თუ გააფუჭებ ცხოვრებაში რამეს დალევით.
ვენებ დასერილს მდინარე კი გაღმა გაგიტანს.
წამო გალაქტიკა დავიპყროთ და მერე ვარსკვლავებთან გეცეკვები... ფერად გალაქტიკის ნისლეულში ნაზად ტუჩებზე რომ შეგეხები,
მერე ვარსკვლავები აფეთქდება
და ჩვენ ვიქნებით დასაწყისი...
ამ დროს შავი ხვრელიც გათეთრდება,
დარდიც არ გვექნება არავისი.
წამო გალაქტიკა მოვირბინოთ,
გავცდეთ სამყაროს, უსასრულობას...
მე შენ მოგიძღვნი ციურ სიყვარულს,
მე შენ დაგარქმევ უსასრულობას...
წამო, ვარსკვლავებთან გეცეკვები.
წამო, გავაჩერებ წუთებს, წამებს.
ნაზად, ტკბილ ტუჩებზე შეგეხები
და შენც კოსმიურად შემიყვარებ…
21.06.20
დ.მარგიევი
მეფიქრები...
მაგრამ, მაინც, არ იქნები ჩემი.
მე ვგიჟდები...
მაგრამ, მაინც, სხვას არავის ველი.
მე მჭირდები...
მაგრამ, მაინც, მიჭირს მე თქმა ამის.
მეღიმები...
და მიჩნდება მე სურვილი ხატვის.
მენატრები...
მაგრამ, მაინც, არ ყოფილხარ ჩემთან.
მელანდები...
მაგრამ, მაინც, მე თქმას ვერა ვბედავ.
ასე გრძნობით გიწერ ლექსებს.
ასე ჩუმად, ჩემთვის გხატავ.
ეს თვალები ყველგან გეძებს
და ვფიქრობ, რომ მალე გნახავ.
შენზე ფიქრები მოჰქონდა წვიმას.
ჰქროდა და მაინც მათბობდა ქარი.
კვლავ გულის კარებს გიტოვებ ღიას,
ვერ დავანებე ამ ფიქრებს თავი.
მე ვერ შეგეშვი, დღესაც მაფიქრებ,
იმ მომავალზე, რომელიც არ მაქვს.
ისევ მაფიქრებ, ისევ მაგიჟებ...
შენზე ოცნება სულ გულით დამაქვს.
ჭექაქუხილი და ეს წვიმები
ისევ მახსენებს ამ ღამით შენს თავს
და გაცვეთილი, შენზე ფიქრებით
ეს გულიც ისევ იმ გრძნობით ფეთქავს.
31.08.20
დ. მარგიევი
იებს გაჩუქებ, გვირილებს, ვარდებს.
მაგ გულს მოგპარავ, გაგიქრობ დარდებს.
ოცნებას გაგიმხელ უარმრავ სხვას,
გაჩვენებ მათ გზებს და გავცდებით ზღვარს.
სიტყვას მოგცემ, პირობას არასოდეს დავარღვევ.
შენთან ერთად სამყაროს ყველა კანონს დავარღვევ.
თუნდაც გახდეს საჭირო მთელ პლანეტას დავანგრევ,
სადაც წავალთ ჩვენ ორნი, სხვა სამყაროს დავარქმევ.
სადაც გვინდა წავიდეთ, ის ვქნათ, რაც მოგვინდება.
ვფიქრობ ასე ცხოვრება არასდროს მოგვწყინდება.
ლექსებს დავწერთ ჩვენ ორზე, სიყვარულზე ულევზე,
სხეულების სითბოზე, აჩქარებულ გულებზე.
ყოველი დღის ყოველ წუთს შენზე ფიქრებში გავლევ,
ჩვენი სიყვარულისას - ყანწსაც ბოლომდე დავლევ.
ყველა სურვილს ავიხდენთ - მე შენ ამას გპირდები.
ყველაფერზე ძალიან მე მხოლოდ შენ მჭირდები.
03.08.20
დავით მარგიევი