გვითენებს ყოველთვის მზიანს
და ეს ღიმილი, მგონი შენც გადნობს.

16.01.20
დავით მარგიევი

უცნაურად

მარტო მინდა ყოფნა, ალბათ ასეც იქნება:
ღვინოს დავლევ ოხრად, არაფერი მჭირდება.
არ მჭირდება არავინ, გამეცალეთ, დამტოვეთ.
სანამ წახვალთ გეტყვით, რომ კარს ღიას ნუ დატოვებთ.

არ მჭირდება ყალბი გრძნობა, შეფუთული ლამაზად.
არ მჭირდება თქვენთან ყოფნა, ამას გეტყვით თამამად.
მარტო უკეთესია, რეალური გრძნობებია.
და ხვდები რომ არავინ, არასოდეს გყვარებია.

რეალური ყველაფერი, ყველაფერი ყალბია,
ყველა ნამდვილს გარედან აფსურდული აკვრია.
ყველაფერი ყალბია: რასაც ხედავ, რასაც გრძნობ.
იცი ასე არ არის, მაგრამ მაინც არა თმობ.

14.01.20
დავით მარგიევი

***

სანამ სიტყვები რითმებად იქცევიან. და სანამ რითმები ლექსებად დაეწყობა.
ცაზე ვარსკვლავნი ლექსებით ივსებიან
და მთვარეც ამ ლექსებს რითმად შეეწყობა.
სანამ დედამიწა მთვარეს სტუმრად იწვევს და სანამ რითმები ღამეს აფერადებს,
ზღვა მშვიდი რატომღაც უკვე ღელვას იწყებს,
თან ისე, თან ისე თითქოს არ ადარდებს.
და სანამ მდინარე ტალღებს მიმოფანტავს, და სანამ ფანტელნი რითმებს დაედება,
მთვარე გადმოგვაყრის თავზე მრავალ ნატვრას
და, და ეს ნატვრები მანამ არ შეწყდება,
მანამ არ შეწყდება, სანამ არ ახდება, სანამ არ იტყვი - ნატვრა მინახავს.
ეს დღე რეალურად მანამ არ დადგება,
სანამ არ იტყვი - მე შენ მიყვარხარ.

13.01.20 დავით მარგიევი

მე და შენ, და შენ და მე

მე, შენ და გრძელი ღამე.
შენ, მე და სავსე მთვარე.
მე ვწერ და შენ კი ხატავ,
მე ვფიქრობ, არსად წახვალ.
მე, შენ და თბილი სახლი
ყველგან ჩვენ, არსად ხალხი.
შენ, მე და სიყვარული,
ულევი სიხარული.
სადაც ჩვენ, იქაც მზე.
მე და შენ, და შენ და მე.

13.01.20
დავით მარგიევი

მალე გათენდება

მალე გათენდება, ოთხი საათია.
ისევ მშვიდმა ღამემ თავზე დამათია.
ყველგან სიწყნარეა , ყველგან სიმშვიდეა,
ლექსი ცრემლიანი უკვე მეშვიდეა.
თავში ქაოსია, აზრი ამერია,
შენზე ფიქრები კი ისევ მომერია:
ისევ შენს გარეშე, მე და მარტოობა,
ფიქრთან დამარცხება ისევ და მონობა.
ეს ფიქრები, უშენობა მაწამებს,
არც თენდება და არც ითვლის ამ წამებს.


12.01.20
დავიათ მარგიევი

***

ცაზე მსხდომი ვარსკვლავები
ტბის გვირგვინად ლივლივებდნენ.
ტბაზე ჩემი ოცნებები
ბუშტებივით ტივტივებდნენ.

ქარი ვნებებს ამხელდა,
ტბა ალიონს ელოდა,
მერე უცებ აღელვდა,
სიყვარულზე მღეროდა.

მთვარე სხივებს უშვებდა,
ირგვლივ ყოველს მოედო.
ღამე ითვლის წუთებს და
მე მინდა, რომ მომენდო.

ჩემი უხმოდ გაიგო,
თავი გულზე დამადო,
გრძნობა ხელში აიღო
და ოცნება გამანდო.

12.01.20
დავით მარგიევი

ბედნიერი წამია

ბედნიერი წამია,
შენი ხვევნა მწადია.
სიყვარულის წუთია,
ეგ ტუჩები მწყურია.
ახლა ჩვენი დრო არის,
ვნება ცამდე რომ ადის,
მე სხვა აზრი არ მომდის,
ლექსის წერა გამომდის.
ღამით სეირნობა მსურს,
ხელი ხელს და გული გულს.
ცინდან წვეთების ცვენა,
შენთან წვიმაში ცეკვა.
მთვარის შუქზე ალერსი,
შენს ვნებებში ჩავეშვი.
დღისით ცისარტყელები,
შენს სხეულზე ხელები,
შენი ნაზი ბგერები,
ჩემი რითმით ლექსები.
იცი მიყვარხარ ჩემო,
ჩემო სულ ყველა’ფერო.
შენი ხვევნა მწადია,
სხეულს გითბობ ნამიანს,
შენი კოცნა მწყურია,
ერთად ყოფნის წუთია…

11.01.20
დავით მარგიევი

წვიმიანი ღამე მინდა

წვიმიანი ღამე მინდა, სიყვარული მწყურია. ჩემი გრძნობა ჩემსავით მარტოა და ჩუმია. წვიმიანი ღამე მინდა, წვიმა კოკისპირული. სიყვარულის განცდა მინდა, სიყვარულის ღვთიურის. წვიმიანი ღამე მინდა, სეირნობა ქუჩებში, შენი თბილი ხვევნა მინდა და შეგრძნება ტუჩებში. წვიმიანი ღამე მინდა, რომელიც არ თენდება, წვეთი ზეცას მოსწყდება და ჩემი ლექსი სველდება. ჩემი რითმიც დასველდა,  შენზე ფიქრებს დასდევდა და როდესაც იჭერდა, წამში ლექსად გიწერდა.

11.01.20 დავით მარგიევი

მიყვარს

მიყვარს ღიმილი, შენი ღიმილი.
შენი გაშლილი, სწორი, შავი თმა.
მიყვარს თვალები, მშვიდი, მეტყველი,
რომ არ სჭირდება ტუჩებს რამის თქმა.

ტუჩებიც მიყვარს, უცხო და ტკბილი.
შენი სხეული, სათუთი, რბილი.
თითები შენი, ნაზი და თბილი.
ეგ სილამაზე და შენი ხიბლი.

მიყვარს თვალები, შეყვარებული.
შენზე სიზმრები, შემოჩვეული.
მიყვარს ეგ მზერა, გაქვავებული.
შენზე ფიქრები, ჩემთვის ჩვეული.

მიყვარს ოცნების შენზე დაწყება,
ისევ ლექსების შენზე დაწერა.
შენზე ფიქრების ღვინით დაწყება
და ვარსკვალვების ცაზე დაწვენა.

და მიყვარს ლექსი გამოწვეული
შენზე გრძნობებით, რომელთაც არ ვთმობ
და შენ არ იცი, განაზებული
შენი ღიმილით მე როგორ მათრობ.


10.01.20
დავით მარგიევი

ჩემი ლექსები

ჩემი ლექსები შენზე ფიქრია.
ჩემი ფიქრები რითმას იკიდებს
და ეს რითმები სიზმრად მიცდიან,
ჩემი გონება შენ ვერ გივიწყებს.

ჩემი ლექსები ოცნებად რჩება.
ეს... როგორ გითხრა, მგონი ვერ ვხვდები.
შენთვის დავარღვევ ათივე მცნებას
და ალბათ ის ხარ, ალბათ არ ვცდები.

ჩემი ლექსები - შენზე დარდია,
ჩემი რითმები - სულის სიკვდილი.
შენზე დარდები გულზე მატყვია,
როგორც შრამები და არ მივტირი.

შენზე ლექსები მაბედნიერებს,
შენზე ფიქრები ყველას მავიწყებს.
და ეს ფიქრები არ მაბედინებს,
როცა ამის თქამს შენთვის დავიწყებ.

09.01.20
დავით მარგიევი

***

არ მინდა მუდამ ოცნებად დარჩე,
მინდა ერთ ღამეს ჩვენ მარტო დავრჩეთ.
რომ დაიწყება ვარსკვლავთა წვიმა
სურვილს ჩავუთქვამთ ორივე მშვიდად.

ვიტყვი, ოცნება უკვე რომ ახდა,
ვარსკვლავების ქვეშ გოგონა დამხვდა.
ერთსაც ვიტყვი, რომ წვიმა წამოვა,
სიყვარული კი მაშინ გამოვა.

ცოტა შემცივდა. - ალბათ შენ მეტყვი.
ამ სიტყვებს ვფიქრობ დუმილი ერთვის,
ჩახუტებამდე, ჩახუტებამდე,
მიყვარხარ - გეტყვი ჩახუტებამდე.


08.01.20
დავით მარგიევი

***

ჩემი ოცნება იცი რომ შენ ხარ?
ოქროს ქვიშაზე როდესაც წევხარ.
როდესაც ანათებ როგორღაც მზეს.
როდესაც აჭენებ უხედნავ ცხენს.

რომ ვხედავ, როგორ მიღიმი შენ მე,
სიმორცხვით დასამალ ადგილს ვეძებ.
და მაინც, მიყვარს როცა მიღიმი
და მეც მიჩნდება სურვილი ღიმილის.

და მაინც როცა ვცდილობ გავექცე
უშენობას და არ მსურს დავეცე,
თვალებს ვხუჭავ და, და ვფიქრობ ამ დროს,
შენს ღიმილს, რომელიც ბუნდოვნად მახსოვს.


08.01.20
დავით მარგიევი

***

სათვალავი ამერია, მერამდენე ღამეა.
ეს ფიქრები, ოცნებები, ვფიქრობ ძაან მწარეა,
მწარე არის შედეგები, არ მართლდება იმედი.
საბოლოოდ, ჩემო კარგო, ერთ დასკვნამდე მივედი.

მე მიყვარხარ, დაიჯერებ, ერთ დღეს ამას მიხვდები.
ალბათ მოხვალ წვიმიან დღეს, სადმე მარტო ვიჯდები.
ისევ დავწერ შენზე ლექსებს, სულ ფეხებზე მკიდია,
იმ დღეს ვიტყვი: ეს წვეთები ჩვენთან ერთად მიდიან.


08.01.20
დავით მარგიევი

ლექსები არ გატყუებენ!

ფიქრები მანადგურებენ.
ლექსები არ გატყუებენ!
მინდა დაიჯერო ეს:
მე შენში ვხედავ მზეს.
მინდა იწამო ჩემი,
არ ჩაიქნიო ხელი,
მომცე იმედი რამის.
ნახე, გათენდა ლამის.
მინდა წამომყვე შორს
და ნუ შეხედავ დროს.
მინდა გამიღო კარი
და მე მომანდო თავი.
მინდა  ჩამკიდო ხელები,
ღამეს ვაჩუქოთ ფერები.
ამ ღამეს მოგეფერები,
შემოვირბინოთ ველები.
მინდა წვიმაში დაგხატო,
ღამით ვნებებით დაგათრო.
მინდა გაჩვენო ოცნება
ნელ-ნელა როგორ ხორცდება.
მინდა მოგიძღვნა ცხოვრება,
რომ ამიხდინო ოცნება.

08.01.20
დავით მარგიევი

***

ისევ სიზმრებში მათოვს,
შენი გრძნობები მათბობს.
ალბათ არ იცი კარგო,
შენს მიმართ ღამით რას ვგრძნობ.

ალბათ ვერ ხვდები იმას,
როდესაც იწყებს წვიმას,
ლექსებს ვწერ მაშინ შენზე.
მე ვეღარ ვფიქრობ სხვებზე.

ალბათ არ იცი არც ის,
შევწყვიტე ძებნა განძის,
როცა სიზმარში გიხილე
და შენ რომ გულით მიღიმე.

ალბათ ვერ ნახე თვალები,
შენთან მოსული წვალებით.
იცი, შენს გვერდით მინდა,
ვფიქრობ, ეს არის წმინდა.

ალბათ ვერ ვხვდები ვერც მე,
რომ არ გჭირდება ეს შენ.
და არც ეს ვიცი ნათლად:
სიყვარულია მართლა?

08.01.20
დავით მარგიევი

***

კოცონია, მთვარე,
უჩვეულო ღამე.
ეს საღამოც შედგა,
აქ ვართ მე და შენ და
აქვე არის რითმები,
სიყვარულის ფიქრები.
აქვე სიო უბერავს,
ცეცხლს სიცივეს უბედავს.
აქვე ძველი ხეები,
ცისარტყელის ფერები,
ვარსკვლავები ცაზე,
არ ანათებს აქ მზე.
სიბნელეა ირგვლივ,
წუთებს აღარ ვითვლი,
ამბებს ვყვებით ჩვენზე,
სახელებს ვწერთ ხეზე.
აქვე ბედნიერება,
ჩვენი მიწიერება,
აქვე სიყვარულია,
ეს არც ისე რთულია:
კოცონია, მთვარე,
უჩვეულო ღამე.
აქ ვართ მე და შენ და
ეს საღამოც შედგა.

06.01.20
დავით მარგიევი

მოდი წავიდეთ

მოდი წავიდეთ, არ მკითხო - სად?
ჩვენ გავფრინდებით, იყავი მზად.
მოდი დავხატოთ, არ მკითხო - რა?
უბრალოდ იგრძენი სიცოცხლის სვლა.

მოდი წავიდეთ, გავუყვეთ გზას,
ფერები მივცეთ ღრუბლიან ცას.
მოდი დავწეროთ ჩვენი ოცნება,
წიგნად გამოვცეთ ვითომ მგოსნებმა.

მოდი წავიდეთ, ვეძებოთ მუზა.
ცაში გავცუროთ, ჩავუშვათ ღუზა.
მოდი ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი,
უკან დავტოვოთ რაც არის ძველი.

მოდი წავიდეთ, მოვხსნათ საზღვრები
და არ დავუშვათ ჩვენი აფრები.
ოცნება დავხატოთ ფერადი ლექსებით,
ანდაც ვიცხოვროთ ზღაპრული ფერებით.

მოდი წავიდეთ, ცხოვრება შევქმნათ.
ისე ვიცხოვროთ - ოცნება ვერ ვთქვათ.
მოდი და შევქმნათ ისეთი რამე,
რომ გააბრწყინოს უკუნი ღამე.

მოდი წავიდეთ, გავასწროთ სხივებს,
კვალ და კვალ დავყრი კაშკაშა მძივებს.
წამოდი მივცეთ სამყაროს შანსი,
იყოს ლამაზი სულ ყოველ წამში.

მოდი წავიდეთ, არ მკითხო - სად?
ჩვენ გავფრინდებით, იყავი მზად.
ნახე, ხელს გიწვდი, ჩამკიდე გთხოვ,
მოდი წავიდეთ, შევცვალოთ დრო.

05.01.20
დ. მარგიევი

***

ისევ ფიქრები და ისევ შენზე,
ისევ უსაზღვროდ, ისევ ამ ღამეს.
ისევ მოდიან მუზები შენზე
და თითქოს მთვარე მე მითვლის წამებს.

მინდა მოვასწრო, ერთიც მოგიძღვნა.
ისევ გაჩუქო წითელი ვარდი.
შენზე დარდები წამით მოვიხსნა
და დაგაჯერო, რომ შემიყვარდი.

მინდა იცოდე პრინცესავ ჩემო,
ბოლო წამებში რომ შენზე ვფიქრობ,
მინდა ეს ლექსიც შენზე დავწერო,
ბოლო სუნთქვამდე მე ამას ვცდილობ.

მინდა გახსოვდე, მუდამ, ყოველთვის,
ცას რომ ახედავ ღამით მოწმენდილს,
საზღვრების მიღმა ციმციმა მნათობს,
იცოდე, შენი სამყარო ათბობს.

05.01.20
დ.მარგიევი